„გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №04 |
|
2016 წლის 23 მარტი ქ. ბათუმი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებით დამტკიცებულ „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და წესის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოწმობების მოქმედების ვადა: ა) გემის რეგისტრაციის მოწმობა: ა.ა) დიდი გემისა და საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული პატარა გემის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა უვადოდ, ყოველწლიური დამოწმების პირობით; ა.ბ) საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღების გემის რეგისტრაციის მოწმობა გემთმფლობელის მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია გაიცეს არაუმეტეს 5-წლიანი მოქმედების ვადით, ყოველწლიური დამოწმების გარეშე; ა.გ) შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა გემის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა ერთწლიანი მოქმედების ვადით; ბ) გემის რადიოსადგურის მოწმობა - გაიცემა ერთი წლის ვადით გარდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღებისათვის, ასევე შიდა ნაოსნობაში ჩართული ნიჩბიანი ნავებისა და მოტონავებისათვის. რადიოაღჭურვილობის მონაცემები შეიტანება გემის რეგისტრაციის მოწმობაში; გ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების დოკუმენტი – გაიცემა უვადოდ. აღნიშნული დოკუმენტი არ გაიცემა შიდა ნაოსნობაში ჩართული პატარა გემებისა და 100 რეგისტრულ ტონაზე ნაკლები იახტებისა და კატარღებისათვის. უსაფრთხო დაკომპლექტების შესახებ ჩანაწერი კეთდება გემის რეგისტრაციის მოწმობაში; დ) ზღვის ნავთობით დაბინძურებისგან სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სერტიფიკატი - გაიცემა სადაზღვევო პოლისის (CLC Blue Card) მოქმედების ვადის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.03.2016. მიმღები ორგანო — საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №04. სარეგისტრაციო კოდი — 310020000.55.067.016080.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „გემის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 17 სექტემბრის №020 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №04, 23.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016080 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3230986/