„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №4911-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010010000.09.001.016335
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2016 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| ა) მანანა კობახიძე – | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე); |
| ბ) გუბაზ სანიკიძე – | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; |
| გ) გიორგი ვოლსკი – დ) ეკა ბესელია – | ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; |
| ე) გიგა ბუკია – | ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე; |
| ვ) გოჩა ენუქიძე – | ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარე; |
| ზ) კახაბერ ოქრიაშვილი – | ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე; |
| თ) გიორგი თოფაძე – | ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე; |
| ი) ზურაბ ტყემალაძე – | დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; |
| კ) გედევან ფოფხაძე – | ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; |
| ლ) გიორგი ცაგარეიშვილი – | ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი; |
| მ) გიორგი გაჩეჩილაძე – | დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი; |
| ნ) ვაჟა აზარაშვილი – | კომპოზიტორი; |
| ო) მერაბ თავაძე – | საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; |
| პ) ნანა ჭიღლაძე – | ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი. |
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 18 მარტი 2016 წ. N4911-IIს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის შექმნის თაობაზე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის გამოქვეყნდეს საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (№07-3/548, 10.03.2016) „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი.
2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად შეიქმნას საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 15 წევრისაგან, შემდეგი შემადგენლობით:
ა) მანანა კობახიძე –
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გუბაზ სანიკიძე –
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გიორგი ვოლსკი –
დ) ეკა ბესელია –
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;
ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) გიგა ბუკია –
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე;
ვ) გოჩა ენუქიძე –
ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები – ძლიერი რეგიონებისათვის“ თავმჯდომარე;
ზ) კახაბერ ოქრიაშვილი –
ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარე;
თ) გიორგი თოფაძე –
ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარე;
ი) ზურაბ ტყემალაძე –
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
კ) გედევან ფოფხაძე –
ადამიანის უფლებათა დაცვისა
და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ლ) გიორგი ცაგარეიშვილი –
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი;
მ) გიორგი გაჩეჩილაძე –
დამოუკიდებელი პარლამენტის წევრი;
ნ) ვაჟა აზარაშვილი –
კომპოზიტორი;
ო) მერაბ თავაძე –
საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი;
პ) ნანა ჭიღლაძე –
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტიტუციური სამართლის პროფესორი.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
18 მარტი 2016 წ.
N4911-IIს
პროექტი
საქართველოს კონსტიტუციური კანონი
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1🔗. საქართველოს კონსტიტუციის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 31-33, 24/08/1995, სარეგისტრაციო კოდი: 010.010.000.01.001.000.116) 36-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.“.
მუხლი 2🔗. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი აღიარებს სახელმწიფოს მიერ ოჯახზე ზრუნვისა და მისი კეთილდღეობის ხელშეწყობის ვალდებულებას, ასევე მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას, როგორც ქორწინების საფუძველს.
აღნიშნული მუხლი, რომელიც 1995 წელს ჩამოყალიბდა, ქორწინებისა და ოჯახის ცნებებს მოიაზრებს იმავე შინაარსით, როგორც ეს მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლში, რომლის თანახმად: „ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში“.
ამავე სულისკვეთებას განამტკიცებს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მესამე პუნქტი, სადაც საუბარია დედათა და ბავშვთა უფლებების კანონისმიერ დაცვაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო არ არის საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის შინაარსთან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის შესაბამისობა, არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, კონსტიტუციური ნორმა ჩამოყალიბდეს უფრო მკაფიო და ნათელი ფორმულირებით.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი ნაწილის უფრო მკაფიო ფორმულირება, რაც ნათლად გამოხატავს ნორმის შინაარსს და მოხსნის ამ ნორმის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებულ კითხვებსა და წუხილებს საზოგადოების დიდ ნაწილში, რომელიც ეხება კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით არსებულ ქორწინებისა და ოჯახის მკაფიო დეფინიციას.
ა.გ) კანონპროექტის არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება:
კანონპროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრის წესი (პრინციპი):
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საპარლამენტო ფრაქცია − „ქართული ოცნება“
საპარლამენტო ფრაქცია − „ქართული ოცნება − კონსერვატორები“
საპარლამენტო ფრაქცია − „ქართული ოცნება − მრეწველები“
საპარლამენტო ფრაქცია − „ქართული ოცნება − ეროვნული ფორუმი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის 80 წევრი.