„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
მუხლი 1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიების შექმნის, კომისიებში წევრთა რაოდენობის განსაზღვრისა და კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2012 წლის 28 ოქტომბრის №4 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი (www. matsne.gov.ge), 07.11.2012) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ბ-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისია – 7 წევრი;
გ) განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისია – 7 წევრი;“.
ბ) „ე-ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია – 7 წევრი;
ვ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია – 7 წევრი.“.
2. მე-2 მუხლის ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
| № | კომისიის დასახელება | ფრაქცია ,,ქართული ოცნება” | ფრაქცია ,,ქართული ოცნება - აჭარა” |
ფრაქცია ,,ქართული ოცნება - თავისუფლება” | ფრაქცია | ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა - მაჟორიტარები” | ფრაქცია ,,დემოკრატიული აჭარა“ | ფრაქცია ,,თანასწორობა“ |
| 1 | აგრარულ და თვითმმართვე-ლობის საკითხთა
| 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 2 | ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა
| 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 3 | განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა
| 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 4 | საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
| 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 5 | საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა
| 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
| 6 | ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა
|
1
| 1 | 1 | 1 | 1 | 1 | 1 |
“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
2016 წლის 17 მარტი
№158-უ.ს.გ.ს.