⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2017)
გაუქმებულია:

შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.03.2016
ძალაში შესვლა 23.03.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2017
გამომცემი ორგანო შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი
ნომერი №127
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019192
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/03/2016
matsne.gov.ge 3,588 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2016 მიღება
23.03.2016 ძალაში შესვლა
01.01.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (19)
შემსყიდველი
შპს „სასტუმრო ანაკლია“
მუხლი 2
შესყიდვა
შემსყიდველის სახსრებით ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ამავე წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტი
შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება
მუხლი 2
შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი
იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების შესაბამისად
მუხლი 2
საქონელი
ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას
მუხლი 2
მომსახურება
შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა
მუხლი 2
ერთ პირთან მოლაპარაკება
საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული) შერჩევა
მუხლი 2
სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა)
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა
ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადების უზრუნველყოფის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი)
მუხლი 2
პრეტენდენტი
პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო
მუხლი 2
მიმწოდებელი
პირი, რომელიც შემსყიდველს აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად
მუხლი 2
კომისია
შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს
მუხლი 2
წინადადება
ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგით
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგა
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგრად, როდესაც არც ერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში
მუხლი 2
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილია
შესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი
მუხლი 2
შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება
ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში
მუხლი 2
CPV
„შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი
მუხლი 2
წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში
ელექტრონული გარანტია) – შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 50100000
2 50500000
3 50700000
4 50800000
5 51100000
6 55100000
7 55300000
8 60100000
9 63500000
10 66510000
11 71300000
12 79200000
13 79340000
14 79700000
15 79800000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №127 2016 წლის 21 მარტი    ქ. თბილისი შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედების ვადად განისაზღვროს პერიოდი ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2017 წლის 1 იანვრამდე. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  1. შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი (შემდგომში – წესი) ადგენს შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალურ წესს. ამ წესის მიზანია საქონლისა და მომსახურების განსახორციელებელი შესყიდვების პროცედურების გამარტივება და შპს „სასტუმრო ანაკლიის“ მიზნების შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფა. 2. შპს „სასტუმრო ანაკლიის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტები. 3. შესყიდვის განხორციელებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს მსოფლიო ბანკის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, სხვა დონორი (დამფინანსებელი) ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ განსაზღვრული შესყიდვის პროცედურები, თუ შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილე რომელიმე ზემოაღნიშნული სუბიექტია. იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტები არ არიან შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობის მონაწილენი მათი, აგრეთვე სხვა სუბიექტების შესყიდვის პროცედურები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე. 4. საქონლისა და მომსახურების შესყიდვების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესის შესაბამისად. 5. წესი არ მოქმედებს იმ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები/მოქმედება. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემსყიდველი – შპს „სასტუმრო ანაკლია“; ბ) შესყიდვა – შემსყიდველის სახსრებით ამ წესის დანართით განსაზღვრული საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, ამავე წესით განსაზღვრული პროცედურებისა და პირობების შესაბამისად; გ) შესყიდვის ობიექტი – შესასყიდი საქონელი ან/და მომსახურება; დ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტი – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანების შესაბამისად; ე) საქონელი – ნებისმიერი სახისა და აღწერილობის ქონება (გარდა უძრავი ქონებისა) როგორც მყარ, ისე თხევად ან აირად მდგომარეობაში, აგრეთვე საქონლის მიწოდების თანმდევი მომსახურება, თუ ამ მომსახურების ღირებულება არ აღემატება საქონლის ღირებულებას; ვ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამშენებლო სამუშაოს გარდა; ზ) ერთ პირთან მოლაპარაკება – საქონლისა და მომსახურების შესყიდვის საშუალება, როდესაც დასაშვებია მიმწოდებლის პირდაპირი (გამარტივებული) შერჩევა; თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა); ი) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა – ამ წესის დანართით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების ელექტრონული შესყიდვის საშუალება, რომლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ამ წესით (ამ წესით განსაზღვრული წინადადების უზრუნველყოფის მიზნებისათვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ტერმინი – ტენდერი); კ) პრეტენდენტი – პირი, რომელმაც შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მიღების მიზნით გადაიხადა მონაწილეობის საკომისიო; ლ) მიმწოდებელი – პირი, რომელიც შემსყიდველს აწვდის საქონელს ან/და უწევს მომსახურებას ამ წესის შესაბამისად; მ) კომისია – შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც იღებს ამ წესით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს; ნ) წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვით, სისტემის მეშვეობით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სისტემის შესაბამის ველში მითითებული პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული ფასი; ო) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა დასრულებულია უარყოფითი შედეგითშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება უარყოფითი შედეგით დასრულებულად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი, რითაც დასტურდება, რომ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე ერთმა ან რამდენიმე პრეტენდენტმა მიიღო დისკვალიფიკაცია; პ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა არ შედგაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება არშემდგრად, როდესაც არც ერთმა პირმა არ მიიღო მონაწილეობა შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში; ჟ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა შეწყვეტილიაშესყიდვის ელექტრონული პროცედურა ითვლება შეწყვეტილად, როდესაც შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ აიტვირთება კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმი; რ) შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო ღირებულება – ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან დასადები ხელშეკრულების ღირებულება, რომელიც მითითებულია კონკრეტული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შესაბამის ველში; ს) CPV – „შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით განსაზღვრული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი; ტ) წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში, წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენილი გარანტირების მექანიზმი, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტის ოდენობით. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში გარანტიის წარდგენის წესი განისაზღვრება ამ წესის მე-17 მუხლის შესაბამისად. მუხლი 3🔗. შემსყიდველის უფლება-მოვალეობები 1. შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) ამ წესის შესაბამისად შეარჩიოს პრეტენდენტები; ბ) ამ წესის დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება); გ) ხელშეკრულების დადებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი ან/და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე შემსყიდველის ბიზნესინტერესებიდან გამომდინარე; დ) განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა; ე) შეაჩეროს ან შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას. 2. შემსყიდველი ვალდებულია: ა) განახორციელოს შესყიდვის პროცედურები შესყიდვებისათვის გამოყოფილი თანხის ფარგლებში, ამ წესით დადგენილი პირობების დაცვით; ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, არა უგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, აცნობოს ეს გადაწყვეტილება ყველა პრეტენდენტს. ამ შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს წარუდგინოს რაიმე მტკიცებულება ან დეტალური ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც მიიღო ეს გადაწყვეტილება. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი არ არის ვალდებული, პრეტენდენტებს აუნაზღაუროს შესყიდვაში მონაწილეობასთან ან/და ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 4🔗. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები და წესები 1. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობები ეხება შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებულ შემდეგ საქმიანობას: ა) შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში, წინადადებების განხილვას, შერჩევას და შეფასებას; ბ) ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოლაპარაკების გამართვას; გ) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას; დ) მიმწოდებლის შერჩევას ერთ პირთან მოლაპარაკებით შესყიდვის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს ექნება ინტერესთა კონფლიქტი პრეტენდენტთან ან მიმწოდებელთან, თუ მათ შორის არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობები. 3. დაუშვებელია, პრეტენდენტმა ან მიმწოდებელმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირზე პირდაპირ ან არაპირდაპირ მოახდინოს ზეგავლენა, მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის ცნობილი გახდება პრეტენდენტის ან მიმწოდებლის ვინაობა, იგი ვალდებულია, წერილობით დაადასტუროს, რომ ამ შესყიდვის განხორციელებაში მისი მონაწილეობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობის განმახორციელებელ პირს წარმოეშობა ინტერესთა კონფლიქტი, მან დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე და უნდა შეწყვიტოს მონაწილეობა ამ შესყიდვის განხორციელებაში. მუხლი 5🔗. შესყიდვების დაგეგმვა 1. შემსყიდველი შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ განსაზღვრული წლიური გეგმის შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს შემსყიდველის დირექტორი. 2. შემსყიდველის გადაწყვეტილებით, ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში, შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს ეტაპობრივად. მუხლი 6🔗. შესყიდვის საშუალებები და მათი განსაზღვრის წესი 1. შესყიდვის საშუალებებია: ა) ერთ პირთან მოლაპარაკება; ბ) შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. 2. შესყიდვა ხორციელდება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საშუალებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შესყიდვა შეიძლება განხორციელდეს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, შემდეგი პირობებიდან ერთ-ერთის არსებობისას: ა) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 100 000 (ასი ათასი) ლარს; ბ) საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა არის მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლება; გ) მიმწოდებლისაგან შესყიდული ობიექტის ხარისხის გაუარესების თავიდან აცილების ან/და მისი შემდგომი ექსპლუატაციის უზრუნველყოფის მიზნით, აუცილებელია შესყიდვა იმავე მიმწოდებლისაგან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განსახორციელებელი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება აღემატება თავდაპირველი მიწოდების ღირებულებას. 4. შესყიდვის ობიექტის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, შესყიდვის განხორციელებისას მისი ღირებულება არ უჯამდება ამ შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სავარაუდო ღირებულებას. მუხლი 7🔗. კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებს ატარებს კომისია, რომელსაც ბრძანებით ქმნის შემსყიდველის დირექტორი არანაკლებ 3 (სამი) წევრის შემადგენლობით. 2. კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველის თანამშრომლები. 3. კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველის დირექტორი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს წერილობით წარადგინოს თავისი მოსაზრება, რომელიც უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს კომისიის შესაბამის სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. ყველა ის სხდომის ოქმი, რომელიც შეიქმნება, ატვირთულ უნდა იქნეს სისტემაში. სისტემაში ატვირთული სხდომის ოქმის შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემაში უკვე ატვირთული სხდომის ოქმის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული სხდომის ოქმის სისტემაში ატვირთვის გზით. მუხლი 8🔗. კომისიის აპარატი 1. კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველის დირექტორის ბრძანებით, შემსყიდველის თანამშრომელთა შემადგენლობით იქმნება კომისიის აპარატი (შემდგომში – აპარატი), რომელსაც ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. აპარატის ფუნქციაა შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების, დოკუმენტაციის და შესყიდვის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ორგანიზაციული საკითხის მოგვარების უზრუნველყოფა. 3. აპარატს უფლება აქვს, მიაწოდოს პრეტენდენტებს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებთან დაკავშირებით. 4. აპარატი ვალდებულია, ყოველი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაციული მასალა აკინძოს ერთ საქმედ და უზრუნველყოს მისი შენახვა ხელშეკრულების დადებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, ხოლო მრავალწლიანი შესყიდვის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში. მუხლი 9🔗. განცხადება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ 1. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ განცხადების (შემდგომში – განცხადება) შევსება და განთავსება ხდება სისტემის მეშვეობით. წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების ვადის ათვლა იწყება განცხადების სისტემაში განთავსებიდან. 2. განცხადებისა და დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 (სამი) კალენდარულ დღეს, განცხადებისა და დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით წარადგინოს წინადადება და ელექტრონული ვაჭრობის გზით შეცვალოს წარდგენილი წინადადების ფასი, კლებადობის პრინციპით და ბიჯის გათვალისწინებით. 3. განცხადებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: ა) განცხადების ნომერი; ბ) შემსყიდველის დასახელება; გ) გამოცხადების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; დ) წინადადებების მიღების დაწყებისა და დასრულების თარიღი, ზუსტი დროის მითითებით; ე) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება; ვ) მითითება იმის შესახებ, რომ წინადადება წარდგენილი უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გათვალისწინებით, თუ მის გარეშე; ზ) შესყიდვის ობიექტის რაოდენობა ან მოცულობა; თ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ან შესრულების ვადა; ი) ბიჯის ოდენობა; კ) CPV; ლ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების მინიმალური ვადა. 4. განცხადებაში, შესაბამისი მითითების საფუძველზე, პრეტენდენტთა მიერ წინადადების ფასის წარდგენა ხდება დღგ-ის გათვალისწინებით ან მის გარეშე. 5. განცხადებას გააჩნია დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შესყიდვის ობიექტის დამატებითი აღწერის მიზნით. 6. განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია დოკუმენტაციის ატვირთვა სისტემაში. მუხლი 10🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაციის სისტემაში განთავსება და დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა კომისიას უფლება აქვს, წინადადების მიღების დროის დაწყებამდე, შეიტანოს ცვლილება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებში. დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანა შესაძლებელია დოკუმენტაციის გაუქმებით და შეცვლილი, დამატებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის გზით. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის ცვლილება. მუხლი 11🔗. წინადადების წარდგენა 1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტს შეუძლია წარადგინოს წინადადება, წინადადების მიღების ვადის დაწყების ეტაპიდან წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე. 2. წინადადების წარდგენამდე ნებისმიერ პირს უფლება აქვს, სისტემაში გაეცნოს განცხადებასა და დოკუმენტაციას. 3. წინადადების წარდგენა შესაძლებელია, მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. პრეტენდენტის შეთავაზება უნდა შეიცავდეს ტექნიკური დოკუმენტაციით მოთხოვნილ მასალებს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ატვირთვის შემდგომ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს წინადადების ფასი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას და უნდა იყოს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, სულ მცირე, ერთი ბიჯით ნაკლები. ტექნიკური დოკუმენტაციის ატვირთვისა და წინადადების ფასის მითითების შემდეგ დაუშვებელია ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის შეცვლა, დამატება, გაუქმება ან წაშლა. 5. ელექტრონული ვაჭრობის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, შემსყიდველის თავისებურებათა გათვალისწინებით. მუხლი 12🔗. ტექნიკური და საკვალიფიკაციო მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ და შესყიდვის ობიექტის აღწერის წესი 1. შემსყიდველი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. ტექნიკური მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა პროფესიული კვალიფიკაციის, ფინანსური რესურსების, გამოცდილებისა და რეპუტაციის, ტექნიკური აღჭურვილობისა და სხვა საკითხების მიმართ. 3. შემსყიდველი შესყიდვის ობიექტის ნიმუშის წარდგენის ვალდებულებას განსაზღვრავს დოკუმენტაციაში. პრეტენდენტის მიერ ნიმუშის წარუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა განცხადების ან/და დოკუმენტაციის მოთხოვნებთან, ან სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას. პრეტენდენტს შესყიდვის ობიექტის ნიმუში უბრუნდება გონივრულ ვადაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ნიმუში მალფუჭებადი ნივთია. 4. საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნები შეიძლება დაწესებულ იქნეს პრეტენდენტთა მდგომარეობასთან/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები და სხვა). 5. დაუშვებელია შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში გამოყენებულ იქნეს ისეთი მახასიათებლები და ტერმინოლოგია, რომლებიც ორაზროვანია და უშვებს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. მუხლი 13🔗. შერჩევა/შეფასება 1. კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით, ამავე პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 2. პრეტენდენტის წინადადების ფასის შეფასება ხდება ელექტრონული ვაჭრობის ეტაპის დასრულების შემდგომ. შემსყიდველი შერჩევის პირველ ეტაპზე ადგენს ყველაზე დაბალი ფასის შემთავაზებელი პრეტენდენტის მიერ ატვირთული ელექტრონული გარანტიის შესაბამისობას ტექნიკურ დოკუმენტაციასთან, ხოლო, თავის მხრივ, პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადაში და მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოს ელექტრონული გარანტიის დედნის წარდგენა. 3. იმ შემთხვევაში, თუ 2 ან მეტი პრეტენდენტის მიერ სისტემაში მითითებულია თანაბარი ფასი, უპირატესობა ენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა მიუთითა წინადადების აღნიშნული ფასი. 4. კომისიამ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 5. კომისია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეიცავს ისეთ მონაცემებს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს, ასევე პრეტენდენტის მიერ დაშვებული მექანიკური შეცდომისას, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, რომელიც შესაძლებელია შესწორდეს დაზუსტების გარეშე, ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემსყიდველი მიმართავს პრეტენდენტს მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში არ მოხდა წარდგენილი დოკუმენტაციის დაზუსტება, კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. იმ შემთხვევაში, თუ სისტემაში მთლიანი ტექნიკური დოკუმენტაცია ატვირთულია ხარვეზის მქონე ელექტრონული დოკუმენტის სახით (რომელიც არ იკითხება), შემსყიდველს უფლება არ აქვს, პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხარვეზიანია ტექნიკური დოკუმენტაციის ისეთი ნაწილი, რომლის წარდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნა დასაშვებია, მხოლოდ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნამდე. 7. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, კომისია მიმართავს მას საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არა უმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. 8. იმ შემთხვევაში, თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემები შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, შემსყიდველის მიერ ხარჯთაღრიცხვის ან/და ფასების ცხრილის მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. 9. პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების წარდგენა შემსყიდველისათვის ხდება სისტემის მეშვეობით. 10. თუ წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას, ან მის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობის ან/და ხარვეზის მქონე მონაცემების წარდგენის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია, მოახდინოს ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნით მიმართოს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტს, თუ ამ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია შეესაბამება განცხადებასა და დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს. თუ წინადადების მომდევნო, ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად  მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას, კომისიას უფლება აქვს, შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა. მუხლი 14🔗. დისკვალიფიკაცია 1. კომისია ახდენს მიმწოდებლის ან/და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. 2. მიმწოდებელი ან/და პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ მის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, ამ წესის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, არ შეესაბამება განცხადებას ან/და დოკუმენტაციას; ბ) თუ საკვალიფიკაციო მონაცემები არ შეესაბამება შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შესახებ დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს; გ) თუ პრეტენდენტი უარს იტყვის თავის წინადადებაზე; დ) თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით, ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას; ე) თუ გამარჯვებული პრეტენდენტი არ წარადგენს ფასების ცხრილს/ხარჯთაღრიცხვას, უარს აცხადებს ხელშეკრულების დადებაზე ან/და სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, შესყიდვის ელექტრონულ პროცედურაში არ წარადგენს ელექტრონულ გარანტიას, ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში). მუხლი 15🔗. შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ხელშეკრულების დადება და სისტემაში ატვირთვა 1. ამ წესის შესაბამისად, გამარჯვებული პრეტენდენტის წინადადებით განსაზღვრული პირობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტსა და შემსყიდველს შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ატვირთული უნდა იქნეს სისტემაში. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს. 3. გამარჯვებული პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ან მის მიერ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კომისიას უფლება აქვს, განიხილოს საუკეთესო ფასის მქონე მომდევნო პრეტენდენტის წინადადება ან შეწყვიტოს შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, ამ წესის შესაბამისად. 4. მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 16🔗. ხელშეკრულების გაფორმების წესი 1. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს; ბ) ხელშეკრულების ობიექტის დასახელებას, კლასიფიკატორის შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის კოდს, ტექნიკურ პარამეტრებს, ძირითად მახასიათებლებს, რაოდენობას, ერთეულის და მთლიან ღირებულებას (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით); გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას – ხელშეკრულების ღირებულებას; დ) საქონლის მიწოდების, მომსახურების გაწევის ვადასა და ადგილს; ე) ხელშეკრულების შესრულების გარანტიას ან დაზღვევის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში); ვ) საქონლის, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესს; ზ) ანგარიშსწორების ფორმას, გრაფიკსა და ადგილს; თ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლის პირობებს; ი) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას; კ) ხელშეკრულების დადების სამართლებრივ საფუძველს. 2. შემსყიდველი უფლებამოსილია,  ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. 3. ხელშეკრულების დადება არ არის სავალდებულო: ა) ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული შესყიდვისას; ბ) თუ ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება ერთი საბიუჯეტო (საფინანსო) წლის განმავლობაში არ აღემატება 5 000 (ხუთი ათასი) ლარს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში,  ხელშეკრულება შესაძლებელია ჩანაცვლდეს შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესყიდვის ობიექტის დასახელებას; ბ) შესყიდვის ობიექტის ღირებულებას; გ) შესყიდვის ობიექტის ღირებულების გადახდის დადასტურებას; დ) მიმწოდებლის დასახელებასა და საიდენტიფიკაციო ნომერს. 5. ინტერნეტით გამოწერის გზით ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განსახორციელებელი შესყიდვის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი შესაძლებელია ჩანაცვლდეს ინტერნეტის საშუალებით, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტით. 6. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. მუხლი 17🔗. ელექტრონული გარანტია და საფასური 1.  ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის შემსყიდველი. 2. პრეტენდენტი ვალდებულია, წარადგინოს შემსყიდველის მიერ სისტემაში განთავსებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მითითებულ ანგარიშზე გადახდილი გარანტია, ამ წესით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. 3. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს, ხოლო პრეისკურანტის საფუძველზე შესყიდვის შემთხვევაში – სახელშეკრულებო ღირებულების 1 (ერთი) პროცენტს. 4. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 120 კალენდარულ დღეს წინადადების მიღების დაწყების დღიდან. 5. წინადადების წარდგენისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. 6. საფასურის გადახდა ხორციელდება სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების მეშვეობით. 7. საფასურის გადახდა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე. 8. ელექტრონული გარანტია დაბრუნებას ექვემდებარება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დადების, ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებლისაგან/პრეტენდენტისაგან შესაბამისი მოთხოვნიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. ელექტრონული გარანტიის დაბრუნების მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს ხელშეკრულების დადების, ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის უარყოფითი შედეგით დასრულების  ან შეწყვეტის დღიდან 4 (ოთხი) თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ელექტრონული გარანტია არ ბრუნდება და იგი წარმოადგენს შემსყიდველის შემოსავალს. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია. 9. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს არ დაუბრუნდება, თუ: ა) გამარჯვების შემდეგ უარს იტყვის ან სხვაგვარი ქმედებით გამოხატავს უარს ხელშეკრულების გაფორმებაზე; ბ) პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას (ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში); გ) მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დროს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. 10. საფასურის გადახდის სისტემაში არსებული ავტომატური საშუალებების დროებითი ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, საფასურის გადახდა ყოველ კონკრეტულ ტენდერში შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის გამოყენების გარეშე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) წინასწარი შეთანხმებით. სააგენტოს წინასწარი თანხმობის მიღება ხდება წერილობითი ფორმით ან სააგენტოს ელექტრონული ფოსტის –   info@procurement.gov.ge მეშვეობით. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც ხდება საფასურის გადახდა სისტემის გამოყენების გარეშე, საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინება სააგენტოს, რომელიც ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტების ასლები მიღებისთანავე გააგზავნოს სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე –   info@procurement.gov.ge. დანართი შპს „სასტუმრო ანაკლიის“ სახსრებით შესასყიდი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალი № CPV კოდი საქონლის დასახელება 1 03100000 სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები 2 03200000 ბურღულეული, კარტოფილი, ბოსტნეული, ხილი და თხილეული 3 03300000 მეცხოველეობის პროდუქტები, ნანადირევი და თევზჭერის პროდუქტები 4 03441000 დეკორაციული მცენარეები, ბალახი, ხავსი და ხავსურა 5 03451000 მცენარეები 6 09110000 მყარი საწვავი (თხილის ნაჭუჭი) 7 09210000 საპოხი მასალები 8 14200000 ქვიშა და თიხა 9 14820000 მინა 10 15100000 ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, ხორცი და ხორცის პროდუქტები 11 15300000 ხილი, ბოსტნეული და მონათესავე პროდუქტები 12 15400000 ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები 13 15500000 რძის პროდუქტები 14 15600000 დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები 15 15800000 სხვადასხვა საკვები პროდუქტი 16 15900000 სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები 17 18400000 18100000 სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები 18 18800000 ფეხსაცმელი 19 19210000 ქსოვილები 20 22800000 ქაღალდის ან მუყაოს სარეგისტრაციო ჟურნალები/წიგნები, საბუღალტრო წიგნები, ფორმები და სხვა საბეჭდი მასალები 21 30160000 მაგნიტური ბარათები 22 30190000 სხვადასხვა საოფისე მოწყობილობა და საკანცელარიო ნივთები 23 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები 24 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები 25 31300000 იზოლორებული მავთული და კაბელი 26 31400000 აკუმულატორები, პირველადი ელემენტები და პირველადი ბატარეები 27 31500000 გასანათებელი მოწყობილობები და ელექტრონათურები 28 33700000 პირადი ჰიგიენის საშუალებები 29 34300000 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისთვის 30 37400000 სპორტული საქონელი და აღჭურვილობა (ინვენტარი) 31 39100000 ავეჯი 32 39200000 ავეჯის აქსესუარები 33 39500000 ქსოვილის ნივთები 34 39700000 საოჯახო ტექნიკა 35 39800000 საწმენდი და საპრიალებელი პროდუქცია 36 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები 37 42913000 ზეთის, ბენზინისა და შემავალი ჰაერის ფილტრები 38 42923200 სასწორები 39 43324100 მოწყობილობები საცურაო აუზისათვის 40 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები 41 44300000 კაბელები, მავთულები და მასთან დაკავშირებული მასალები 42 44400000 სხვადასხვა ქარხნული წარმოების მასალა და მასთან დაკავშირებული საგნები 43 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჯაჭვები, ზამბარები/რესორები 44 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები. ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები 45 44800000 საღებავები, ლაქები და მასტიკები. მომსახურებები 1 50100000 სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება 2 50500000 ტურბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, ასევე მანქანა-დანადგარების შეკეთება 3 50700000 შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება 4 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება 5 51100000 ელექტრო და მექანიკური მოწყობილობების მონტაჟი 6 55100000 სასტუმროს მომსახურება 7 55300000 რესტორნისა და კვების საწარმოების მომსახურება 8 60100000 საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურებები 9 63500000 ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები 10 66510000 სადაზღვევო  და საპენსიო მომსახურება 11 71300000 საინჟინრო მომსახურებები 12 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები 13 79340000 სარეკლამო და მარკეტინგული მომსახურებები 14 79700000 გამოძიებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურებები 15 79800000 ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურება 16 80500000 სატრენინგო მომსახურება 17 90900000 დასუფთავება და სანიტარული მომსახურება.