„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №2 |
|
2016 წლის 17 მარტი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების საფუძველზე, ვადგენთ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2012 წლის 5 ივლისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის წესებში “ (სსმ , ვებგვერდი, 06.07.2012; სარეგისტრაციო კოდი : 300280000.16.009.016040 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებლები – ელექტრომომარაგების წყვეტების მაჩვენებლები, რომელიც შედგება ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობის ინდექსის (SAIDI), ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო სიხშირის ინდექსისა (SAIFI) და მიუწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობის ინდექსისგან (ENS) და დამტკიცებულია „ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2009 წლის 4 ივნისის №9 დადგენილებით.“ ბ) მე-5 მუხლის: ბ.ა) პირველი პუნქტით განსაზღვრული ცხრილი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ.ბ) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული პასუხი (გარანტირებული სტანდარტი) – ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებლის წერილობით მიმართვაზე გასცეს დასაბუთებული პასუხი წერილობითი ფორმით, მიმართვის მიღებიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა. ამასთან, ლიცენზიატი არ არის ვალდებული, უპასუხოს ისეთი სახის წერილებს, რომელთა შინაარსიც არ არის პირდაპირ კავშირში ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის არსებულ ურთიერთობასთან;“; ბ.გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის გ1 ქვეპუნქტი: „გ1) მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების შენარჩუნება ან გაუმჯობესება - ლიცენზიატი ვალდებულია, არ გააუარესოს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წინა წლის მაჩვენებლები და უზრუნველყოს ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|