დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 18.03.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6-22
სარეგისტრაციო კოდი 370020000.35.101.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №25 დადგენილების
ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად
გამოცხადების თაობაზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის უფლების საფასურის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 თებერვლის №17 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემისას, ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6-22
2016 წლის 18 მარტი
ქ. თბილისი
დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტისა და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების ნორმატიული ფასის ზონების საზღვრები დანართი 1-ით განსაზღვრული სქემატური რუკის და აღწერილობის შესაბამისად;
ბ) დედაქალაქის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი, დანართი 2-ის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედაქალაქის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის №6-23 დადგენილება.
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი