ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
„ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” აქციონერთა კრების მოწვევის შესახებ
სააქციო საზოგადოება „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2016 წლის 8 აპრილს, დღის 3 საათზე, შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის №67. სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2016 წლის 15 მარტი.
დღის წესრიგი:
1. სააქციო საზოგადოების სამეურნეო-საფინანსო ანგარიშის განხილვა, დამტკიცება;
2. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში;
3. მოგების განაწილების შესახებ;
4. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები;
5. სხვადასხვა საკითხი.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად მოთხოვნა წერილობით უნდა იქნეს დაყენებული დირექტორატის წინაშე, კრებამდე 10 დღით ადრე.
კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:
- ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2016 წლის 15 მარტის მდგომარეობით.
აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” რეგისტრატორთან - ს.ს. „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №74ა, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.
სს ,,ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზლის” დირექტორი დ. რუსაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე“?
- დიახ, განცხადება „ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე“?
- „ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე“ მიღებულია 14.03.2016. მიმღები ორგანო — სს „ქუთაისის ცენტრალური ავტოვაგზალი“. დოკუმენტის ნომერი — №17.
- სად არის „ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „ს/ს ქუთაისი,,ცენტრალური ავტოვაგზალი"-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების მოწვევის თაობაზე“, №17, 14.03.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3224518/