გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2016
ძალის დაკარგვა 02.02.2017
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 200230000.35.161.016282
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობაში გადაცემისას არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 30.01.2017
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2016 წლის 21 მარტი
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ პუნქტის, 93-ე მუხლის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების 36-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას წლიური ქირა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ასებული არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 5%-ისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის №18 დადგენილება ,,გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საწყისი წლიური ქირის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი