„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№5
სარეგისტრაციო კოდი
300320000.16.009.016162
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №5

2016 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

 

„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4   მუხლის  მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და 42-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 2005 წლის 30 დეკემბრის №30 დადგენილების (სსმ III, №2, 09.01.2006წ., სარეგისტრაციო კოდი: 300.320.000.16.009.007.995) მე-4 მუხლში მოცემული ცხრილის:

ა) 49-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) 63-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 64-ე პუნქტი:

 

             "

64

სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი“

29.236

11.754

 

42.373

 

         
                                                                                                                                                             ''
მუხლი 2
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 10 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავა
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგოჩა შონია