შპს”ნიუ ენერჯის” კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე 2/14897-12

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ

 

2016  წლის 22 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”ნიუ ენერჯის” (ს/კ 205026559) გადახდისუუნარობის საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა-მოწვევის საკითხი და  

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლო მოვალე შპს „ნიუ ენერჯის” მიმართ აწარმოებს გადახდისუუნარობის საქმეს. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუქტის დანაწესის თანახმად, კრედიტორთა პირველ კრებაზე ყოველი წარდგენილი მოთხოვნა მოწმდება მისი მოცულობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით. კრედიტორთა მოთხოვნები კრებაზე განიხილება სათითაოდ და თანმიმდევრულად. ამ წარმოების ფარგლებში კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარდა რამდენიმე სხდომა, თუმცა კრედიტორთა მოთხოვნების სიმრავლის გამო დღემდე შეუძლებელი აღმოჩნდა ყველა მოთხოვნის განხილვა. აღნიშნული გარემოებისა და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესის თანახმად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნოს სხდომა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და დამახასიათებელია კრედიტორთა პირველი კრებისათვის.    

 

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს „ნიუ ენერჯის” (ს/კ 205026559) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხდომა შემდეგი დღის წესრიგით:

ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვე სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი;

ბ) ოდენობის განსაზღვრისა და დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტის მიზნით კრედიტორთა მოთხოვნების შემოწმება;

გ) მომრიგებელი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრა.

2. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 15 აპრილი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი 23 ) 1100 (თერთმეტი) საათზე.

3. ამ განჩინების გამოქვეყნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ – სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაუგვიანეს 2016 წლის 30 მარტისა. ამასთან, სსიპ – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს მოვალეს და დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.

4. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვე – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით, განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. 

 

 

მოსამართლე                                                                                              ბესიკ სისვაძე