„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 49-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. დებულებას „წყლითსარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით კონკურსისა და აუქციონის ჩატარების წესის შესახებ“ ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
2. 83-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო.“;
ბ) მე-3 – მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის ფუნქციაა წყალსარგებლობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტების, კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავება, რაც ფორმდება საუწყებათაშორისო საექ-სპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის სხდომების ოქმებით.
4. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისია დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით.
5. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილნი იყვნენ წყალმოსარგებლე მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები.“;
გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის რეგლამენტები და დაკომპლექტების წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
10. საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოსა და ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიის შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.“.
3. 93-ე მუხლის „პ“, „ჟ“, „ყ“ და „შ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 16 სექტემბერი.
№445–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2004.
- როდის იქნა მიღებული „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.09.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №445. სარეგისტრაციო კოდი — 400.000.000.05.001.001.563.
- სად არის „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2004 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №445, 16.09.2004, სარეგისტრაციო კოდი 400.000.000.05.001.001.563 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32296/