„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“
მიღების თარიღი 22.12.2015
ძალაში შესვლა 04.03.2016
გამომცემი ორგანო პროგრამის სფერო
ნომერი №35-90
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016386
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/03/2016
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| პროგრამის სფერო | 2015 წლის USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარება |
| კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | $3,218 000 |
| დემოკრატიული მმართველობა | $1,950,000 |
| სამოქალაქო საზოგადოება | $850,000 |
| ჯამური თანხა | $6,018,000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (მზარდად სტაბილური, ინტეგრირებული და ჯანსაღი საზოგადოება)“ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნების შესახებ საგრანტო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის გაძლიერება; 2. მოქალაქისადმი ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერება დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად; 3. ეკონომიკური ზრდის შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა) „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულება „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის მოქმედი როგორც რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი“ საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებისა და განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმება (დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა)“
შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ (DOAG)
ძირითადი ტექსტი
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID
No. AAG-114-G-16-00001
ამერიკის შეერთებულ შტატებსა
და
საქართველოს
შორის
შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ
დემოკრატიული კონტროლი და ბალანსი და ანგარიშვალდებული მმართველობა
2015 წლის 22 დეკემბერი
ფისკალური მონაცემები
სახაზინო სიმბოლო: 7215/161037
მიზანი: A2
პროგრამის დარგი/ელემენტი: A07/A030, A07/A031, A08/A034, A08/A035, A08/A036, A10/A044
ობლიგირებული თანხა: $6,018,000
ხელშეკრულების ნომერი: AAG-114-G-16-00001
შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ
შინაარსი
მუხლი1: შეთანხმების მიზანი
მუხლი 2🔗: განვითარების მიზანი და შედეგები
ნაწილი 2.1. განვითარების მიზანი
ნაწილი 2.2. შედეგები
ნაწილი 2.3. დანართი 1, განვრცობილი აღწერა
მუხლი 3🔗: მხარეთა მონაწილეობა
პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მონაწილეობა
პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა
მუხლი 4🔗: საქმიანობის დასრულების თარიღი
მუხლი 5🔗: თანხის გადახდის წინაპირობები
პუნქტი 5.1. პირველი გადახდა
პუნქტი 5.2. შეტყობინება
პუნქტი 5.3. წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღები
მუხლი 6🔗: სპეციალური დებულებები
მუხლი 7🔗: სხვადასხვა
პუნქტი 7.1. კომუნიკაცია
პუნქტი 7.2. წარმომადგენლები
პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულების დანართი
პუნქტი 7.4. ცვლილებები
პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა
პუნქტი 7.6. შეთანხმების ენა
დანართი 1: განვრცობილი აღწერა
დანართი 2: სტანდარტული დებულების დანართი
შეთანხმება განვითარების მიზნის შესახებ
2015 წლის 22 დეკემბერი
ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ( შემდგომში “USAID”)
და
საქართველოს შორის, რომელიც მოქმედებს ფინანსთა სამინისტროს მეშვეობით (შემდგომში „გრანტის მიმღები“).
მუხლი 1🔗. შეთანხმების მიზანი
განვითარების მიზნის შესახებ შეთანხმების (შემდგომში – „ხელშეკრულება“) მიზანია ასახოს შეთანხმების ზემოაღნიშნულ მხარეთა (შემდგომში – „მხარეები“) ურთიერთთანხმობა მომდევნო მუხლით გათვალისწინებულ განვითარების ამოცანასთან.
მუხლი 2🔗. განვითარების მიზანი და შედეგები
პუნქტი 2.1. ამოცანა
შეთანხმების განვითარების ამოცანები („ამოცანები”) დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის და ანგარიშვალდებული მმართველობის გაუმჯობესებაა.
პუნქტი 2.2. შედეგები
აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ, რათა მიაღწიონ შემდეგს:
(ა) გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტური მმართველობის და მომსახურების მიწოდება;
(ბ) კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება; და
(გ) მეტად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები.
პუნქტი 2.3. დანართი 1, განვრცობილი აღწერა
თანდართულ 1-ლ დანართში ვრცლად არის აღწერილი ზემოაღნიშნული ამოცანა და შედეგები. 2.1 პუნქტით გათვალისწინებული ამოცანის და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული შედეგების განმარტებების ფარგლებში, უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა შესაძლოა დანართ 1-ში შეიტანონ დამატებები, ურთიერთშეთანხმებული განხორციელების წერილების საფუძველზე.
მუხლი 3🔗. მხარეთა მონაწილეობა
პუნქტი 3.1. ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მონაწილეობა
(ა) გრანტი. წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანის შესრულების ხელშეწყობის მიზნით, 1961 წლის უცხოური დახმარების შესახებ აქტის, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, და წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გრანტის მიმღებისათვის გამოყოფს თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს მილიონ თვრამეტი ათას ამერიკის შეერთებული შტატების ( „აშშ“) დოლარს ($6.018.000) ( შემდგომში „გრანტი“).
(ბ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა.
ამოცანის შესასრულებლად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხა შეადგენს ოცდახუთ მილიონ ოთხმოცდაშვიდი ათას შვიდას სამოცდაშვიდ აშშ დოლარს ($25.087.767), რომელიც გაიცემა ზრდადი ოდენობით. შემდგომი ზრდადი თანხების გაცემა დამოკიდებული იქნება ამ მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის გამოყოფილი სახსრების არსებობაზე, რომელთა გაცემაც შეიძლება განხორციელდეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ. შეთანხმების მონაწილე მხარეები თანხმდებიან, რომ მონაწილეობის ყოველი გაზრდილი თანხა, თუ ამგვარი რამ მოხდება, ჯამობრივად გაზრდის 3.1(ა) პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხის მთლიან ოდენობას, რის შედეგადაც ასევე შესაძლოა გაიზარდოს 3.2. პუნქტით გათვალისწინებული გრანტის მიმღების მონაწილეობის თანხა. ამასთან, გრანტის მიმღები თანხმდება, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში ცნოს მონაწილეობის თანხის გაზრდის ყველა შემთხვევა, თუ ამგვარი რამ მოხდება.
(გ) იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ეტაპზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განსაზღვრავს, რომ 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული მისი მონაწილეობა აღემატება იმ გონივრულ თანხას, რომელიც შეიძლება გამოიყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამოცანის ან შედეგის მისაღწევად მიმდინარე ან მომდევნო აშშ ფისკალურ წელს , გრანტის მიმღებისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება გაიტანოს ეს ჭარბი თანხა, რითაც შემცირდება 3.1(ა) პუნქტით განსაზღვრული გრანტის თანხა. ამ ქვეპუნქტის შესაბამისად განხორციელებული ქმედებები არ განაპირობებს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის მთლიანი თანხის გადასინჯვას.
პუნქტი 3.2. გრანტის მიმღების მონაწილეობა
(ა) გრანტის მიმღები თანხმდება, გასცეს ყველა ის თანხა ან უზრუნველყოს ყველა იმ რესურსის მოზიდვა, 1-ლ დანართში მითითებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ უზრუნველყოფილი თანხის დამატებით, რომელიც საჭიროა ამოცანის შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებებისთვის, საქმიანობების დასრულების თარიღამდე ან ამ თარიღისთვის.
(ბ) გრანტის მიმღების მონაწილეობა, რომელიც ეფუძნება 3.1(ა) პუნქტით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მონაწილეობის თანხას, არ უნდა იყოს 2.006.000 აშშ დოლარის ექვივალენტზე ნაკლები, რაც ასევე მოიცავს არაფულადი სახით განხორციელებულ მონაწილეობას. იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო 3.1 (ა) პუნქტით გათვალისწინებული საგრანტო თანხის ოდენობას თანდათან გაზრდის ან შეამცირებს, რომლის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს აღნიშნული პუნქტი, შესაბამისად გაიზრდება ან შემცირდება გრანტის მიმღების თანხა ყოველი ამგვარი გაზრდის დროს ისე, რომ გრანტის მიმღების მონაწილეობა არ იყოს გრანტის იმ ერთი მესამედი ნაწილის ეკვივალენტზე ნაკლები, რომელიც ისეთი საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენება, რომელთა განხორციელების შედეგადაც უშუალოდ საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს, ან რომელთა განხორციელებაც მოითხოვს საქართველოს მთავრობის უშუალო და მნიშვნელოვან მონაწილეობას ამგვარი დახმარების ადმინისტრირების, კონტროლის ან მართვის თვალსაზრისით. გრანტის მიმღების მონაწილეობის ზუსტი თანხა უნდა აღინიშნოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობით შეტყობინებაში, რომელიც მომზადდება ყოველი ამგვარი გაზრდილი მონაწილეობის შესახებ. ხელშეკრულების ამოცანის შესრულებაში გრანტის მიმღების დაგეგმილი მონაწილეობის მთლიანი მიახლოებითი თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმ სახსრებზე, რომელიც გრანტის მიმღებს ექნება ამ მიზნისათვის, და, ასევე, იმ სახსრებზე, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს 3.1(ბ) პუნქტით გათვალისწინებული მთლიანი მიახლოებითი თანხის გამოყოფა. გრანტის მიმღები თავისი ფულადი და არაფულადი მონაწილეობის შესახებ მინიმუმ წელიწადში ერთხელ წარმოადგენს ანგარიშს იმ ფორმით, რომელიც შეთანხმებული იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან.
მუხლი 4🔗. საქმიანობის დასრულების თარიღი
(ა) საქმიანობის დასრულების თარიღი, რომელიც არის 2020 წლის 30 სექტემბერი, ან სხვა თარიღი, რომელზეც შეიძლება წერილობით შეთანხმდნენ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები - არის ის თარიღი, როდესაც მხარეთა შეფასებით ხელშეკრულების ამოცანის შესასრულებლად საჭირო ყველა საქმიანობა დასრულდება.
(ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ გასცემს ან არ დაამტკიცებს იმ დოკუმენტაციას, რომლითაც მოხდება საგრანტო თანხის გაცემის ავტორიზაცია იმ მომსახურებისათვის ან საქონლისათვის, რომელთა მოწოდებაც განხორციელდა საქმიანობების დასრულების თარიღის შემდეგ.
(გ) განხორციელების წერილებში აღწერილ საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა გაეგზავნოს საქმიანობების დასრულების თარიღიდან არაუგვიანეს ცხრა (9) თვისა, ან სხვა იმ პერიოდში, რომელზეც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წერილობით დათანხმდება, რომ მათი წარმოდგენა მოხდეს აღნიშნულ ვადამდე, ან მის შემდგომ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება წერილობით შეტყობინება გაუგზავნოს გრანტის მიმღებს და შეამციროს საგრანტო თანხა სრულად ან მხოლოდ იმ ოდენობით, რომლის გადახდის შესახებ განხორციელების წერილებით განსაზღვრულ საჭირო დამხმარე დოკუმენტაციასთან ერთად, არ იქნა წარმოდგენილი მოთხოვნა ამგვარი პერიოდის გასვლამდე.
მუხლი 5🔗. თანხის გადახდის წინაპირობები
პუნქტი 5.1. პირველი გადახდა
გრანტით გათვალისწინებულ პირველ გადახდამდე, ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დოკუმენტაციის გაცემამდე, რომლის მიხედვითაც განხორციელდება თანხის გადახდა, გრანტის მიმღები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით, ვალდებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაციები იმ ფორმით და შინაარსით, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის:
(ა)აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის მისაღები იუსტიციის სამინისტროს დასკვნა იმის თაობაზე, რომ წინამდებარე შეთანხმება (i) სათანადოდ იქნა უფლებამოსილი ან რატიფიცირებული, და შესრულებული გრანტის მიმღების მიერ ან მისი სახელით,(ii) წინამდებარე შეთანხმება არის იურიდიული ძალის მქონე და იურიდიულად დამავალდებულია გრანტის მიმღებისთვის ყველა მისი პირობის შესაბამისად, და (iii) წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის საჭირო ყველა შიდა ღონისძიებებისა და დამტკიცების განხორციელება უზრუნველყოფილ იქნა გრანტის მიმღების მიერ ან
გრანტის მიმღებისთვის; და
(ბ) ხელმოწერილი განცხადება იმ პირის სახელით, რომელიც გრანტის მიმღების დაწესებულებაში იკავებს 7.2. პუნქტში მითითებულ თანამდებობას, ან მოვალეობის შემსრულებელია, და რომელიც სახელისა და თანამდებობის მითითებით დაასახელებს ნებისმიერ დამატებით წარმომადგენელს, თუკი ამგვარი პირი არსებობს, რომელიც იმოქმედებს 7.2. პუნქტის შესაბამისად.
პუნქტი 5.2. შეტყობინება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს გრანტის მიმღებს მაშინ, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ წინაპირობა დაკმაყოფილდა.
პუნქტი 5.3 წინამდებარე პირობების საბოლოო თარიღები
5.1. პუნქტით განსაზღვრული წინაპირობების შესრულების საბოლოო თარიღი არის 90 დღე წინამდებარე შეთანხმების ხელმოწერის თარიღიდან, ან სხვა მომდევნო თარიღი, რომელზეც შესაძლოა მიღებულ იქნეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა ზემოაღნიშნული საბოლოო თარიღის დადგომამდე ან ამ თარიღის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ 5.1. პუქტში მოცემული წინაპირობები არ დაკმაყოფილდა წინაპირობების შესრულების ზემოაღნიშნულ საბოლოო თარიღამდე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
მუხლი 6🔗. სპეციალური დებულებები
(ა) გრანტის მიმღები, საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად, ვალდებულებას იღებს და თანხმდება, რომ უფასოდ და დროულად გასცემს, განაახლებს და/ან ვადას გაუგრძელებს ყველა ოფიციალურ ნებართვას, ვიზას, შეღავათებს და სხვა ნებართვებს (მათ შორის ყველა იმ ნებართვას, რომელიც შეიძლება პერიოდულად საჭირო იყოს ინფორმაციაზე სრული ხელმისაწვდომობის , პროექტის განხორციელების ადგილებსა და შესაბამის უწყებებში სრული დაშვების უზრუნველყოფისათვის) იმ შესაბამისი პირებისთვის (როგორც ეს განმარტებულია ქვემოთ), რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს (ერთობლივად „მოთხოვნილი დოკუმენტები“). ამ დებულების მიზნებისათვის შესაბამის პირებს წარმოადგენენ (i) ნებისმიერი კონტრაქტორის, გრანტის მიმღების და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები და კონსულტანტები, რომლებიც ახორციელებენ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს, და (ii) ამ თანამშრომლებისა და კონსულტანტების ოჯახის წევრები. ასევე უფასოდ უნდა განხორციელდეს მოთხოვნილი დოკუმენტების განახლება ან ვადის გაგრძელება, რომელიც მოითხოვება, ან შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით, რათა ზემოაღნიშნულმა თანამშრომლებმა, კონსულტანტებმა და მათი ოჯახის წევრებმა ლეგალურად იცხოვრონ საქართველოში და განახორციელონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული და დაფინანსებული საქმიანობები.
(ბ) სახსრების ქვევალდებულებით, ქვეკონტრაქტით გადაცემა და თანხების გადახდა. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული თანხების გადახდასთან დაკავშირებით გრანტის მიმღები თანხმობას გამოთქვამს, რომ პუნქტ 5.1-ში გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემდეგ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეეძლება შემდგომი დამტკიცებისა ან შეთანხმების გარეშე ქვედააფინანსოს, გამოუყოს თანხები და გადაუხადოს საგრანტო ფინანსური საშუალებები, რომლებიც ხელმისაწვდომია პუნქტ 3.1.(ა) შესაბამისად, ასეთი კონტრაქტებისა და გრანტების მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ შერჩეულ პირებს , იმ პირობით, რომ ასეთი ოპერაციები და გადახდა შესაბამისობაში იქნება I დანართში გათვალისწინებულ პირობებთან (განვრცობილი აღწერა).
(გ)აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ კვარტალურად უნდა შეატყობინოს გრანტის მიმღებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პირდაპირი გზით განხორციელებული ყველა გადახდის შესახებ და მიაწოდოს გრანტის მიმღებს ინფორმაცია ასეთი გადახდების რაოდენობასა და მიზნის (მიზნების) შესახებ.
მუხლი 7🔗. სხვადასხვა
პუნქტი 7.1. კომუნიკაცია
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ მეორე მხარის მიმართ ნებისმიერი შეტყობინება, მოთხოვნა, დოკუმენტი ან სხვა სახის კომუნიკაცია უნდა განხორციელდეს წერილობით, ტელეგრამის, ტელეფაქსის, კაბლოგრამის, ან ელექტრონული ფოსტის (“e-mail”) მეშვეობით, და ისინი მიიჩნევა სათანადოდ გაგზავნილად, როდესაც მხარე მიიღებს შემდეგ მისამართზე:
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების
სააგენტო მისიის დირექტორი
ამერიკის შეერთებული შტატების
საელჩო საქართველოში
გიორგი ბალანჩინის ქ. №11
თბილისი 0131
საქართველო
ტელეფაქსი: (995) 322 544 145
ელ.ფოსტა: DOAG_Georgia@usaid.gov
გრანტის მიმღების საფოსტო
მისამართი: ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. №16
თბილისი, საქართველო
ტელეფაქსი: (995) 322 262423
ყველა ამგვარი კომუნიკაცია იწარმოებს ინგლისურ ენაზე წერილობით, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მეორე მხარის შეტყობინების შემდეგ აღნიშნული მისამართები შეიძლება შეიცვალოს სხვა მისამართებით.
პუნქტი 7.2. წარმომადგენლები
წინამდებარე ხელშეკრულებასთან ყველა დაკავშირებული მიზნისათვის გრანტის მიმღები წარმოდგენილი იქნება პირით, რომელიც ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებს, ან მისი მოვალეობის შემსრულებელია, ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო წარმოდგენილი იქნება მისიის დირექტორის ან მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირით. წერილობითი შეტყობინების სახით თითოეულ წარმომადგენელს შეუძლია დაასახელოს დამატებითი წარმომადგენლები ყველა სხვა მიზნისთვის, გარდა შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების ხელმოწერისა, ან 2.3. პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისა, რაც გულისხმობს 1-ლ დანართში დამატებების შეტანას. გრანტის მიმღების დამატებითი წარმომადგენლების სახელი, გვარი და თანამდებობა 5.1.(ბ) პუნქტის შესაბამისად წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რომელიც სათანადოდ გაფორმებულად მიიჩნევს ნებისმიერ საშემსრულებლო დოკუმენტს, რომელიც ხელმოწერილი იქნება დასახელებული დამატებითი წარმომადგენლების მიერ (ან ნებისმიერი სხვა პირის მიერ, რომელიც შეცვლის ამ პირს, ან იქნება მოვალეობის შემსრულებელი) 7.2. პუნქტის შესაბამისად იმ დრომდე, სანამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო არ მიიღებს წერილობით შეტყობინებას მათი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
პუნქტი 7.3. სტანდარტული დებულებების დანართი
სტანდარტული დებულებების დანართი (მე-2 დანართი) თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.
პუნქტი 7.4. ცვლილებები/შესწორება
მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები, რომლებიც გაფორმდება წერილობითი ფორმით და ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც ძალაში შედის წინამდებარე ხელშეკრულება და ასეთი შესწორებები ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
პუნქტი 7.5. ძალაში შესვლა
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა აშშ-ის მიერ, რომელიც წარმოდგენილია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი, წერილობით ნოტიფიკაციის მიღების დღიდან, იმის თაობაზე, რომ გრანტის მიმღებმა შეასრულა შეთანხმების ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა შიდა ლეგალური მოთხოვნა.
პუნქტი 7.6. ხელშეკრულების ენა
წინამდებარე შეთანხმება მომზადებულია ინგლისურ და ქართულ ენებზე. ამ ორ ვერსიას შორის შეუსაბამობის ან გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
რომლის დასტურადაც, ამერიკის შეერთებული შტატები და გრანტის მიმღები, რომლებიც მოქმედებენ სათანადოდ უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას, რომელიც ძალაში შედის ამ შეთანხმების დასაწყისში მითითებულ დღეს და წელს.
ამერიკის შეერთებული შტატები: საქართველო:
წარმომადგენელი: ___ხელმოწერილია___ წარმომადგენელი: ___ხელმოწერილია___
დუგლას ბოლი ნოდარ ხადური
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საქართველოს ფინანსთა მინისტრი
სააგენტოს მისიის დირექტორი
დანართი 1
განვრცობილი აღწერა
განვითარების მიზნის შეთანხმება (DOAG)
დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის და ანგარიშვალდებული მმართველობის გაუმჯობესების შესახებ
I. შესავალი
წინამდებარე დანართში აღწერილია ის აქტივობები და შედეგები, რომლებიც განხორციელდება წინამდებარე დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის და ანგარიშვალდებული მმართველობის გაუმჯობესების შესახებ განვითარების მიზნის შეთანხმების ფარგლებში უზრუნველყოფილი ფინანსური სახსრებით. დანართ 1-ში არსებული არცერთი პუნქტი არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ ცვლიდეს წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერ განმარტებასა და პირობას.
II. ზოგადი მიმოხილვა
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები აღმოჩნდა წყალგამყოფი, რომლის შედეგადაც პირველად საქართველოში მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა დემოკრატიული არჩევნების გზით 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. ახლად არჩეული მთავრობის მიერ ინიციირებული რეფორმები მიუთითებს სურვილზე, გაუმჯობესდეს დემოკრატიული მმართველობა და სამოქალაქო ჩართულობა. ახალი მთავრობის არჩევა, ამასთანავე, პირველად საქართველოში ყველა მუნიციპალიტეტში მერების პირდაპირი წესით არჩევა და საკონსტიტუციო ცვილებების შედეგად პრეზიდენტის ზოგიერთი უფლებამოსილების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა ქმნის შესაძლებლობას დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას, გააუმჯობესოს მთავარი ინსტიტუციების გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ეფექტურობა.
2011 წელს საქართველო შეუერთდა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) საერთაშორისო ინიციატივას, რომლის მონაწილე ქვეყნები იღებენ ვალდებულებას გააუმჯობესონ მმართველობის გამჭვირვალობა, საზოგადოების ჩართულობა, კორუფციასთან ბრძოლა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, რათა მთავრობა გახდეს მეტად ღია, ეფექტური და ანგარიშვალდებული. ახალი მთავრობის მიერ გამჭვირვალე მმართველობის პრიორიტეტად აღიარება დადასტურდა მთავრობის ძალისხმევით, დაეჩქარებინა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ქვეშ აღებული ვალდებულებების განხორციელება, მათ შორის იმ ვალდებულებების, რაც დაკავშირებულია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე. მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებაში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ საჭიროა დახმარება საქართველოს მმართველობის სისტემებისა და პროცესების გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების მიმართულებით.
გაცნობიერებულია რა კავშირი სამოქალაქო განათლებასა და საქართველოს ლიდერების მომავალი თაობის ჩამოყალიბებას შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს სამოქალაქო განათლების ინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ხელი შეუწყო სავალდებულო სასწავლო გეგმის შეტანას მეცხრე და მეათე კლასებში, ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნულ დონეზე შეთანხმებული სწავლების მეთოდი. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დონორია, რომელიც მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სამოქალაქო განათლების განვითარებას. დახმარების ფარგლებში შემუშავდა სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალა; პედაგოგებს და სკოლის დირექტორებს ჩაუტარდათ ტრენინგები სამოქალაქო განათლების თემაზე; ახალგაზრდა ლიდერებს მიეცათ შესაძლებლობა, განეხორციელებინათ პროექტები და საადვოკატო კამპანიები თავიანთ თემებში. შედეგად მივიღეთ ახალგაზრდებს შორის გაზრდილი სამოქალაქო აქტიურობა და აკრედიტებული სამოქალაქო განათლების პედაგოგების კადრი საქართველოს სკოლების ნახევარში. მიუხედავად მიღწევებისა, მეტი საქმეა გასაკეთებელი მომავალში აღნიშნული შედეგების შესანარჩუნებლად.
2012 წლის ოქტომბრის არჩევნები იყო ასევე ახალი გარდამტეხი წერტილი იუსტიციის სისტემის რეფორმის მიმდინარეობაში. 2013 წლის განმავლობაში პარლამენტმა მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელთა მიზანი იყო მოსამართლეების პოზიციების გაძლიერება და სასამართლო ხელისუფლების ცენტრალიზაციის შემცირება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსამართლეებმა შეძლეს ფარული კენჭისყრით აერჩიათ თავიანთი წარმომადგენელი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, თავისუფლად გაერთიანებულიყვნენ პროფესიულ ასოციაციებში, რათა ღიად დაეფიქსირებინათ საკუთარი იდეები და ჩართულიყვნენ იუსტიციის სისტემის რეფორმებზე გამართულ დისკუსიებში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შეხვედრები გახდა საჯარო, რამაც საშუალება მისცა დაინტერესებულ პირებს დააკვირდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესს. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოებში დაშვებულ იქნა ვიდეოკამერები და საზოგადოებას მიეცა საშუალება, წვდომა ჰქონდეს ინფორმაციასთან მედიის საშუალებით. შეიცვალა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიც. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგია, სადაც საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას, განახორციელოს კანონის უზენაესობასთან დაკავშირებული რეფორმები. ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის ძირითად პრინციპებსა და მიმართულებებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი შესაბამისი სამინისტროების და სხვა სახელმწიფო სრუქტურების მიერ განსახორციელებელი კონკრეტული ამოცანები. თუმცა მექანიზმი, რომელიც განახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგს, ჯერ კიდევ შესამუშავებელია. მიუხედავად ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული პროგრესისა, კანონის უზენაესობა საქართველოში ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესსა და ადამიანის უფლებების სრულად დაცვას.
III. დაფინანსება
ფინანსური გეგმა. პროგრამის ფინანსური გეგმა წარმოდგენილია თანდართულ ცხრილში
(იხ. დანართი 1, ბმული ა).
IV. დაგეგმილი შედეგები
ანგრიშვალდებული მმართველობის სისტემები ეფუძნება პოლიტიკური ძალის დაყოფას და შეზღუდვას და მთავრობის გაკონტროლებას მოქალაქეების მიერ. დემოკრატიული ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების სისტემის და ანგარიშვალდებული მმართველობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესის გაძლიერებას და მიღწევების შენარჩუნებას.
მთავრობის მიერ ვალდებულების აღება დემოკრატიული და ანგარიშვალდებული მმართველობის განვითარებაზე გულისხმობს ძალისხმევას ორი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით - კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება; და გამჭვირვალე და ეფექტური მმართველობა და მომსახურების მიწოდება. ამასთანავე, დემოკრატიული ბალანსისა და ანგარიშვალდებულებისადმი გაზრდილი სოციალური მოთხოვნა მოქალაქეების ინფორმირებულობასა და ჩართულობას მოითხოვს.
შესაბამისად, „დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემა და ანგარიშვალდებული მმართველობის გაუმჯობესება“ ეყრდნობა სამ შუალედურ შედეგს:
• გამჭვირვალე, მოქალაქეების მოთხოვნის შესაბამისი და ეფექტური მმართველობის და მომსახურების მიწოდება;
• კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება;
• მეტად ინფორმირებული და აქტიური მოქალაქეები;
რადგან გამართული დემოკრატიული სისტემები შედგება დამოუკიდებელი და ურთიერთგამაძლიერებელი ინსტიტუტებისა და პროცესებისაგან. განვითარების ეს მიზანი გახლავთ მრავალწახნაგოვანი. წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები გაზრდის ქვეყნის მმართველობაში აქტიურად მონაწილე მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მათი ქვეყნის მართვაში, ხოლო მთავრობა მეტად დააკმაყოფილებს მოქალაქეების მისწრაფებებს, უპირატესობებს და საჭიროებებს. უფრო მეტიც, სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის გაძლიერებული კავშირები საქართველოს პოლიტიკურ სისტემას უფრო დემოკრატიულს გახდის.
V. ინდიკატორები
მხარეები შეაფასებენ პროგრესს შუალედური შედეგებისა და განვითარების მიზნის მიღწევაში შემდეგი ინდიკატორების გამოყენებით:
· “Fredoom House” –ის გარდამავალ ეტაპზე მყოფი ერების“ საერთო შეფასება (დემოკრატიის ქულა)
· სამიზნე სკოლებში იმ მოსწავლეთა პროცენტული რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ ახალგაზრდების მიერ ინიციირებულ აქტივობებში ( მაგალითად: ადვოკატირება, გარემოს დაცვა, ურთიერთსწავლება და ა.შ.)
· აშშ-ის მთავრობის დახმარების შედეგად ორგანიზებული საჯარო ფორუმების რაოდენობა, სადაც ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს ეძლევათ კომუნიკაციის საშუალება
· მოქალაქეების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც ენდობიან სასამართლოს (ინსტიტუციებისადმი ნდობის ქულა - სასამართლოსადმი ნდობა)
· იურისტების პროცენტული რაოდენობა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ სასამართლოში არსებობს ეფექტური ბალანსი მოდავე მხარეებს შორის და გაზრდილია ეფექტური მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობა
· გაუმჯობესებული ადმინისტრაციული სისტემების მქონე სამიზნე ინსტიტუტების პროცენტული რაოდენობა (ეროვნულ დონეზე)
· სახელმწიფო ინსტიტუციები (ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე), რომელთა საბიუჯეტო პროცედურები არის მონაწილეობითი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და გამჭვირვალე.
VI. პროექტები/ აქტივობები
შუალედური შედეგი (IR) : გამჭირვალე, პასუხისმგებლიანი და ეფექტური მმართველობის და მომსახურების მიწოდება
მომსახურეობის ეფექტურად მიწოდებისათვის სახელმწიფო ინსტიტუტებმა ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე უნდა შექმნან დიალოგის კულტურა და განავითარონ ადმინისტრაციული შესაძლებლობები, რათა შეძლონ იდეების რეალურად განხორციელება. საჯარო მოხელეთა აღნიშნული შესაძლებლობების გაზრდა დაეხმარება მათ მოქალაქეებისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდებაში, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მათ მოქალაქეების მოთხოვნებთან შესაბამისობას. მიმდინარე შუალედური შედეგის ქვეშ პროგრამები განავითარებენ ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის ადმინისტრაციულ შესაძლებლობებს, რაც დაეხმარება სამთავრობო უწყებებს რესურსების ოპტიმალურად გამოყენებით განახორციელონ კარგად დაგეგმილი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სტრატეგიები; გაზრდიან ორგანიზაციების შესაძლებლობებს, რათა დაგეგმვის პროცესში მათ გამოიყენონ ინკლუზიური და მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები, რომლებიც გაითვალისწინებენ გენდერულ ფაქტორებს და მოქალაქეების საჭიროებებს; გააუმჯობესებენ ელექტრონულ მმართველობას და გაამარტივებენ ინფორმაციასთან წვდომას; ასევე, გააუმჯობესებენ ხელისუფლების პოლიტიკის ფორმულირების, რეგულირების და მომსახურეობის მიწოდების პროცესებს. აღნიშნულის შედეგად გაიზრდება მოქალაქეების კმაყოფილების დონე მათი მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებით.
ეროვნული ადმინისტრაციული შესაძლებლობების და მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის განვითარება
აქტივობები გააძლიერებენ სახელმწიფო ინსტიტუტების შესაძლებლობებს ფაქტობრივი ანალიზის შედეგების, რეალური ბიუჯეტისა და მოქალაქეების მონაწილეობით მიღებულ ინფორმაციის გამოყენებით დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ქალთა შეზღუდული როლი საჯარო გადაწყვეტილებების მიღების დროს და ითვალისწინებს აღნიშნულ საკითხებში საჯარო მოხელეების უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობები ხელს შეუწყობენ საჯარო მოხელე ქალებს ისარგებლონ თანაბარი უფლებებით დასაქმებასა და კარიერულ წინსვლაში. ამასთანავე, აქცენტი გაკეთდება ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რათა გაიზარდოს გამჭვირვალობა და საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ; ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობის განხორციელებაზე; მთავრობის ბიუჯეტის, შესყიდვების, დაგეგმვის და სხვა სახის აქტივობების შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაზრდაზე.
ეროვნული ადმინისტრაციული შესაძლებლობების და გადაწყვეტილების მიღების მონაწილეობითი პროცესების განვითარება ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის პროფესიონალიზმისა და ინოვაციური მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას. საჯარო ორგანიზაციებს შეეძლებათ უკეთ გაანალიზონ და ჩამოაყალიბონ პოლიტიკის ოპციები, გაითვალისწინონ დაინტერესებულ მხარეთა აზრი, გააუმჯობესონ ადამიანური რესურსების მართვის სისტემები და უზრუნველყონ ადმინისტრაციული რეფორმების ინსტიტუციონალიზაცია. დახმარება ასევე გააძლიერებს საქართველოს მთავრობის მარეგულირებელ ფუნქციებსა და პრაქტიკას.
მუნიციპლურ დონეზე შესაძლებლობების, მომსახურეობის მიწოდების და მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების პროცესების განვითარება
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო ითანამშრომლებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რათა განავითაროს ადმინისტრაციული შესაძლებლობები ადგილობრივ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს მათ, დააკმაყოფილონ მოქალაქეების საჭიროებები (ქალების, ეთნიკური უმცირესობის და სხვა ჯგუფების ჩათვლით). აღნიშნული მოიცავს მერების, არჩეული საჯარო მოხელეების და სხვა თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობების გაზრდას განვითარების მიზნით ადგილობრივი, ცენტრალური და საერთაშორისო რესურსების მოზიდვაში. დახმარება ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას, გამოყოს მუნიციპალური ბიუჯეტის 1% ადგილობრივ დონეზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით საქართველოს საჯარო სამსახურის კანონის შესაბამისად. პროგრამა ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; მუნიციპალური მომსახურების მიწოდების გაუმჯობესებას მუშაობის ხარისხის მართვის და პროგრამული ბიუჯეტირების საშუალებით; და ადგილობრივი და რეგიონალური საჯარო მოხელეების მუშაობის ეფექტურობის გაზრდას, უმცირესობების საჭიროებების გათვალისწინებით, საქმიანობების დაგეგმვისა და განხორციელებაში.
მთავრობის ყველა დონეზე გაზრდილი ღია მმართველობა
განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს ეროვნული და ადგილობრივი მთავრობის და მოქალაქეების უკეთ დაკავშირებას მმართველობის გამჭვირვალობის და ღიაობის გაუმჯობესების გზით. ელექტრონული მმართველობის და საინფორმაციო კომუნიკაციების ტექნოლოგიების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის ორგანიზაციების გამჭვირვალობის, მომსახურების ეფექტური მიწოდების, კონტრაქტების სისტემის, მონიტორინგის პრაქტიკისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება. ტექნიკური დახმარება საშუალებას მისცემს ეროვნულ და ადგილობრივ სამთავრობო უწყებებს გააუმჯობესონ საზოგადოების ჩართულობა ბიუჯეტის განვითარებისა და მონიტორინგის სისტემებში.
ინტერვენციები ყურადღებას გაამახვილებენ ეროვნული და ადგილობრივი ინსტიტუტების ჩართვაზე ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივაში, რათა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დიალოგში. აქტივობები ხელს შეუწყობენ სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობას მთავრობასთან და დაეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას, მიიღოს მონაწილეობა საჯარო მოსმენებში, ეროვნულ და ადგილობრივ პრიორიტეტებზე გამართულ საჯარო შეხვედრებში, საზოგადოებრივი მონიტორინგის მექანიზმების ჩამოყალიბებაში და დამატებითი არხების შექმნაში. ასევე გააძლიერებს არსებული კომუნიკაციის გზებს და ხელს შეუწყობს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის კომუნიკაციისა და ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების გზით.
შუალედური შედეგი: კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენება
სასამართლო სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, და კონსტრუქციული და დავის სამართლიანი მოგვარების საშუალებას აძლევს, შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური მომსახურება, რომელსაც მთავრობა თავიანთ მოქალაქეებს სთავაზობს. თუ მართლმსაჯულებასთან ხელმისაწვდომობის გაზრდით, სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდით, და მეტი გამოცდილი და პროფესიონალი იურისტების ხელის შეწყობით გაძლიერდება საქართველოს კანონის უზენაესობა, მაშინ მმართველობა საქართველოში იქნება მეტად გულისხმიერი თავიანთი მოქალაქეების მოთხოვნების მიმართ სამართლიან ასპარეზზე და შეიქმნება მნიშვნელოვანი სამთავრობო ძალა. IR-ის პროგრამები გააუმჯობესებს სასამართლო ქმედითუნარიანობას და დამოუკიდებლობას, შექმნის რა უფრო მეტად ეფექტურ და ობიექტურ სასამართლო სისტემას და გააძლიერებს სამოქალაქო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობას სასამართლო საქმიანობაში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციათა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კანონიერ უფლებებსაც.
სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ამაღლება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ითანამშრომლებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან და ხელს შეუწყობს მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. აქტივობები ხელს შეუწყობს მოსამართლეთა სპეციალიზაციის ინსტიტუციონალიზაციას და სასამართლო პერსონალის ტრენინგისთვის მექანიზმების განვითარებას. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დახმარება ითვალისწინებს სასწავლო პროგრამების განვითარებასა და განახლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლების გაუმჯობესებისათვის ახალი მეთოდოლოგიების განვითარებას.
სასამართლოს დამოუკიდებლობისათვის აქტივობები ხელს შეუწყობს ძლიერი სამართლებრივი გარანტიების (და იმ გარანტიების სამართლიან განხორციელებას), იურიდიული ეთიკის და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის პრინციპებს, რომლებიც წარმოადგენენ მოსამართლეთა გადამზადების მექანიზმის ძირითად საყრდენს. აქტივობები ორიენტირებული იქნება სასამართლო ინსტიტუტების თანამშრომლობაზე, რათა გააძლიერონ თავიანთი ქმედითუნარიანობა და გახდნენ უფრო გამჭვირვალე და აქტიური, როდესაც პირდაპირ იქნებიან მოქალაქეებთან ჩართულნი ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან (CSO აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იმუშავებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან, რათა გააუმჯობესონ სასამართლო ხელისუფლების წამყვანი სტრატეგიები და პოლიტიკა.
სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა და მართლმსაჯულების გაზრდილი ხელმისაწვდომობა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მჭიდროდ ითანამშრომლებს ხელისუფლების დაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან (HCOJ) და უზენაეს სასამართლოსთან, რათა დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაიცავენ ინდივიდუალების უფლებებს და თავისუფლებას. USAID-ის დახმარება ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოებას, ყურადღებით დააკვირდეს კანონების გამოყენებას და ხელი შეუწყოს ამ გარანტიების განხორციელებას და თანმიმდევრულობას. დახმარება ხელს შეუწყობს მოსამართლეების ჩართვას სასამართლო სისტემის გარშემო მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებულ დისკუსიებში.
აქტივობები დაეფუძნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროგრამებს და ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რასაც შეძლებს ადამიანებისათვის მათი უფლებების გაცნობით, და გააგრძელებს ადამიანის უფლებების და დავების მექანიზმების გაძლიერების მხარდაჭერით.
იურიდიული პროფესიონალების უნარ-ჩვევების, ცოდნის და ეთიკური სტანდარტების გაძლიერება
აქტივობები უფრო მეტად გააძლიერებს საქართველოს ძალისხმევას, აღასრულოს და დაიცვას ყველა ქართველი ადვოკატის უმაღლესი პრაქტიკის სტანდარტები.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასევე გააფართოებს სასწავლო პროგრამებს და აამაღლებს იურიდიული ეთიკის ცნობიერებას მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის.
რადგან განათლება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიული პრაქტიკის გაუმჯობესებას და მოსამართლეთა კვალიფიკაციის ამაღლებას, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს სამართლის სკოლის განვითარებას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის უფრო პრაქტიკული სამართლებრივი უნარების ტრენინგით, სამართლის სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებით, და ქართულ ენაზე ნათარგმნი სახელმძღვანელეობითა და სასწავლო მასალების უზრუნველყოფითა და განვითარებით.
შუალედური შედეგი: მეტად ინფორმირებულები და აქტიური მოქალაქეები
მოქალაქეები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი თავიანთი ერის საზოგადოებრივ საქმეებში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარდამავალ დემოკრატიაში. მიმდინარე შუალედური შედეგის ფარლებში აქტივობების განხორციელებით ახალგაზრდობა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თავისი თემების მართვაში და იქნება უკეთ ინფორმირებულნი თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებში.
გაძლიერებული სამოქალაქო განათლება ახალგაზრდებისთვის
აქტივობები სწრაფად დაიწყებენ დემოკრატიის სოციალიზაციის პროცესს და სამოქალაქო მონაწილეობას დემოკრატიული ღირებულებების ხელშეწყობით რიგით მოქალაქეებს შორის. ამ თვალსაზრისით, სამოქალაქო განათლება მიზნად ისახავს შემდეგს:
· გააცნონ მოქალაქეებს დემოკრატიული, პოლიტიკური სისტემის ძირითადი წესები და ინსტიტუციური თვისებები და უზრუნველყონ ისინი დემოკრატიული უფლებების და არსებული პრაქტიკის ცოდნით.
· ხელი შეუწყონ დემოკრატიული მოქალაქეობის ძირითადი ღირებულებების მხარდაჭერას, როგორიცაა პოლიტიკური ტოლერანტობა, დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა, კანონის უზენაესობის პატივისცემა, და ინფორმირებული პოლიტიკური მონაწილეობა.
· წაახალისონ პასუხისმგებლიანი და ინფორმირებული პოლიტიკური მონაწილეობა.
მნიშვნელოვანია სამოქალაქო განათლების გამოყენება, როგორც საშუალება, გაიზარდოს ახალგაზრდების უნარები და ჩართულობა მონაწილეობით დემოკრატიაში. ამ სფეროში პროგრამული ძალისხმევები საფუძველს მისცემს მოქალაქეთა კონსტრუქციულ და ეფექტურ მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში, რაც შესაძლებელი იქნება ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებით დემოკრატიული ინსტიტუტების, პრინციპების და პრაქტიკის შესახებ.
ყველაფრის შედეგი კი იქნება დამოკიდებულების შეცვლა, რომელიც გამოწვეული იქნება დიდი ცოდნის შედეგად, თუ როგორ შეიძლება მოქალაქეებმა ითანამშრომლონ ეფექტურად სხვა მოქალაქეებთან და ხელისუფლებასთან, რათა ზემოქმედება მოახდინონ საჯარო პოლიტიკაზე და უზრუნველყონ ხელისუფლების უფრო მეტი პასუხისმგებლობა.
VII. მხარეთა როლი და ვალდებულებები
ა. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა
VI პუნქტში აღწერილ აქტივობებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო განახორციელებს კერძო კომპანიებთან, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ ორგანიზაციებთან კონტრაქტების, თანამშრომლობის შეთანხმებების და საგრანტო ხელშეკრულებების საფუძველზე. წინამდებარე ხელშეკრულება ითვალისწინებს მათი შესრულებისათვის საჭირო თანხების გამოყოფას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაიცავს სააგენტოს კონტრაქტების და საგრანტო ხელშეკრულებების მომზადებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და წესებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მჭიდრო კოორდინაციას გაუწევს აღნიშნული აქტივობების განხორციელებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეძლებისდაგვარად, სააგენტო პროექტებს განახორციელებს ქართული კომპანიების და ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით.
კვარტალში ერთხელ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისია კავკასიაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს განმახორციელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ კვარტალურ ანგარიშებს, რომლებშიც აისახება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის შედეგები.
ბ. საქართველოს მთავრობა
პროგრესი დემოკრატიული, ანგარიშვალდებული მმართველობისკენ დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ გაღებულ ძალისხმევაზე.
საჯარო ადმინისტრაციის და ფინანსური მართვის გასაუმჯობესებლად ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე გრანტის მიმღებმა უნდა აჩვენოს ამ სფეროებში მიღწეული პროგრესი, საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმის და ევროკავშირს ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
დამსახურების მიხედვით და არაპოლიტიკური სამოქალაქო სამსახურის საკანონმდებლო და მარეგულირებელი სისტემის გასაუმჯობესებლად, გრანტის მიმღები აჩვენებს მის მიერ მიღწეულ პროგრესს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის (მთავრობის დადგენილება №627) და მასთან დაკავშირებული სტრატეგიული დოკუმენტების მიმართ.
მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით, ისევე როგორც, მოქალაქეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართველად, გრანტის მიმღები მის მიერ მიღწეული პროგრესის დემონსტრირებას მოახდენს ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) და ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმების ვალდებულებებით.
კანონის უზენაესობის დამოუკიდებელი, თანმიმდევრული და პროფესიული გამოყენების გაძლიერების მიზნით, გრანტის მიმღები მის მიერ მიღწეული პროგრესის დემონსტრირებას მოახდენს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის მიმართ, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის (2014 – 2016) საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას, და შემდგომ საკანონმდებლო და მარეგულირებელ რეფორმებს, რომელიც მოსამართლის დამოუკიდებლობას უწყობს ხელს.
ქართულ სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის პედაგოგთა გადამზადების თანამედროვე მეთოდების და სამოქალაქო განათლების კონცეფციის პრაქტიკული გამოყენებით, გრანტის მიმღები პოზიტიურ ნაბიჯებს გადადგამს ინსტიტუციონალიზაციისკენ, სამოქალაქო განათლებისკენ, აღიარებს რა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ძირითად გარანტორს.
VIII. გარემოს დაცვა
გარემოზე ზემოქმედების საწყისი კვლევა (IEEs), გარემოზე ზემოქმედების შეფასება (EA), და სხვა დოკუმენტები მომზადდება და დამტკიცდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ბიუროს გარემოს დაცვის ოფიცრის (BEO) მიერ წინამდებარე ხელშეკრულებაში შესული ყველა პროექტისთვის. აღნიშნული პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციები, რომლებიც მოახდენენ საქმიანობის მჭიდრო კოორდინაციას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის მენეჯერებთან და მისიის გარემოს დაცვის ოფიცერთან, იღებენ დამტკიცებულ IEE-ში მოყვანილი პირობების შესრულების პასუხისმგებლობას, რაც გულისხმობს გარემოს დაცვის პროცედურების შემუშავებას და დანერგვას გარემოზე პროექტის შესაძლო ზემოქმედების უვნებელსაყოფად. იმ შემთხვევაში , თუ IEE დაადგენს, რომ მოცემულმა პროექტმა შესაძლოა გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს, პროექტის განხორციელება არ დაიწყება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ნებართვის გარეშე ვიდრე IEE-ში აღნიშნული ყველა პირობა არ დაკმაყოფილდება. IEE და გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://gemini.info.usaid.gov/egat/envcomp/report_ecr.php.
IX. მონიტორინგი და პროექტის შესრულების შეფასება
მიმდინარე პროექტების უწყვეტი მონიტორინგი თანამშრომლობის პრინციპით განხორციელდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და პროექტში ჩართული სხვა დაინტერესებული მხარეები. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიამ კავკასიაში პროექტების შესრულების მენეჯმენტის გეგმა (PMP) შეიმუშავა. მასში მოცემული ინდიკატორების სია V პუნქტში შეგიძლიათ იხილოთ. ინდიკატორების მონაცემების შეგროვება და ანალიზი მოხდება რეგულარულად. წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პროექტების და აქტივობების ანგარიშები და მათი წარდგენის ვადები უმეტესწილად შემდეგ წესს დაექვემდებარება:
(1) წლიური სამუშაო გეგმა/განხორციელების გეგმა (მონიტორინგისა და პროექტის შესრულების შეფასების გეგმის ჩათვლით) წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში აღნიშნული პროექტის შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ორის თვის შემდეგ. აღნიშნული გეგმა მოიცავს პროექტის განხორციელების კონკრეტულ ვადებსა და მაჩვენებლებს/მოსალოდნელ შედეგებს. მომდევნო წლიური სამუშაო გეგმები/განხორციელების გეგმები წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში 12 თვის შემდეგ.
(2) პროექტის შესრულების კვარატალური ანგარიშები და ფინანსური ანგარიშები წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიას კავკასიაში ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ.
წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში იგეგმება სამოქალაქო განათლების პროექტის „მომავლის თაობის“ შეფასების განხორციელება. შეფასების შედეგად განისაზღვრება სამოქალაქო განათლების ყველაზე ეფექტური ინტერვენციები საქართველოში. პროექტის შეფასება მოხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ მიღებული დასკვნები შეესაბამება განათლების პოლიტიკას საქართველოში. რამდენიმე შეფასება განხორციელდება წინამდებარე შეთანხმების მოქმედების პერიოდში. შეფასდება პროექტებისა და აქტივობების ხარისხი და მოხდება ის ცვლილებები და შესწორებები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია შესაბამის სექტორებში ქვეყნის პროებლემების უფრო ეფექტური გზით გადასაჭრელად. გარდა ამისა, განისაზღვრება, თუ რამდენად ახერხებს მოცემული პროექტი დაგეგმილი შედეგების მიღწევას და პროგრამის მენეჯმენტისა და სამომავლო პროგრამების დასახვეწად საჭირო გამოცდილების დაგროვებას. შეფასების ანგარიშებს გააცნობენ მასპინძელი ქვეყნის კოლეგებს, მათ შორის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.
მონიტორინგისა და შეფასების საქმიანობა საქართველოს მთავრობის შესაბამის სამინისტროებთან, სააგენტოებთან და სამსახურებთან მჭიდრო კოორდინაციის საფუძველზე წარიმართება.
X. იმპლემენტაციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართის B.5 პუნქტში მოცემულ აუდიტთან დაკავშირებულ დებულებებთან მიმართებაში (სტანდარტული დებულებები) მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო პირდაპირ დააფინანსებს განმახორციელებელ პარტნიორ ორგანიზაციებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი აქტივობის განსახორციელებლად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აუდიტთან დაკავშირებულ დებულებებს ჩადებს აღნიშნულ პარტნიორ ორგანიზაციებთან დადებულ იმპლემენტაციის ხელშეკრულებებში, რაც ჩაანაცვლებს აღნიშნული პუნქტის შესაბამისად გრანტის მიმღების მიერ სავალდებულო აუდიტორული გეგმების წარდგენის ვალდებულებას.
დანართი 1, ქვედანართი „ა“
ფინანსური გეგმა
განვითარების მიზნის შეთანხმება (DOAG)
დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ანგარიშვალდებული მმართველობის შესახებ
პროგრამის სფერო
2015 წლის USAID-ის მიერ გამოყოფილი დახმარება
USAID-ის მიერ გამოყოფილი ჯამური თანხა
კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები
$3,218 000
$ 13,871,394
დემოკრატიული მმართველობა
$1,950,000
$8,904,373
სამოქალაქო საზოგადოება
$850,000
$2,312,000
ჯამური თანხა
$6,018,000
$25,087,767
დანართი 2
სტანდარტული დებულებები
შინაარსი
მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები
პუნქტი ა.1. განსაზღვრებები
პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები
მუხლი ბ: ზოგადი დებულებები
პუნქტი ბ.1. კონსულტაციები
პუნქტი ბ.2. ხელშეკრულების განხორციელება
პუნქტი ბ.3. საქონლის და მომსახურების გამოყენება
პუნქტი ბ.4. დაბეგვრა
პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტორული შემოწმებები და ინსპექტირება
პუნქტი ბ. 6 ინფორმაციის სისრულე
პუნქტი ბ.7 სხვა გადასახდელები
პუნქტი ბ. 8. ინფორმაცია და აღნიშვნები
მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები
პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება
პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა
პუნქტი გ.3. გეგმები, სპეციფიკაციები და კონტრაქტები
პუნქტი გ. 4. გონივრული ფასი
პუნქტი გ. 5 პოტენციური მომწოდებლების შეტყობინება
პუნქტი გ. 6. ტრანსპორტირება
პუნქტი გ. 7. დაზღვევა
პუნქტი გ. 8. აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება
პუნქტი გ. 9. შესყიდვები და გასაცემი თანხები
მუხლი დ: გადახდები
პუნქტი დ. 1. გადახდების ფორმები
პუნქტი დ. 2. სავალუტო გაცვლითი კურსი
მუხლი ე: შეთანხმების შეწყვეტა; სამართლებრივი დაცვის საშუალებები
პუნქტი ე.1. შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა
პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება
პუნქტი ე. 3. უფლებამოსილების შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში
პუნქტი ე. 4. უფლების გადაცემა
მუხლი ვ: სხვადასხვა
პუნქტი ვ.1. ინვესტიციების ხელშეწყობა
პუნქტი ვ.2. ნარკოტიკებით მოვაჭრეების დახმარების აკრძალვა
პუნქტი ვ. 3. მომუშავეთა უფლებები
პუნქტი ვ.4. ტერორისტების დაფინანსება.
სტანდარტული დებულებები
მუხლი ა: განსაზღვრებები და განხორციელების წერილები
პუნქტი ა. 1. განსაზღვრებები
წინამდებარე დანართში აღნიშნული „შეთანხმება“ მიუთითებს შეთანხმებაზე განვითარების მიზნის შესახებ, რომლის დანართსა და შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს წინამდებარე დანართი. ამ დანართში გამოყენებულ ტერმინებს შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინების ანალოგიური მნიშვნელობა აქვთ.
პუნქტი ა.2. განხორციელების წერილები
წინამდებარე შეთანხმების განხორციელებაში დახმარების მიზნით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო პერიოდულად მოამზადებს განხორციელების წერილებს, რომელშიც შეიტანს დამატებით ინფორმაციას წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების შესახებ. მხარეებმა ასევე შეიძლება ერთობლივად მოამზადონ განხორციელების წერილები, რათა დაადასტურონ და წერილობით გადმოსცენ წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ასპექტებთან დაკავშირებული საერთო აღქმა/თანხმობა. განხორციელების წერილები ასევე შეიძლება მომზადდეს წინამდებარე შეთანხმებით ნებადართული გადასინჯვის ან გამონაკლისი შემთხვევების წერილობითი ასახვის მიზნით.
მუხლი ბ: ზოგადი დებულებები
პუნქტი ბ. 1. კონსულტაციები
მხარეები ითანამშრომლებენ, რათა უზრუნველყონ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელება. ამ მიზნით მხარეები ერთმანეთის თხოვნით, გაცვლიან მოსაზრებებს შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა და შედეგების განხორციელების, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, და ყველა იმ კონსულტანტის, კონტრაქტორის, ან მიმწოდებლის საქმიანობის შედეგების შესახებ, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ წინამდებარე შეთანხმების შესრულებაში, ასევე შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ.
პუნქტი ბ. 2. შეთანხმების განხორციელება
გრანტის მიმღები ვალდებულია:
(ა) განახორციელოს შეთანხმების ის საქმიანობები, რომელთა უშუალო განხორციელებაც (ან შესრულების უზრუნველყოფა) გრანტის მიმღებს მოეთხოვება, ან უზრუნველყოს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება და ამგვარი საქმიანობები შეასრულონ სათანადო გულისხმიერებით და ეფექტურობით, სათანადო ტექნიკური, ფინანსური, და მმართველობითი პრაქტიკის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად დამტკიცებული დოკუმენტების, გეგმების, სპეციფიკაციების, კონტრაქტების, შესრულების განრიგების და პირობების, ასევე მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილებების დაცვით; და
(ბ) უზრუნველყოს კვალიფიციური და გამოცდილი ხელმძღვანელების გამოყოფა, და მოამზადოს ამგვარი კადრი წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქმიანობების წარმართვისა და განხორციელებისათვის, ასევე განგრძობითი შინაარსის საქმიანობების შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმართვა და განხორციელება ისე, რომ მიღწეულ იქნეს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ამოცანისა დაშედეგების განგრძობადობა და წარმატებული განხორციელება.
პუნქტი ბ. 3. საქონლისა და მომსახურების გამოყენება
წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ყველა საქონელი და მომსახურება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ეს სხვაგვარად იქნება განხორციელებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობით დოკუმენტში, გამოყენებულ იქნება შეთანხმების შესასრულებლად იმ დრომდე, სანამ არ დასრულდება ან არ შეწყდება ეს შეთანხმება, ხოლო შემდგომ (ასევე შეთანხმების შეჩერების ნებისმიერ პერიოდში) გამოყენებულ იქნება შეთანხმების ამოცანის შესრულების შემდგომი ხელშეწყობისათვის, ან სხვა მიზნით, როგორც ამას განხორციელების წერილებში მიუთითებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
პუნქტი ბ.4. დაბეგვრა
(ა) გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი გათავისუფლება. წინამდებარე შეთანხმება და შეთანხმებით გათვალისწინებული დახმარება გათავისუფლებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისაგან;
(ბ) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი განთავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული ამ ქვეპუნქტში, (ა) ვრცელდება (1) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ ნებისმიერ საქმიანობაზე, კონტრაქტზე, გრანტზე ან განხორციელების შესახებ სხვა შეთანხმებაზე; (ზემოთ მოცემულ (1) პუნქტით გათვალისწინებულ ნებისმიერ ოპერაციაზე ან საქონლის მოწოდებაზე, აღჭურვილობაზე, მასალებზე, ქონებასა და სხვა საქონელზე (შემდგომში – ერთობლივად „საქონელი“); (3) კონტრაქტორებზე, გრანტის მიმღებზე, ან სხვა ორგანიზაციაზე, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ახორციელებენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს; (4) ამგვარი ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელზე; და (5) ნებისმიერ კონტრაქტორზე ან გრანტის მიმღებზე, რომლებიც არიან ფიზიკური პირები, და ახორციელებს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქმიანობებს;
(გ) (ა) ქვეპუნქტში მითითებული გადასახადების გადახდებისაგან ზოგადი გათავისუფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს სხვაგვარად არის აღნიშნული წინამდებარე ქვეპუნქტში, ვრცელდება, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გადასახადებით:
(1) გადასახადებისაგან გათავისუფლება 1. საბაჟო გადასახადები, ტარიფები, იმპორტის გადასახადები, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მათი ოჯახის წევრების პირადი საკუთვნებელის და პირადი მოხმარების ნივთების (მათ შორის, პირად საკუთრებაში არსებული ავტომობილების) იმპორტზე, გამოყენებასა და რეექსპორტზე.
გადასახადებისაგან გათავისუფლება (1) მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება ყველა გადასახდელით, რომელიც ეფუძნება ამგვარი იმპორტირებული საქონლის ღირებულებას, თუმცა არ მოიცავს მომსახურებაზე გადასახადებს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ამ საქონლის ან ტვირთის გადატანის მიზნით განხორციელებულ მომსახურებებს.
(2) გადასახადებისაგან გათავისუფლება 2. საშემოსავლო, მოგების ან ქონების გადასახადი, რომელიც შემოღებულია (i) ნებისმიერი სახის უცხო ქვეყნის ორგანიზაციებზე, (ii) ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ორგანიზაციების უცხო ქვეყნის თანამშრომლებზე, ან (iii) უცხო ქვეყნის კონტრაქტორ ფიზიკურ პირებსა და გრანტის მიმღებზე.
გადასახადებისაგან გათავისუფლება (2) მოიცავს ყველა სახის საშემოსავლო და სოციალურ გადასახადს და ყველა იმ გადასახადს, რომელიც შემოღებულია უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქონებაზე, როგორც პირადზე, ასევე უძრავ ქონებაზე. ტერმინი „ადგილობრივი“ მიუთითებს იმ ორგანიზაციებზე, რომელიც დაფუძნებულია გრანტის მიმღებ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით და ასევე გრანტის მიმღები ქვეყნის მოქალაქეებზე, გარდა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში მუდმივად მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქის სტატუსი.
(3) გადასახადებისაგან გათავისუფლება 3. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქონლის ან მომსახურების შესყიდვის მიზნით განხორციელებულ ბოლო ოპერაციაზე დაწესებული გადასახადი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ), ან გადასახადები შესყიდვაზე, ან უძრავი ქონების იჯარაზე, ან პირად ქონებაზე. ტერმინი „ბოლო ოპერაცია“ მიუთითებს იმ ბოლო ოპერაციაზე, რომლითაც მოხდა საქონლის ან მომსახურების შესყიდვა იმ საქმიანობისთვის, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ;
(დ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადი მიღებულ და გადახდილ იქნა გადასახადების გათავისუფლების შესახებ დებულებების საწინააღმდეგოდ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, შეიძლება (1) მოითხოვოს გრანტის მიმღებისაგან ამ გადასახადების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის, ან სხვა პირთათვის დაბრუნება, რადგან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სახსრების გარდა, უფლება აქვს განკარგოს ამგვარი გადასახადების დაბრუნების შედეგად მიღებული სახსრები, ან ამგვარი გადასახადის თანხა გამოქვითოს იმ თანხებიდან, რომელთა გადახდაც უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეტანხმების ან მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი სხვა შეთანხმების მიხედვით;
(ე) გადასახადების გათავისუფლების პირობების გამოყენების თვალსაზრისით არსებული უთანხმოების შემთხვევაში მხარეები თანხმდებიან, რომ დაუყონებლივ შეხვდებიან და გადაწყვეტენ ამგვარ საკითხებს, რომლის დროსაც იხელმძღვანელებენ იმ პრინციპით, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული დახმარება თავისუფალია პირდაპირი დაბეგვრისაგან და ამდენად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გაწეული ყველა დახმარება ხელს შეუწყობს უშუალოდ გრანტის მიმღები ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
პუნქტი ბ. 5. ანგარიშები და ინფორმაცია, ხელშეკრულების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები, აუდიტის შემოწმებები და ინსპექტირება.
(ა) ანგარიშები და ინფორმაცია.
გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უნდა წარუდგინოს წინამდებარე შეტანხმებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო ჩანაწერები, სხვა ანალოგიური ინფორმაცია და ანგარიშები, რომელთა წარდგენასაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მოითხოვს გონივრულად;
(ბ) შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები
გრანტის მიმღები აწარმოებს საბუღალტრო წიგნებს, ჩანაწერებს, დოკუმენტაციასა და წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებულ სხვა მტკიცებულებას, რომელშიც ადეკვატურად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აისახება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გრანტის მიმღების მიერ გაწეული ყველა ხარჯი, მის მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურეობის მიღება და გამოყენება, წინასწარ შეთანხმებული ხარჯების განაწილების მოთხოვნები, გრანტის მიმღების მიერ საქონლისა და მომსახურების შესაძენად პოტენციური მომწოდებლებისათვის განკუთვნილ ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევის შინაარსი და მონაწილეთა რაოდენობის მასშტაბი, კონტრაქტის გაცემის საფუძველი და გრანტის მიმღების მიერ პირდაპირი წესით განხორციელებული დაკვეთები, ასევე მიღწეული საერთო პროგრესი შეთანხმების განხორციელების დასრულების თვალსაზრისით („შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები“) . შეთანხმების შესახებ წარმოებული საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები გრანტის მიმღებმა უნდა აწარმოოს ბუღალტრული აღრიცხვის საზოგადოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად, რომელიც გავრცელებულია შეერთებულ შტატებში, ან გრანტის მიმღების გადაწყვეტილებით, და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხმობით, - ბუღალტრული აღრიცხვის სხვა პრინციპების შესაბამისად, მაგალითად, ის პრინციპები, რომელიც (1) დადგენილია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის მიერ (ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი), ან (2) გავრცელებულია გრანტის მიმღების ქვეყანაში, შეთანხმების შესახებ დოკუმენტაცია და ჩანაწერები შეინახება სულ მცირე სამი წლის განმავლობაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული თანხის ბოლო გადახდის თარიღიდან, ან უფრო ხანგძლივი პერიოდით, რომელიც საჭირო იქნება სასამართლო დავის გადასაწყვეტად, ბრალდებების, ან აუდიტის შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე საპასუხოდ, თუკი ამგვარი საჭიროება იარსებებს. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად შევნიშნავთ, რომ ბ.5(ბ) პუნქტი ვრცელდება მხოლოდ საგრანტო თანხებზე, რომელიც უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ დაიხარჯება;
(გ) გრანტის მიმღების აუდიტორული შემოწმება.
იმ შემთხვევაში, თუ პირველ ფისკალურ წელს უშუალოდ გრანტის მიმღების მიერ გაიხარჯება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებიდან $300 000 ან უფრო მეტი, გრანტის მიმღებმა ამ ხარჯების ფინანსური აუდიტორული შემოწმება უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან წერილობით:
(1) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხმობით გრანტის მიმღები აუდიტის ჩატარების თხოვნით მიმართავს ქვეყანაში არსებულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოს, ან შეარჩევს დამოუკიდებელ აუდიტორს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გენერალური ინსპექტორის მიერ გამოცემული დოკუმენტის, „დახმარების მიმღების უცხო ქვეყნის მიერ ფინანსური აუდიტორების შერჩევის სახელმძღვანელო მითითებები“ (შემდგომში – „სახელმძღვანელო მითითებები”) - მიხედვით. აუდიტორული შემოწმებები უნდა განხორციელდეს აღნიშნული სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად; და
(2) აუდიტორმა უნდა დაადგინოს წინამდებარე შეთანხმებით გამოყოფილი სახსრების მიღება და გახარჯვა ასახული არის თუ არა ზემოთ მოცემულ (ბ) ქვეპუნქტით შეთანხმებული საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების შესაბამისად და გრანტის მიმღებმა დაიცვა თუ არა წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა დასრულდეს არაუმეტეს ცხრა თვის განმავლობაში გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებიდან, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება;
(დ) გრანტის თანხის ქვემიმღებთა აუდიტორული შემოწმება
გრანტის მიმღებმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეები წერილობით სხვაგვარად შეთანხმდებიან, უნდა უზრუნველყოს, რომ გრანტის სახსრების „ფარულ“ ქვემიმღებს ჩაუტარდებათ აუდიტორული შემოწმება და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მისთვის მისაღები ფორმით და შინაარსით, გრანტის სახსრების „ფარული“ ქვემიმღები წარუდგენს განხორციელებული დანახარჯების აუდიტორული შემოწმების გეგმას გრანტის მიმღების იმ საანგარიშგებო წლის დასრულებამდე, რომელი წლის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება. როგორც ეს ქვემოთ არის განმარტებული „ფარული“ ქვემიმღები არიან გრანტის სახსრების ის მიმღებები, რომლებიც სახსრებს იღებენ გრანტის მიმღებთან პირდაპირი კონტრაქტის, შეთანხმების გაფორმებით წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების შესასრულებლად.
(1) „ფარული“ ქვემიმღები არის ის, ვინც ხარჯავს 300 000 აშშ დოლარს, ან უფრო მეტ თანხას „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ საგრანტო თანხების გაცემის“ ფისკალურ წელს (ანუ, როგორც გრანტის ქვემიმღები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სტრატეგიული ამოცანისა და უცხო ქვეყნის მთავრობებთან გაფორმებული სხვა საგრანტო შეთანხმებების მიხედვით).
(2) აუდიტორული შემოწმების გეგმით განისაზღვრება მეთოდოლოგია, რომელსაც გრანტის მიმღები გამოიყენებს ფარულ ქვემიმღებებთან მიმართ თავისი აუდიტორული შემოწმების პასუხისმგებლობების შესასრულებლად. გრანტის მიმღებს ამგვარი პასუხისმგებლობები შეუძლია შეასრულოს ქვემიმღებთა დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების მეშვეობით; გრანტის მიმღების დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტორული შემოწმების სფეროს განვრცობითა და ქვემიმღებთა სააღრიცხვო ანგარიშების შემოწმებით; ან აღნიშნული ორივე პროცედურის კომბინაციით.
(3) აუდიტორული შემოწმების გეგმაში აღინიშნება ფარულ ქვემიმღებთათვის გამოყოფილი სახსრები, რომელთა შემოწმებაც განხორციელდება აუდიტის შესახებ სხვა დებულების დაცვით ჩატარებული აუდიტორული შემოწმებების დროს, და რითაც შესრულდება გრანტის მიმღების აუდიტორული პასუხისმგებლობები. (შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ არამომგებიან ორგანიზაციას მოეთხოვება თვითონ განახორციელოს თავისი აუდიტორული შემოწმების ორგანიზება. შეერთებულ შტატებში დაფუძნებული იმ არამომგებიანი კონტრაქტორის, რომელსაც უშუალოდ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან აქვს გაფორმებული კონტრაქტი, აუდიტორულ შემოწმებას განახორციელებს აშშ-ის მთავრობის შესაბამისი სააგენტო. კერძო, მოხალისეებზე დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც არაა შეერთებულ შტატებში დაფუძნებული და რომელიც უშუალოდ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოდან ღებულობს გრანტს - მოეთხოვება თვითონ განახორციელოს თავისი აუდიტორული შემოწმების ორგანიზება. გრანტის მიმღები ქვეყნის კონტრაქტორის აუდიტორული შემოწმება განხორციელდება გრანტის მიმღების აუდიტორული ორგანოს მიერ.)
(4) გრანტის მიმღები უზრუნველყოფს, რომ ფარულმა ქვემიმღებემა, რომელთაც გრანტის მიმღებთან პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული, განახროციელონ შესაბამისი და დროული მაკორექტირებელი ღონისძიებები; გრანტის მიმღები განსაზღვრავს ქვემიმღებთა აუდიტორული შემოწმებები განაპირობებენ თუ არა გრანტის მიმღების სააღრიცხვო ჩანაწერების კორექტირებას, და ყოველი ამგვარი ქვემიმღებისაგან მოითხოვს, რომ დამოუკიდებელი აუდიტორებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუღალტრული ჩანაწერები და ფინანსური ანგარიშები, როდესაც კი ამგვარი საჭიროება წარმოიშვება;
(ე) აუდიტის დასკვნები
გრანტის მიმღები წარუდგენს, ან უზრუნველყოფს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგინონ აუდიტორი დასკვნა ყველა იმ აუდიტორული შემოწმებისათვის, რომლის ჩატარების ორგანიზება ხელშეკრულების წინამდებარე ნაწილის შესაბამისად განახორციელა გრანტის მიმღებმა. აუდიტორული დასკვნების წარდგენილი უნდა იქნეს აუდიტორული შემოწმების დასკვნიდან 30 დღეში და არაუგვიანეს ცხრა თვისა იმ საანგარიშგებო პერიოდის დასრულებიდან, რომელი პერიოდის ანგარიშგების აუდიტიც ხორციელდება;
(ვ) სხვა ფარული ქვე-მიმღებები.
იმ „ფარული“ ქვემიმღებების შემთხვევაში, რომლთაც წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული აქვთ პირდაპირი კონტრაქტები ან ხელშეკრულებები, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღნიშნულ კონტრაქტებში ან შეთანხმებებში შეიტანს აუდიტორული შემოწმების შესაბამის მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების მიხედვით წარმოდგენილ აუდიტორის დასკვნებთან დაკავშირებით გრანტის მიმღების სახელით განახორციელებს შემდგომ ღონისძიებებს.
(ზ) აუდიტორული შემოწმების ხარჯები
შეთანხმების ამ ნაწილით განსაზღვრული პირობების შესაბამისად ჩატარებული აუდიტორული შემოწმების ხარჯები, რომელზეც საჭიროა გაიცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წერილობითი თანხმობა, შეიძლება გადახდილ იქნეს წინამდებარე შეთანხმების თანხიდან;
(თ) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ აუდიტორული შემოწმების განხორციელება
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო იტოვებს უფლებას განახორციელოს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აუდიტორული შემოწმებები გრანტის მიმღების სახელით, რომლისთვისაც გამოიყენებს წინამდებარე შეთანხმების თანხებს, ან სხვა რესურსებს, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გააჩნია ამ მიზნისთვის; განახორციელოს ფინანსური საქმიანობის მიმოხილვა, ან სხვაგვარად უზრუნველყოს იმ ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება, რომლებიც ხარჯავენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სახსრებს, მიუხედავად იმისა, მათ მიმართ არსებობს თუ არა აუდიტორული შემოწმების მოთხოვნა;
(ი) აუდიტორული შემოწმების ან ინსპექტირების შესაძლებლობა
გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უფლებამოსილ წარმომადგენლებს შესაძლებლობა უნდა მისცეს ყოველ გონივრულ დროს განახორციელონ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში დაფინანსებული საქმიანობების, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქონლის ან მომსახურეობის გამოყენების, ასევე წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებული საბუღალტრო წიგნების, სააღრიცხვო ჩანაწერებისა და სხვა დოკუმენტების აუდიტორული შემოწმება ან ინსპექტირება;
(კ) ქვემიმღებთა საბუღალტრო წიგნები და ჩანაწერები
გრანტის წინამდებარე პუნქტის (ა),(ბ), (დ), (ე), (ზ), და (ი) ქვეპუნქტებს შეიტანს ქვეშეთანხმებებში, რომლსაც გააფორმებს იმ არაამერიკულ ორგანიზაციებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ წინამდებარე პუნქტის (გ) ქვეპუნქტით 300,000 აშშ დოლარის ოდენობით განსაღვრული ხარჯების გაწევის მაქსიმალურ ზღვარს. იმ არამერიკულ ორგანიზაციებთან გაფორმებული ქვეშეთანხმებები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ხარჯების გაწევის 300,000 აშშ-დოლარიან მაქსიმალურ ზღვარს, მინიმუმ უნდა შეიცავდეს (თ) და (ი) ქვეპუნქტებს. აშშ-ში რეგისტრირებულ ორგანიზაციებთან გაფორმებულ ქვეშეთანხმებებში უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში დარეგისტრირებული ორგანიზაცია ექვემდებარება მართვისა და საბიუჯეტო ოფისის (OMB) A-133 ცირკულარით განსაზღვრულ აუდიტორული შემოწმების მოთხოვნებს.
პუნქტი ბ.6. ინფორმაციის სისრულე
გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ:
(ა) ის ფაქტები და გარემოებები, რომელთა შესახებაც მან აცნობა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან უზრუნველყო, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის ეცნობებინათ, ზუსტია და სრული და მოიცავს ყველა იმ ფაქტსა და გარემოებას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს ამ შეთანხმებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე; და
(ბ) იგი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს დროულად აცნობებს ნებისმიერ შემდგომ ფაქტსა და წარმოშობილ გარემოებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს, ან გონივრულია ვიფიქროთ, რომ მოახდენს ამ შეთანხმებაზე და შეთანხმებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობების შესრულებაზე.
პუნქტი ბ.7. სხვა გადასახდელები
გრანტის მიმღები ადასტურებს, რომ წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქონლის ან მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით გრანტის მიმღების არც ერთ წარმომადგენელს არ მიუღია, ან არ მიიღებს რაიმე თანხას, გარდა იმ მოსაკრებლებისა, გადასახადებისა, ან ანალოგიური გადასახდელებისა, რომელსაც ითვალისწინებს გრანტის მიმღების ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა.
პუნქტი ბ.8. ინფორმაცია და აღნიშვნები.
გრანტის მიმღები ფართო საზოგადოებისათვის სათანადოდო გააშუქებს ამ შეთანხმებას, როგორც ისეთ პროგრამას, რომელშიც წვლილი შეიტანა შეერთებულმა შტატებმა, შესაბამის აღნიშვნებს გააკეთებს შეთანხმებით გათვალისწინებული საქმიანობების ადგილებში, და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ საქონელზე გააკეთებს ისეთ აღნიშვნას, როგორც ეს განხორციელების წერილებით იქნება განსაზღვრული.
მუხლი გ: შესყიდვის პროცედურები
პუნქტი გ.1. წარმოშობის წყარო და ეროვნება
(ა) ყველა საქონელს, რომელიც ფინანსდება შეთანხმების საფუძველზე, უნდა გააჩნდეს წარმოშობის წყარო, ხოლო საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლებთან მიმართებით - ეროვნება, იმ ქვეყნებში, რომელთა გეოგრაფიული კოდი არის 937 ან 110; გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით. ამასთან:
(1) საოკეანო გადაზიდვების ხარჯები დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში მხოლოდ იმ მცურავი საშუალებების შემთხვევაში, რომლებიც ცურავენ იმ დროშის ქვეშ, რომელიც შეტანილია 935-ე კოდში აღნიშნული ქვეყნების დროშების რეესტრში. ასევე იხილეთ გ.6. ნაწილი იმ მცურავი საშუალებების შესახებ, რომლებიც აშშ-ს დროშის ქვეშ ცურავენ.
(2) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები წარმოებული უნდა იყოს შეერთებული შტატების მწარმოებლის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად განსაზღვრავს ამას წერილობით;
(ბ) საოკეანო და საჰაერო გადაზიდვის წარმოშობის წყაროდ და ადგილად მიჩნეულ იქნება გადაზიდვის დროს საოკეანო მცურავი საშუალების, ან მფრინავი საშუალების რეგისტრაციის ქვეყანა;
(გ) იმ საქონლისა და მომსახურების შესახებ დებულებები, რომელთა შეძენაც შეზღუდულია, ან დაუშვებელია, წარმოდგენილ იქნება განხორციელების წერილში.
(დ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ქონების საჰაერო გადაზიდვა, ან პირთა საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდება იმ საჰაერო მფრინავი საშუალებებით, რომელთაც გააჩნიათ შეერთებულ შტატებში გაცემული სერთიფიკატი იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი მფრინავი საშუალებების მომსახურება დაშვებულია „ამერიკული მფრინავი საშუალებების შესახებ კანონით“. ეს მოთხოვნა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ შეიძლება დამატებით აღწეროს განხორციელების წერილებში;
პუნქტი გ.2. შესყიდვის განხორციელების ვადა
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში არ დაფინანსდება ის საქონელი, ან მომსახურება, რომელიც შეძენილ იქნა იმ შეკვეთების ან კონტრაქტების საფუძველზე, რომელიც გაფორმდა და ძალაში შევიდა წინამდებარე შეთანხმების გაფორმების თარიღამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით.
პუნქტი გ. 3. გეგმები, სპეციფიკაციები და კონტრაქტები
შემდეგ საკითხებზე საერთო შეთანხმების არსებობისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეების სხვაგვარად შეთანხმდებიან წერილობით:
(ა) გრანტის მიმღებმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მომზადებისთანავე უნდა წარუდგინოს:
(1) ნებისმიერი გეგმა, სპეციფიკაციები, შესყიდვების ან მშენებლობის განრიგები, კონტრაქტები, ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გრანტის მიმღებსა და მესამე მხარეს შორის უნდა გაფორმდეს წინამდებარე შეთანხმებით დასაფინანსებელ საქონელთან ან მომსახურებებთან დაკავშირებით, მათ შორის კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და კონტრაქტორების შერჩევასთან, ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევის შინაარსი და სატენდერო წინადადებებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ანალოგიურად ამგვარ დოკუმენტაციაში შესატანი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარედგინება ცვლილებების მომზადების დასრულებისთანავე; და
(2) დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებულია ნებისმიერი ისეთი საქონლის ან მომსახურების შესყიდვასთან, რომელიც არ ფინანსდება წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, მაგრამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიაჩნია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეკრულებისათვის, ასევე წარედგინება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისი მომზადებისთანავე. წინამდებარე (ა) (2) ქვეპუნქტში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებული შეთანხმების ასპექტები იდენტიფიცირებული იქნება განხორციელების წერილებში.
(ბ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელსა და მომსახურებასთან დაკავშირებით კონტრაქტორების წინასაკვალიფიკაციო შერჩევასა და ტენდერში მონაწილეობის მიღების მოწვევასთან ან წინადადებებთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ გამოქვეყნებამდე, წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო და მათ პირობებში აისახება შეერთებული შტატების სტანდარტები და კრიტერიუმები;
(გ) წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ იმ კონტრაქტებსა და კონტრაქტორებს, რომლებიც დაქირავებულნი იქნებიან საინჟინრო და სხვა პროფესიული მომსახურების, სამშენებლო მომსახურების, და სხვა ამგვარი მომსახურების შესასრულებლად, აღჭურვილობის, ან მასალების მოსაწოდებლად, როგორც ეს შეიძლება აღინიშნოს განხორციელების წერილებში, წერილობით დაამტკიცებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო კონტრაქტის გაფორმებამდე. ამ კონტრაქტებში შესატან მნიშვნელოვან ცვლილებებს, მათი კონტრაქტში შეტანამდე, ასევე წერილობით დაამტკიცებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო; და
(დ) იმ საკონსულტაციო ფირმების მომსახურების სფერო, რომელთა მომსახურებითაც სარგებლობს გრანტის მიმღები წინამდებარე შეთანხმებისათვის, მაგრამ არ ფინანსდება ამ შეთანხმების ფარგლებში, ან ამ ფირმების პერსონალის მოქმედების სფერო, რომლებიც წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქმიანობებზე იმუშავებენ, როგორც ეს შეიძლება განსაზღვროს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, ასევე გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებისთვის გამოყენებული სამშენებლო კონტრაქტორები, რომლებიც არ ფინანსდებიან შეთანხმების სახსრებით, მისაღები იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის.
პუნქტი გ.4. გონივრული ფასი
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსებული ნებისმიერი საქონლისათვის ან მომსახურებისათვის არ იქნება გადახდილი გონივრულ ფასზე უფრო მეტი. მათი შეძენა განხორციელება სამართლიან, და რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, მაქსიმალურად კონკურენტულ საფუძველზე.
პუნქტი გ. 5. პოტენციური მიმწოდებლების შეტყობინება
წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული საქონლისა და მომსახურების მოწოდებაში შეერთებული შტატების ყველა ფირმებისათვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობის მიცემის მიზნით გრანტის მიმღები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარუდგენს ამ საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას იმ დროს, როგორც ეს შეიძლება მოითხოვოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ განხორციელების წერილებში.
პუნქტი გ. 6 . ტრანსპორტირება
(ა) გ. 1.(ა) პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, საოკეანო ან საჰაერო ხომალდებით ტრანსპორტირებისა და ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურების ხარჯები არ დაფინანსდება წინამდებარე შეთანხმებით იმ შემთხვევაში, თუ ეს ხარჯები განკუთვნილია იმ საოკეანო ან საჰაერო გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანსპორტირებისათვის, რომელიც არ იქნა წინასწარ დამტკიცებული აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ;
(ბ) გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაადგენს, რომ აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი კერძო მფლობელობაში არსებული კომერციული საოკეანო ხომალდები არ არის ხელმისაწვდომი ამგვარი ხომალდებისათვის სამართლიანი და გონივრული ფასის ფარგლებში, ან სხვა მიზეზის გამო, იგი წერილობით თანხმდება, რომ:
(1) ყველა იმ საქონლის მთლიანი ტონაჟის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) (ეს პროცენტი ცალკე გამოითვლება მშრალი, შეუფუთავი ტვირთის გადამზიდავებისათვის, მშრალი ტვირთის ლაინერებისა და ტანკერებისათვის), რომელიც ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, და რომლის ტრანსპორტირებაც შეიძლება მოხდეს საოკეანო ხომალდებით, გადაიზიდება აშშ-ს დროშის ქვეშ მცურავი კერძო, კომერციული ხომალდებით; და
(2) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მშრალი ტვირთის ლაინერების მეშვეობით გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შემოტანილი ტვირთების გადაზიდვებიდან მიღებული მთლიანი შემოსავლის მინიმუმ ორმოცდაათი პროცენტი (50%) გადახდილი უნდა იქნეს აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავ კომერციულ ხომალდებისათვის ან გადახდილ იქნეს მათ სასარგებლოდ. წინამდებარე პუნქტის (1) და (2) ქვეპუნქტების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს როგორც აშშ-ის პორტებიდან შემოტანილი ნებისმიერ ტვირთთან, ასევე სხვა ქვეყნების პორტებიდან შემოტანილ ტვირთებთან დაკავშირებით, რომელთა გაანგარიშება ცალკე მოხდება.
პუნქტი გ.7. დაზღვევა
(ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული, გრანტის მიმღების ტერიტორიაზე შესატანი ტვირთების საზღვაო დაზღვევა შეიძლება დაფინანსდეს როგორც ამას ითვალისწინებს წინამდებარე შეთანხმება, თუ
(1) ამგვარი დაზღვევა გახორციელდება ყველაზე მომგებიანი კონკურენტუნარიანი განაკვეთით,
(2) ამგვარ დაზღვევას განახორციელებს ისეთი ქვეყანა, რომელიც უფლებამოსილია გ.1.(ა) პუნქტის მიხედვით; და
(3) დაზღვევის თანხებზე მოთხოვნები გადახდილ იქნება აშშ დოლარებში, ან თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით.
თუ გრანტის მიმღები (ან გრანტის მიმღების მთავრობა) კანონის დადგენილების, განკარგულების, მარეგულირებელი აქტის, ან პრაქტიკის მეშვეობით აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ შესყიდვებთან დაკავშირებით განახორციელებს დისკრიმინაციას საზღვაო დაზღვევის ნებისმიერი კომპანიის მიმართ, რომელიც უფლებამოსილია შეერთებული შტატების ნებისმიერ შტატში განახორციელოს სადაზღვევო საქმიანობა, ასეთ შემთხვევაში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ყველა ის საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც ხორციელდება გრანტის მიმღების ტერიტორიაზე, დაზღვეული იქნება საზღვაო რისკებზე და ამგვარი დაზღვევა განთავსდება შეერთებულ შტატებში მოქმედ იმ კომპანიაში, ან კომპანიებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან საზღვაო დაზღვევა განახორციელონ შეერთებულ შტატებში;
(ბ) გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად თანხმდება წერილობით, გრანტის მიმღები დააზღვევს, ან უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით დაფინანსებული და წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის შემოტანილი საქონლის დაზღვევას იმ სატრასნპორტო რისკებზე, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე ხელშეკრულების მიზნით მათი გამოყენების ადგილამდე ტრანსპორტირებასთან, ამგვარი დაზღვევა დაეფუძნება სათანადო კომერციულ პრაქტიკის დროს გამოყენებულ პირობებს და დაზღვეული იქნება საქონლის მთლიანი ღირებულება. ნებისმიერი კომპენსაცია, რომელსაც გრანტის მიმღები ამგვარი დაზღვევის ფარგლებში მიიღებს, გამოყენებული იქნება დაზღვეული საქონლის ნებისმიერი მნიშვნელოვანი დაზიანების, ან დანაკარგის შესაკეთებლად ან გამოსაცვლელად. საქონლის ნებისმიერი ამგვარი გამოცვლა განხორციელდება იმ წარმოშობის წყაროსა და ადგილის ქვეყნებში წარმოებული საქონლით, რომელიც მოცემულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს N935 გეოგრაფიულ კოდში, რომელიც ძალაში იქნება საქონლის გამოცვლის დროს, და დაექვემდებარება წინამდებარე შეთანხმების დებულებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მხარეები სხვაგვარად შეთანხმდებიან.
პუნქტი გ. 8. აშშ-ს მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი ქონება
გრანტის მიმღები თანხმდება, რომ, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული ახალი საქონლის ნაცვლად გამოყენებული იქნეს აშშ-ის მთავრობის საკუთრებაში არსებული ჭარბი პირადი ქონება. წინამდებარე შეთანხმების სახსრები შეიძლება გამოყენებულ იქნება ამგვარი ქონების მიღების ხარჯების დასაფინანსებლად.
პუნქტი გ.9. შესყიდვები და გადახდები
გრანტის მიმღები თანხმდება, რომ პირველი დანართით გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებისათვის გრანტის თანხები შეიძლება დაკონტრაქტდეს ან გამოიყოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ და მოხდეს გაცემაპირდაპირ მესამე პირისათვის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წესების და პროცედურების დაცვით, თუ არ იქნება მიღწეული სხვა შეთანხმება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ წერილობით. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ვალდებულებას იღებს გრანტის მიმღების უზრუნველყოს პერიოდული საანგარიშგებო მოხსენებით კვარტალურად ან როგორც მხარეების შეთანხმდებიან წერილობით, აშშ-ს განვითარების სააგენტოს პირდაპირი კონტრაქტების და გრანტების შესახებ, რომელიც გაცემულია მესამე პირზე გრანტის თანხებიდან.
მუხლი დ: გადახდები
პუნქტი დ. 1. გადახდის ფორმები
თანხის გადარიცხვები განხორციელდება იმ ფორმით, რომელზეც მხარეები წერილობით შეთანხმდებიან, ან როგორც ამას ითვალისწინებს პირველი დანართი.
პუნქტი დ. 2. სავალუტო გაცვლითი კურსი
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი თანხები საქართველოში შეტანილ იქნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ან სხვა ნებისმიერი სახელმწიფო ან კერძო დაწესებულების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ვალდებულებების განსახორციელებლად, გრანტის მიმღები საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ ამგვარი თანხების კონვერტაცია მოხდეს ადგილობრივ ვალუტაში კონვერტაციის მომენტში გრანტის მიმღების ქვეყანის ეროვნულ ბანკში არსებული ყველაზე მაღალი გაცვლითი კურსით.
მუხლი ე: შეთანხმების შეწყვეტა, საშუალებები
პუნქტი ე. 1. შეთანხმების შეჩერება და შეწყვეტა
შეთანხმების ნებისმიერ მხარეს შეუძლია მთლიანად შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება, რომლის შესახებაც მეორე მხარეს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ოცდაათი დღით (30) ადრე. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ასევე შეუძლია ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეტანხმება, რომლის შესახებაც გრანტის მიმღებს გაუგზავნის წერილობით შეტყობინებას ოცდაათი დღით (30) ადრე. ამასთან, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება გრანტის მიმღებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნისთანავე იმ შემთხვევაში, თუ (i) გრანტის მიმღები არ შეასრულებს წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ რომელიმე დებულებას, (ii) ადგილი ექნება ისეთ მოვლენას, რის გამოც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო გადაწყვეტს, რომ ამ მოვლენის გამო სავარაუდოდ შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ამოცანის ან პროგრამის კომპონენტების განხორციელება, (iii)შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდის განხორციელება ან ამ სახსრების გამოყენება დაარღვევს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, რომელიც ამჟამად მოქმედებს, ან შემდგომში შევა ძალაში.
(ბ) წინამდებარე შეთანხმებაში მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებამდე მხარეების მიერ მესამე მხარეების წინაშე აღებული თანხის გადახდის იმ ვალდებულებების გარდა, რომლებიც არ ექვემდებარება გაუქმებას, წინამდებარე შეთანხმების შეჩერების, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გაუქმების შედეგად შეჩერება (იმ პერიოდით, როდესაც შეჩერებულ იქნება შეთანხმების მოქმედება), ან შეწყდება შეთანხმების განხორციელების, ან მისი შეჩერებული ან შეწყვეტილი ნაწილის განხორციელების მიზნით ფინანსური ან სხვა რესურსების გამოყოფის შესახებ მხარეთა მიერ აღებული ნებისმიერ ვალდებულება. წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი ნაწილი, რომელიც არ იქნება შეჩერებული, ან შეწყვეტილი, სრულად დარჩება ძალაში.
(გ) ამასთან, შეთანხმების ამგვარი სრული ან ნაწილობრივი შეჩერების შემდეგ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ, თავისი ხარჯებით, შეიძლება გადაწყვიტოს, რომ წინამდებარე შეთანხმება, ან მისი შესაბამისი ნაწილით დაფინანსებული საქონლის ფლობის უფლება გადაეცეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს იმ შემთხვევაში, თუ საქონელი მიწოდების ეტაპზეა.
პუნქტი ე. 2. თანხის დაბრუნება
(ა) თანხის იმ გადარიცხვების შემთხვევაში, რომელიც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად არ არის გამყარებული კანონიერი დოკუმენტაციით, ან რომელიც გაცემულ ან გამოყენებულ იქნა წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, მიუხედავად წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებების არსებობისა, ან მათი გამოყენებისა - შეუძლია მოსთხოვოს გრანტის მიმღებს ამგვარად გაცემული თანხა აშშ დოლარებში დაუბრუნოს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ამგვარი მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.
(ბ) იმ შემთხვევაში თუ გრანტის მიმღების მიერ წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა განაპირობებს წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებული, ან მხარდაჭერით შეძენილი საქონლის, ან მომსახურების არაეფექტურად გამოყენებას ამ ხშეტანხმების შესაბამისად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გრანტის მიმღებს მოსთხოვოს წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში ამგვარი საქონლის ან მომსახურების შეძენის მიზნით მის მიერ განხორციელებული გადახდების აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება აშშ დოლარებში, აღნიშნული მოთხოვნის შესახებ შეტყობინების მიღებიდან სამოც (60) დღეში.
(გ) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლება გადახდების დაბრუნების მოთხოვნების შესახებ, წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულების მიუხედავად, ძალაშია ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული ბოლო გადახდის დღიდან სამი წლის განმავლობაში.
(დ) (1) (ა) და (ბ) ქვეპუნქტებით, ან (2) პუნქტით გათვალისწინებული თანხის დაბრუნება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსათვის კონტრაქტორის, მომწოდებლის, ბანკის ან მესამე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმებით დაფინანსებულ საქონელთან, მომსახურებასთან დაკავშირებით, როდესაც თანხის დაბრუნება განპირობებულია საქონლის ან მომსახურების არაგონივრული ფასით, შეცდომით მომზადებულ ანგარიშფაქტურით, ან ისეთი საქონლით, რომელიც არ შეესაბამება სპეციფიკაციებს, ან არაადეკვატური მომსახურეობით, გამოყენებულ იქნება (ა) პირველ რიგში შეთანხმების ფარგლებში, რამდენადაც ამის დასაბუთება მოხდება, და (ბ) დარჩენილი თანხა, თუ ამგვარი თანხა იარსებებს, გამოყენებულ იქნება გრანტის თანხის შესამცირებლად.
(ე) წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის მიმღებზე განხორციელებულ გადახდებზე დარიცხული ნებისმიერი საპროცენტო შემოსავლის, ან სხვა შემოსულობას, რომელიც მიღებულ იქნება იმ დრომდე, სანამ მოხდება წინამდებარე შეთანხმების შესრულებისათვის თანხების ნებადართული გამოყენება, გრანტის მიმღებს დაუბრუნებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აშშ დოლარებში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვაგვარად დათანხმდება წერილობით.
პუნქტი ე.3. უფლებათა შენარჩუნება მათი გამოუყენებლობის შემთხვევაში.
წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში რომელიმე მხარის მიერ ფინანსურ მონაწილეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი უფლების ან სამართლებრივი საშუალების დაგვიანებით გამოყენება არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული როგორც ამგვარ უფლებაზე ან სამართლებრივ საშუალებაზე უარის თქმა.
პუნქტი ე.4. უფლების გადაცემა
გრანტის მიმღები თანახმაა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოთხოვნისთანავე აღასრულოს სამართლებრივი უფლება, რომლის განხორციელება გრანტის მიმღებს შესაძლოა ნებისმიერი მოტივაციით დაეკისროს კონტრაქტით გათვალისწინებული საქმიანობის შესრულებასთან დაკავშირებით, ან რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი საქმიანობისას, ან იმ მხარის მიერ საკონტრაქტო პირობების დარღვევის შედეგად, რომელსაც პირდაპირი კონტრაქტი აქვს გაფორმებული აშშ-ის დოლარებში, და რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან.
მუხლი ვ: სხვადასხვა
პუნქტი ვ. 1. ინვესტიციების ხელშეწყობა
წინამდებარე შეთანხმებით, ან აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ სხვა წერილობით დოკუმენტით სპეციალურად განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი სახსრები, ან სხვა მხარდაჭერა არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი საწარმოს მიმართ, რომელიც მდებარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და სტიმული მისცეს ასეთ საწარმოს შეიცვალოს ადგილმდებარეობა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ დაიწყოს საქმიანობა, და თუ ასეთი სტიმულის შედეგად შემცირდება თანამშრომელთა რაოდენობა აშშ-ში, რომელიც გამოიწვევს აშშ-ში არსებული საწარმოს ჩანაცვლებას არა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიოტრიაზე მყოფი საწარმოთი.
პუნქტი ვ.2. ნარკოტიკების მოვაჭრეების დახმარების აკრძალვა.
(ა) აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმება ან გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ გრანტის მიმღები, ან გრანტის მიმღების რომელიმე ძირითად წარმომადგენელს მსჯავრს დადებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში, ან დადგინდება მისი მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაში.
(ბ)აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო უფლებას იტოვებს შეწყვიტოს დახმარება, ან გაატაროს სხვა შესაბამისი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დამტკიცებული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, მსჯავრს დადებენ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში, ან დადგინდება მისი მონაწილეობა ნარკოტიკებით ვაჭრობაში.
პუნქტი ვ. 3. მშრომელთა უფლებები
გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს კონკრეტულად არის გათვალისწინებული „გრანტით“ ან სხვა და სხვა წერილობითი დოკუმენტის სახით იქნება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ, დაუშვებელია ფონდების ან სხვა სახის დახმარების გამოყენება ნებისმიერი საქმიანობის დროს, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისოდ აღიარებული მშრომელთა უფლებების დარღვევას პარტნიორ ქვეყანაში.
პუნქტი ვ. 4. ტერორისტების დაფინანსება
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიხედვით, როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ასევე მისი პარტნიორიც მხარს უჭერენ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, განსაკუთრებით კი მის დამფინანსებელთა წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო ძალისხმევას. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონმდებლობით აკრძალულია ტრანზაქციების განხორციელება, რესურსების მიწოდება და მხარდაჭერა, პირდაპირ თუ ირიბად, იმ პირებისა თუ ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ასოცირებულნი არიან ტერორიზმთან. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში პარტნიორი თანახმაა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული არცერთი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფონდი არ იქნება გამოიყენებული ტერორიზმთან დაკავშირებული პირების ან ორგანიზაციების მხარდასაჭერად. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეუძლია გასცეს განხორციელების წერილები, რომელიც უფრო სრულად აღწერს ამ პუნქტში აღწერილ მოთხოვნებს.