ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.03.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6-18
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.101.016276
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,144 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2016 მიღება
01.01.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6-18 2016 წლის 18 მარტი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ" მე-20 მუხლის შესაბამისად,  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07)და„მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) განხორციელების პირობებს და პროცედურებს. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ფინანსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროგრამებში „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09)და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამებში: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11), ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გადატანილი თანხების ფარგლებში. 3. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“  (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური  ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და  „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე. 4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“  (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“(კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური  ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და  „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე. 5. ამ წესის შესაბამისად, ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, გარდა ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის კულტურის სფეროს პროექტების განმხილველ კომისიას (შემდგომში - კომისია). კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროგრამით „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“  (კოდი 08 09) ფარგლებში გათვალისწინებულ არქეოლოგიურ კვლევებს, არქეოლოგიურ საპროექტო განაცხადებს და არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებულ საკითხებს (შემდგომში – არქეოლოგიური პროექტები) განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ შექმნილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო (შემდგომში – საბჭო). მუხლი 2🔗. დაფინანსების მიმღები სუბიექტები ამ წესით განსაზღვრული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სახელმწიფოს მიერ კანონის ან სახელმწიფო მმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე დაფუძნებული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირები, რომელთა პროექტიც ორიენტირებული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიზნებისათვის კულტურის სფეროს განვითარებაზე. მუხლი 3🔗. საპროექტო განაცხადის წარდგენა 1.დაფინანსების მისაღებად დაინტერესებულმა სუბიექტმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურს (შემდგომში – სამსახური), რომელსაც თან უნდა ერთოდეს სრულყოფილად შევსებული,  საპროექტო განაცხადი. საპროექტო განაცხადს აგრეთვე უნდა ერთოდეს სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 2. საპროექტო განაცხადის ფორმას და წარსადგენი დოკუმეტების ნუსხას განსაზღვრავს სამსახური. 3. სამსახური ამოწმებს საპროექტო განაცხადის დადგენილ ფორმასთან და ამ წესთან შესაბამისობას. თუ დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოდგენილი საპროექტო განაცხადი არ შეესაბამება დადენილ მოთხოვნებს, ან/და არ არის წარდგენილი სამსახურის მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია, სამსახური დაინტერესებულ სუბიექტს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს არანაკლებ 5(ხუთი)კალენდარულ დღეს. 4. სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხევაში საპროექტო განაცხადი არ განიხილება.  მუხლი 4🔗. საპროექტო განაცხადის განხილვა და დაფინანსება  1. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, სამსახური საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის  კომისიას, ხოლო არქეოლოგიურ პროექტებს – საბჭოს. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“  (კოდი 08 09) და „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნებისხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“(კოდი 08 03 11) გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება შესაძლოა განხორციელდეს დაფინანსებით ან თანადაფინანსებით. 3. საპროექტო განაცხადის განხილვისას და დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება საპროექტო განაცხადის შესაბამისობა ამ წესით დადგენილ მიმართულებებთან/პრიორიტეტებთან, მისი განხორციელების საერთო მიზანშეწონილობა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, პროექტის დასაბუთებულობა და ინტელექტუალური ღირებულება, აგრეთვე განმცხადებლის გამოცდილება და უნარი, განახორციელოს წარდგენილი პროექტი. 4. დაფინანსებას ექვემდებარება საპროექტო განაცხადი შემდეგი მიმართულებით: ა) პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 09) ფარგლებში: ა.ა) კულტურის სხვადასხვა დარგის განვითარების ხელშეწყობა; ა.ბ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება; ა.გ) ქართული ტრადიციული და თანამედროვე კულტურის განვითარების ხელშეწყობის  ღონისძიებების განხორციელება; ა.დ) ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა საზღვარგარეთ; ა.ე) ხელოვნების და კულტურის განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება; ა.ვ) არქეოლოგიური კვლევების, პროექტებისა და გათხრების ხელშეწყობა. ბ) პროგრამის „ინკულზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13) ფარგლებში: ბ.ა) ინკლუზიური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა; ბ.ბ) ინკლუზიური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა; გ) ქვეპროგრამის „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 04 ) ფარგლებში: გ.ა ) თეატრალური ხელოვნების ინოვაციური პროექტების დანერგვის ხელშეწყობა; გ.ბ)   თეატრალური ფესტივალების და  სხვა თეატრალური და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; გ.გ ) სხვადასხვა თეატრალური დადგმების ხელშეწყობა; გ.დ) საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში სხვადასხვა დასების მონაწილეობის უზრუნველყოფა; დ) ქვეპროგრამის „ინკლუზიური თეატრალური  ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) ფარგლებში: დ.ა) ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა, სხვადასხვა საპილოტე პროგრამების განხორციელება; დ.ბ)ინკლუზიური  თეატრალური ხელოვნების შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობების ხელშეწყობა; დ.გ) საერთაშორისო  გამოცდილების გაზიარება ინტეგრირებული სპექტაკლების განხორციელების საშუალებით; ე) ქვეპროგრამის „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) ფარგლებში: ე.ა)მუზეუმების პოპულარიზაციის მიზნით სხადასხვა პროექტების დანერგვის ხელშეწყობა და განვითარება; ე.ბ) კულტურულ - შემეცნებითი პროექტების განხორციელება; ე.გ.)  მუზეუმების ცნობადობის ასამაღლებლად მარკეტინგული პროექტების განხორციელება. 5.თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, კომისია/საბჭო დაფინანსების მოთხოვნის თაობაზე საპროექტო განაცხადს განიხილავს და დადებითი შეფასების შემთხევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს. 6.  ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი. 7. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადით მოთხოვნილი თანხა აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს, დადებითი შეფასების შემთხვევაში, კომისია/საბჭო საპროექტო განაცხადის დაფინანსების (თანხის ოდენობის მითითებით) შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, რათა მან აღნიშნული პროექტი განსახილველად წარუდგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საპროექტო განაცხადის დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა. 9. შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, კომისია/საბჭო  უფლებამოსილია განმცხადებელს მოსთხოვოს შესწორებული საპროექტო განაცხადის წარდგენა არაუმეტეს ათი სამუშაო დღის ვადაში. 10. საპროექტო განაცხადი კომისიას/საბჭოს არ ეგზავნება განსახილველად და განმცხადებელს წერილობით ეცნობება დასაბუთებული უარყოფითი პასუხი, თუ განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მუხლი 5🔗. დაფინანსების გაცემა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით პროგრამის „კულტურის სფეროს განვითარების ხელშეწყობა“  (კოდი 08 09), „ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 13), ქვეპროგრამების: „თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“(კოდი 08 01 04), „ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების ხელშეწყობა“ (კოდი 08 01 07) და „მუზეუმების პოპულარიზაცია და მათი განვითარების ხელშეწყობა“ (კოდი 08 03 11) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 6🔗. კონტროლის განხორციელება ამ წესის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამსახური, სამსახურის მიერ წინასწარ განსაზღვრული მონიტორინგის მექანიზმებით.