კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და განთავსების სანებართვო რეესტრის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2016 წლის 18 მარტი ქ. კასპი |
|
ა) გარე რეკლამა – კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი, და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიქტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება) განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;
დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი;
ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამართლებრივი აქტით გამოცხადებული საჯარო ვაჭრობა, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესის დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე ან საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია“.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
2. გარე რეკლამის გავრცელების გეგმა (რეკლამის ზომის, ფორმისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით) შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიებზე;
გ)საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარ სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოსთან ან მისდამი დაქვემდებარებულ სტრუქტურებთან რეგიონებში-ბუნების, ისტორიისა და კულტურის დაცვით ზონებში, ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში.
3. გარე რეკლამის განთავსების გეგმას, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინადადების საფუძველზე, ამტკიცებს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონის გამოცხადება ხდება კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით წინამდებარე წესით განსაზღვრულ დისკრეციულ უფლებამოსილებათა ფარგლებში ყველა გადაწყვეტილება დადგენილი წესით მიიღება კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ.
ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება;
2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმის მიხედვით.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის ფასი განისაზღვრება გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობთან კვადრატულ მეტრებში ან/და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მფლობელის მიერ გარე რეკლამის განთავსების შედეგად მიღებული თანხის (მიღებული მთლიანი თანხის ან მოგების) პროცენტული ოდენობის განსაზღვრით.
5. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყისი ნორმატიული ფასი სარეკლამო საშუალებების 1.00 კვ.მ-ზე, ყოველ სანებართვო წელზე განისაზღვროს 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყის ფასს (სარეკლამო საშუალებების კვადრატობის და მიღებული შემოსავლის პროცენტების მიხედვით) კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარდგინებით აუქციონის გამოცხადებამდე განსაზღვრავს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე . გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
2. გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა ან/და ამ ადგილებზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემა უფლებამოსილ ორგანოს არ ზღუდავს ან/და არ უკრძალავს მიიღოს გადაწყვეტილება ამა თუ იმ ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმების შესახებ ან/და გამოიყენოს იგი რაიმე სხვა დანიშნულებით ან/და გაასხვისოს იგი. კონკრეტული ადგილისათვის (ადგილებისათვის) გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს შესაბამის ნაწილში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველს.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმების შესახებ, ასევე მასში შესაბამისი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ნებართვის გამცემი, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან ცალმხრივად გაუქმების საფუძველია:
ა) გაფრთხილების მიუხედავად დაწესებულ ვადაში სანებართვო პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, გაფრთხილების მიუხედავად სანებართვო პირობების განმეორებით დარღვევა;
ბ) დაკისრებული პირგასამტეხლოს დაწესებულ ვადაში გადაუხდელობა;
გ) გაფრთხილების მიუხედავად წინამდებარე წესის მოთხოვნების დარღვევა;
დ) უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც ამა თუ იმ ადგილს (ადგილებს) მოეხსნა გარე რეკლამის განთავსების ადგილის სტატუსი;
ე) გარე რეკლამის განთავსების ადგილი საჭიროა კომუნალური ინფრასტრუქტურის (სანიაღვრე არხები, წყლისა და კანალიზაციის სისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა ხაზოვანი ნაგებობები) ობიექტების სამშენებლო (ახალი მშენებლობა, რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, დემონტაჟი) სამუშაოებისათვის;
ვ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ წარმოეშობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ცალმხრივად გაუქმების დროს ნებართვის მფლობელს უფლება აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნებართვის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცალმხრივად გაუქმების დროს, ნებართვის მფლობელს უფლება არ აქვს წაიღოს გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთები. ამასთან, მას არ უბრუნდება უკვე გადახდილი ნებართვის ფასი და არ აუნაზღაურდება გარე რეკლამის განთავსების ადგილზე მის მიერ განთავსებული ნივთების ღირებულება, თუნდაც აღნიშნული არ იყოს გათვალისწინებული შესაბამისი სანებართვო პირობებით.
8. სარეკლამო საშუალების მოვლა-პატრონობაზე და სათანადო იერსახით შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოსარგებლეს, მისი შეუსრულებლობა არის ნებართვის ვადამდე გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა კასპის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს 2 ეგზემპლარად უნდა წარუდგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის (ხელმძღვანელის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული მოწმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
2. კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე განთავსებული გარე რეკლამა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მოთხოვნებს, წინამდებარე წესის მოთხოვნებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი წესის ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსება ჩაითვლება გარე რეკლამის სანებართვო პირობების დარღვევად ან/და გარე რეკლამის განთავსებად შესაბამისი ნებართვის გარეშე.
ნ ე ბ ა რ თ ვ ა №
ეძლევა ____________________________________________________________________ ___________
ნებართვის მიმღები და მისი მისამართი
________________________________________________________________________ _______________
______________________________________________________________________ _________________
______________________________________________________________________ _________________
საფუძველი _______________________________________________________________________ ______
ნებართვის მოქმედების ვადა
________________________ ______ _დან
________________________ ______ _მდე
ნებართვა შედგენილია სამ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო თითო ეგზემპლარი ინახება კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში.
სანებართვო პირობები:
______________________________________________________ _______________________
_________________________________________________________________ ____________
_________________________________________________________________ ____________
__________________________________________________________________ ___________
___________________________________________________________________ __________
_________________________________________________________________ ____________
_________________________________________________________________ ____________
_______________________________________________________________ ______________
ნებართვა გაცემულია 20__ წლის ______________________ _________
_____________________ ______________ ________________________
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
ბეჭდის ადგილი .
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი
|