„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 62) საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 36
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილების ვადის დამთავრებისას ან პენსიაში გასვლისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ხელფასის სრული ოდენობით.“.
2. მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პენსიების გაცემაში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა განახორციელოს საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 16 სექტემბერი.
№424_IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.09.2004.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №424. სარეგისტრაციო კოდი — 110.040.000.04.001.001.561.
- სად არის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №424, 16.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 110.040.000.04.001.001.561 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32284/