გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2016
ძალის დაკარგვა 02.02.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.161.016281
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 159 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2016 მიღება
02.02.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17 2016 წლის 21 მარტი ქ. გარდაბანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.გ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ პუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი (დანართი №1).  მუხლი 2🔗 დამტკიცდეს ქ. გარდაბნის ტერიტორიის ზონირება (დანართი №2). მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დადგენის შესახებ“. მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 5🔗 წინამდებარე დადგენილება გამოქვეყნებისთანავე გადაეგზავნოს შემოსავლების სამსახურს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი