კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 18.03.2016
გამომცემი ორგანო კასპის მუნიციპალიტეტი
სარეგისტრაციო კოდი 200190000.35.149.016280
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ილია ზაქარიაძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, პირობით/უპირობო ელ. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, პირობებიან აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის და მონაწილის ბილეთის ფორმების დამტკიცების შესახებ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2016 წლის 18 მარტი
ქ. კასპი
კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება), საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის, 120-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ მე-11 მუხლის საფუძველზე, კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული დაპირება) ფორმა, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს კასპის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრებაში გადაცემისას საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,კასპის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ოქტომბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 23/10/2015, 200190000.35.149.016265) „ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 4🔗
ოქმისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის თანდართული ფორმის ტექსტი შესაძლებელია შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეილია ზაქარიაძე
დანართი №1
კასპის მუნიციპალიტეტი
აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი
(ადმინისტრაციული დაპირება)
ქალაქი კასპი, ____ _______________________ 20__ წელი
აუქციონში გამარჯვებული პირის/ოქმის ადმინისტრაციული დაპირების მიმღები პირის მონაცემები:
სახელი, გვარი / დასახელება: _____________________________________________
პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი: _____________________________________
მისამართი: __________________________________________________________________
წარმომადგენელი (არსებობის შემთხვევაში) _____________________________________
აუქციონზე შეძენილი ქონების მონაცემები:
ქონების დასახელება __________________________________________________________
საიდენტიფიკაციო ნომერი _________________________________________________________
ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:
ქონების საწყისი საპრივატიზებო ფასი (ლარში): _________________________________
აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ შემოთავაზებული ფასი (ლარში):
____________________________________________
გაყიდული ქონების სრული საპრივატიზებო საფასური (ლარში): ___________________
ჩატარებული აუქციონის მონაცემები:
აუქციონის ჩატარების თარიღი: ___________________________
აუქციონის N: ___________________________
აუქციონის ლოტის N: ___________________________
სრული საპრივატიზაციო საფასურის გადახდის ბოლო ვადა: ____________________________
სხვა ვალდებულება : __________________________________________________________
შეზღუდვა: __________________________________________________________
აუქციონში გამარჯვებული პირის განცხადება: __________________________________________
აუქციონატორი: ______________________________
(ხელმომწერი) (რეკვიზიტები) (ხელმოწერა)
.
დანართი №2
კასპის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
ეძლევა_________________________________________________________________________
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
_____________________________________________________________________________
მასზედ, რომ მას საკუთრებაში გადაეცა _________________________________________
(ქონების დასახელება)
_____________________________________________________________________________
(საიდენტიფიკაციო მონაცემები; საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)
საფუძველი: __________________________________________________________________
(ოქმის და ხელშეკრულების ნომერი)
ოქმის შედგენის თარიღი ______________________________________________________
ხელშეკრულების შედგენის თარიღი___________________________________________
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, მესამე ინახება მოწმობის გამცემ ორგანოში.
გაცემულია 20___წლის ____ ___________________
კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი
________________________________________
(სახელი; გვარი)
___________________________ (ხელმოწერა)
ბ.ა
.