⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.07.2020)
გაუქმებულია:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.03.2016
ძალის დაკარგვა 15.07.2020
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 430210000.33.058.016093
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,369 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2016 მიღება
15.07.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი გიორგი თავამაიშვილი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №1 2016 წლის 28 მარტი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ’’ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-12 მუხლისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 1 ივლისის №31 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” და ,,ლ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის – შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება დანართის შესაბამისად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრიგიორგი თავამაიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის - შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის დებულება თავი I               ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗 ეს  დებულება განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან  დაკავშირებულ  სხვა საკითხებს. მუხლი 2🔗 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტი არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 3🔗 დეპარტამენტი თავის ფუნქციებს წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულებით’’, ამ დებულებით და სხვა სამართლებრივი აქტებით. სტრუქტურული ქვედანაყოფი იცავს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით აღიარებულ ძირითად პრინციპებს და საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლობის, კეთილსინდისიერების, ობიექტურობის, პროფესიონალიზმის, კანონიერების, გამჭვირვალობის, საჯაროობის  და სამართლიანობის პრინციპებით. მუხლი 4🔗 1. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინირებულად. 2. დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს  სამინისტროს  სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო. 3. დეპარტამენტი მოქმედებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიური დოკუმენტების, მეთოდური მითითებების, სტანდარტების  და სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე. თავი II დეპარტამენტის ამოცანები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და ვალდებულებები მუხლი 5🔗 დეპარტამენტი: ა) ახორციელებს დამოუკიდებელ და ობიექტურ საქმიანობას, შედეგად აანალიზებს და აფასებს სამინისტროს სისტემაში არსებული პოლიტიკისა და პროცედურების შესრულებას, კანონმდებლობის მოთხოვნებისა და არსებული სტანდარტების დაცვას, რესურსების ეფექტურად და ეკონომიურად გამოყენებას, ამოცანების  ეფექტურ  შესრულებას და შედეგად სამინისტროს დასახული მიზნების მიღწევას; ბ) ახდენს სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებას, კანონშესაბამისი რეაგირებისა და გადაცდომების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. მუხლი 6🔗 დეპარტამენტის ამოცანებს და ფუნქციებს წარმოადგენს: ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; ბ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; გ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; დ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ე) დაწესებულების საქმიანობის  პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და სხვა მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება; ვ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით; ზ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; კ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა; ლ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; მ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ნ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ო) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; პ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ჟ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; რ) სამინისტროს ,,ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ს) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების  განხორციელება. მუხლი 7🔗 დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) განიხილოს მოქალაქეთა განცხადებები და ადმინისტრაციული საჩივრები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით; ბ) შიდა აუდიტის, ინსპექტირების ან სხვა სახის სამსახურებრივი ღონისძიებების განხორციელებისას სამინისტროს სისტემიდან შეუზღუდავად მოითხოვოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია, დოკუმენტი და ხელი მიუწვდებოდეს მონაცემთა ბაზებზე, მიუხედავად მათი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), მიიღოს სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომელისგან შესაბამისი ინფორმაცია ან განმარტება. აგრეთვე მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; გ) ზედამხედველობა გაუწიოს მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების აღსრულებას; დ) მინისტრთან შეთანხმებით ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და სხვა; ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების, საფინანსო ან სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მოპოვებული მასალები, დადგენილი წესით, გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს; ვ) განახორციელოს გამოვლენილი თუ მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი. ამ მიზნით მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები გასატარებელი ღონისძიებების შესახებ; ზ) მინისტრთან შეთანხმებით დახმარებისათვის მოიწვიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლები, ან სხვა სპეციალისტები, შემოწმებებში მონაწილეობის მისაღებად; თ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია იმ პირებისაგან, რომლებიც არ არიან სამინისტროს სისტემის თანამშრომლები, მათი თანხმობის არსებობის შემთხვევაში; ი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულების და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს წარუდგინოს მოთხოვნა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; კ) მინისტრს წარუდგინოს წინადადება  სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ პასუხისმგებლობის ზომის – წერილობითი გაფრთხილების, ხოლო  დისციპლინური გადაცდომის ჩამდენ პირთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 8🔗 დეპარტამენტი ვალდებულია: ა) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა, ხოლო, ინსპექტირების შემთხვევაში – ინსპექტირების გეგმა; ბ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის/ინსპექტირების ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შიდა აუდიტორული შემოწმების/ინსპექტირების მიზნიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით; გ) მინისტრის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შემოწმების ან/და შესწავლის შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; დ) წარუდგინოს ანგარიში მინისტრს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალურად, ასევე ნებისმიერ დროს მინისტრის დავალებით; ე) წელიწადში ერთხელ, მომდევნო წლის იანვრის ბოლომდე წარუდგინოს მინისტრს და ჰარმონიზაციის ცენტრს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურა მუხლი 9🔗 1. დეპარტამენტში შიდა აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციები გამიჯნულია სტრუქტურული ერთეულების სახით შემავალ განყოფილებებს შორის. 2. დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის: ა) შიდა აუდიტის განყოფილება; ბ) ინსპექტირების გაყოფილება. მუხლი 10🔗 1. შიდა აუდიტის განყოფილების ფუნქციებია: ა) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბ) დაწესებულების საქმიანობის პოლიტიკასთან, გეგმებთან, პროცედურებთან, კანონებსა და რეგულაციებთან შესაბამისობის შემოწმება და შეფასება; გ) შიდა აუდიტის ობიექტის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; დ) შიდა აუდიტის ობიექტის (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, საქვეუწყებო დაწესებულებები, ტერიტორიული ორგანოები – რესურსცენტრები, სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები) მიერ განხორციელებული ღონისძიებების, ოპერაციების, პროგრამების, დაწესებულების ორგანიზაციული მოწყობისა და სისტემების ობიექტური და საიმედო შეფასება მათი ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენისა და გაუმჯობესების პოტენციალის გამოვლენის მიზნით; ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების ადეკვატურობისა და სისტემის უსაფრთხოების დაცულობის შემოწმება და შეფასება სისტემის კონფიდენციალურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით; ვ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება; ზ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება; თ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება; ი)   სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება; კ) მონიტორინგის განხორციელება შიდა აუდიტის ობიექტისთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე; ლ) კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა კორესპონდენციების  განხილვა; მ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. შიდა აუდიტის განყოფილება ვალდებულია დაიცვას წინამდებარე დებულება, შიდა აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია და შიდა აუდიტის მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტები. 3.  შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება. მუხლი 11🔗 ინსპექტირების განყოფილების ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საქვეუწყებო დაწესებულების, ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები), სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების, ა(ა)იპ-ებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების გამოვლენა; გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა; დ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება; ე) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ვ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად დასკვნის მომზადება და მინისტრისთვის წარდგენა; ზ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი; თ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება; ი) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; კ) სამინისტროს ,,ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა და შესაბამისი რეაგირება; ლ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი IV ინსპექტირების ჩატარების წესი მუხლი 12🔗 1. სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და აღმოჩენის მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებას. 2. ინსპექტირების ჩატარების, გაგრძელების, შეწყვეტის, შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 3. ინსპექტირების ობიექტი, ინსპექტირების ჩატარების ვადები და საფუძველი, შესამოწმებელი პერიოდი, მოქმედების სფერო და შემმოწმებელთა ვინაობა განისაზღვრება (ინსპექტირების გეგმით) დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით. მუხლი 13🔗 ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით’’ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.  მუხლი 14🔗 1. ინსპექტირების განხორციელების შედეგად უნდა შედგეს ინსპექტირების დასკვნა. 2. ინსპექტირების დასკვნა უნდა მოიცავდეს ინსპექტირების პროცესში გამოვლენილ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებს ან/და ინსპექტირების ობიექტის საქმიანობის პროცესში აღმოჩენილ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს (ასეთის არსებობის  შემთხვევაში), მოპოვებული მასალების ანალიზს, მათ სამართლებრივ შეფასებას და კანონშესაბამის მითითებებს განსახორციელებული ღონისძიებების შესახებ. 3. ინსპექტირების დასკვნა წარედგინება მინისტრს. მუხლი 15🔗 1. მინისტრის გადაწყვეტილებით, ინსპექტირების დასკვნა ეგზავნება ობიექტს, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება. 2. ინსპექტირების დასკვნაში აღნიშნული კანონშესაბამისი მითითებები სავალდებულოა შესასრულებლად. 3. ობიექტი, რომელშიც ჩატარდა ინსპექტირება, ვალდებულია დასკვნის საფუძველზე გატარებული ღონისძიებების შესახებ სამინისტროში წარმოადგინოს სრულყოფილი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, დასკვნაში მითითებულ ვადაში. თავი V დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები მუხლი 16🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.  მუხლი 17🔗 1.   დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის  წინაშე. 2.   დეპარტამენტის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს  დეპარტამენტს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) შეიმუშავებს და მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს შიდა აუდიტის  სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს; დ) ამტკიცებს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალურ გეგმას, ასევე ინსპექტირების გეგმას და წარუდგენს მინისტრს; ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებას საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირების თაობაზე; ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და დეპარტამენტის მიერ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე; ზ) ამზადებს შიდა აუდიტის წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება მინისტრსა და ჰარმონიზაციის ცენტრს; თ) დეპარტამენტის განყოფილებებს შორის ანაწილებს მოვალეობებს, აძლევს მათ ზეპირ და წერილობით მითითებებს; ი) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ დაწესებულების შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; კ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას; ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ლ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა  საქმიანობას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად; მ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ნ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; ო) კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და შემოწმების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოხელეთა განსახილველი და განხილული საკითხების კონფიდენციალობას და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას; პ) მინისტრს წარუდგენს წინადადებას ინსპექტირების დაწყების/ჩატარების, გაგრძელების, შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ; ჟ) უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, დაწესებულების ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას; რ) თანამშრომლობს ჰარმონიზაციის ცენტრთან და მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის მას შესაბამის დოკუმენტაციასა და ინფორმაციას; ს) ითვალისწინებს ჰარმონიზაციის ცენტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში გაცემულ შესაბამის რეკომენდაციებსა და მითითებებს; ტ) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას; უ) უზრუნველყოფს შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას; ფ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; ქ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, მინისტრის  მითითებების დაცვას, აგრეთვე დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს; ღ) პასუხისმგებელია დეპარტამენტში მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე; ყ) ასრულებს მინისტრის  ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს; შ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. დეპარტამენტის უფროსის დროებით არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი. მუხლი 18🔗 1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 2. განყოფილების უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს განყოფილებაში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს განყოფილების მუშაობის ორგანიზაციას, აკონტროლებს განყოფილების მოხელეთა მიერ სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას; დ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას; ე) ასრულებს მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ვ) ხელს აწერს ან ვიზით ადასტურებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს. 4. განყოფილების უფროსი დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე. მუხლი 19🔗 1. დეპარტამენტის თანამშრომლები კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ინიშნებიან და თავისუფლდებიან მინისტრის ბრძანებით. 2. დეპარტამენტის თანამშრომლები: ა) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსისა და განყოფილების უფროსის დავალებებს; ბ) პასუხისმგებელნი არიან მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე; გ) შიდა აუდიტორული შემოწმების, ინსპექტირების ან სხვა სამსახურებრივი ღონისძიებების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავად ეცნობიან სამინისტროს სისტემის ნებისმიერი ორგანოს საქმიანობას და დოკუმენტაციას; დ) უფლებამოსილნი არიან სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების პროცესში მიიღონ მათთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა). შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვონ დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღონ დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა; ე) ვალდებულნი არიან დაიცვან აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის მეთოდოლოგია; ვ) ვალდებულნი არიან შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენამდე არ გახადონ საჯარო შიდა აუდიტის შედეგები; ზ) პასუხისმგებელნი არიან მათზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე; თ) ამზადებენ პასუხის პროექტებს შემოსულ წერილებსა და განცხადებებზე. თავი VI დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი მუხლი 20🔗 დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით, კანონით დადგენილი წესით.