„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა) ცვლილება“
მიღების თარიღი 27.11.2015
ძალაში შესვლა 09.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №1015
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016388
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სესხის ნომერი 3417- GEO სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები)(შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 3)საქართველოსა
და აზიის განვითარების ბანკს შორის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (COVID-19-ის ვაქცინის მხარდამჭერი პროექტი აზია-წყნარი ოკეანეთის ვაქცინის ხელმისაწვდომობის ფარგლებში - სწრაფი რეაგირების კომპონენტი)“ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა) ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისათვის - ქვეპროგრამა 2)“ „2013 წლის 19 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 3)“ №4 ცვლილების წერილ-შეთანხმება“
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა) ცვლილება“
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის 2009 წლის 29 აგვისტოს დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულებაში (საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა) ცვლილების" შესახებ
აზიის განვითარების ბანკი
5 ნოემბერი 2015
ბატონ ნოდარ ხადურს
მინისტრი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ.16, 0114
თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 226 14 44
ფაქსი: +995 32 226 1088
ბატონო მინისტრო,
MFF No. 0034-GEO: საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა - ცვლილებები
დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულებაში
1. ვეყრდნობით 2009 წლის 29 აგვისტოს ხელმოწერილ დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულებას საქართველოსა (მსესხებელი) და აზიის განვითარების ბანკს (“ADB”) შორის, საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამისათვის (“FFA”).
2. ფინანსთა სამინისტროს 2015 წლის 18 აგვისტოს №07-02/87705 წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, ADB-მ დაამტკიცა ზემოაღნიშნული მრავალტრანშიანი დაფინანსების მექანიზმის (MFF) ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევის საკითხი. ამ ცვლილებების ასახვის მიზნით გთავაზობთ, რომ FFA ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
(ა) FFA-ის მე-3 გვერდზე პარაგრაფში „ხელმისაწვდომობის პერიოდი“ წაიშალოს სიტყვები „2016 წლის დეკემბერი“ და „2013 წლის დეკემბერი“ და მათ ნაცვლად ჩაიწეროს, შესაბამისად, „2019 წლის 29 სექტემბერი“ და „2016 წლის 31 დეკემბერი“.
3. აღვნიშნავთ, რომ FFA-ს თავდაპირველად ხელი მოეწერა და საქართველოს მთავრობის მიერ ძალაში შესვლისათვის საჭირო პროცედურები გაიარა დასახელებით „საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა“, რომლის შემდეგაც ADB-ის მიერ MFF დამტკიცდა შესწორებული დასახელებით, როგორც „საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამა“, რის შემდეგაც აღნიშნული MFF, FFA და მის ფარგლებში გამოყოფილი ყველა ტრანში ასეა დასათაურებული. მიღებულია და შეთანხმებულია, რომ ყველა წინა დამტკიცება, დადასტურება, დადგენილება თუ რატიფიცირების დადგენილება, რომლებიც გამოცემულია საქართველოს სახელისუფლებო ორგანოების მიერ „საქართველო: ქვერეგიონული საგზაო დერეფნის განვითარების პროგრამა“ დასახელების მითითებით, ვრცელდება და მოიცავს MFF-ს და FFA-ს საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამისათვის.
4. გარდა ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულების მუხლები რჩება უცვლელი.
5. ინფორმაციის გასაჯაროებასა და გაცვლასთან დაკავშირებით, ADB-ის საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის თანახმად, დაფინანსების ჩარჩო-ხელშეკრულებაში შეტანილი შესწორებები გამოქვეყნდება ADB-ის ვებგვერდზე ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღიდან 2 კვირის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამოღებულ იქნება რაიმე სახის ინფორმაცია, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის არსებულ გამონაკლისებს.
6. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ საქართველოს თანხმობა წინამდებარე წერილი-შეთანხმების მე-2 პუნქტში ჩამოყალიბებულ ცვლილებებთან და წინამდებარე წერილი-შეთანხმების თითოეულ ორიგინალზე ქვემოთ მითითებულ ადგილზე ხელის მოწერის გზით. გთხოვთ, შეინახოთ წინამდებარე წერილი-შეთანხმების ერთი ხელმოწერილი ორიგინალი თქვენს ჩანაწერებში, ხოლო მეორე დაუბრუნოთ აზიის განვითარების ბანკს. შემოთავაზებული ცვლილებები ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ADB მიიღებს წერილი შეთანხმების ხელმოწერილ ორიგინალს და საქართველოს მთავრობის შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები შესრულებულია.
პატივისცემით,
შონ მ. ო’სალივანი
ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის დეპარტამენტი
გენერალური დირექტორი
დანართი: დაფინანსების ჩარჩო-შეთანხმების დაზუსტებული მე-3 გვერდი
ა. მიღებული და შეთანხმებულია.
ბ. ვადასტურებთ, რომ დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები არ შეიცავს ინფორმაციას, რომელიც მიეკუთვნება საჯარო კომუნიკაციის პოლიტიკის გამონაკლისებს.
საქართველოს მხრიდან
და მისი სახელით
ვის მიერ:
სახელი, გვარი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
თარიღი: 27 ნოემბერი 2015 წ.
ტრანშების მიწოდება შეიძლება განხორციელდეს თანმიმდევრულად ან ერთდროულად, და ზოგიერთმა შესაძლოა დროში გადაფაროს ერთიმეორე. არ არსებობს ტრანშის მაქსიმალური ან მინიმალური ზომა.
მექანიზმთან დაკავშირებით ვალდებულების გადასახადი ან საგარანტიო მოსაკრებელი არ გადაიხდება. ისინი გადაიხდება მხოლოდ ფაქტობრივად ADB-ის დაფინანსებაზე სესხის ან გარანტიის სახით შესაბამისი ფორმით და შესაბამის დროს. ასეთი ტრანშის მიმართ გამოიყენება ADB-ის წესები ვალდებულების გადასახადთან ან საგარანტიო მოსაკრებელთან მიმართებაში, რომლებიც მოქმედებაში იქნება ტრანშის იურიდიული ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს.
თანხა
მექანიზმის საშუალებით ADB–ის მიერ დაფინანსების მაქსიმალური თანხა არის ხუთასი მილიონი აშშ დოლარი ($500,000,000). იგი მოწოდებულ იქნება ცალკეული ტრანშებით ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან1 და სპეციალური ფონდების რესურსებიდან2. ყოველი სესხის პირობები და დებულებები განისაზღვრება ყოველი ტრანშის კონტექსტში და შესაბამისობაში იქნება ADB-ის მოქმედ პოლიტიკურ კურსთან.
ხელმისაწვდომობის პერიოდი
უკანასკნელი თარიღი, როდესაც ამ მექანიზმის ფარგლებში ტრანშით შესაძლებელი იქნება სესხის თანხების ჩამორიცხვის განხორციელება, იქნება 2019 წლის 29 სექტემბერი. დაფინანსების ბოლო ტრანშის შესრულება მოსალოდნელია არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისა.
პირობები და დებულებები
საქართველო უზრუნველყოფს ყოველი ტრანშით მიღებული შემოსავლის გამოყენებას პროგრამით გათვალისწინებული ხარჯების დასაფინანსებლად, წინამდებარე FFA–ში და ყოველი ტრანშის სასესხო ხელშეკრულებაში მოცემული პირობების შესაბამისად.
1 ყოველი ასეთი სესხისადმი გამოყენებული იქნება ADB-ის ჩვეულებრივი კაპიტალური რესურსებიდან გაცემული ლიბორზე დაფუძნებული სესხებისთვის განკუთვნილი 2001 წ. 1 ივლისით დათარიღებული ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო პირობების დებულებები, რომლებიც, საჭიროებისამებრ, დაექვემდებარება ცვლილებას, რომელიც შესაძლოა შეტანილ იქნეს ნებისმიერ სასესხო ხელშეკრულებაში (აღნიშნული ჩვეულებრივი ოპერაციების სასესხო პირობები ასეთი ცვლილების შემდეგ იწოდება OCR სასესხო პირობებად).
2 ყოველი ასეთი სესხისადმი გამოყენებული იქნება ADB-ის სპეციალური კაპიტალური რესურსებიდან გაცემული სესხებისთვის განკუთვნილი 2006 წ. 1 იანვრით დათარიღებული სპეციალური ოპერაციების სასესხო პირობების დებულებები, რომლებიც, საჭიროებისამებრ, დაექვემდებარება ცვლილებას, რომელიც შესაძლოა შეტანილ იქნეს ნებისმიერ სასესხო ხელშეკრულებაში (აღნიშნული სპეციალური ოპერაციების სასესხო პირობები ასეთი ცვლილების შემდეგ იწოდება SF სასესხო პირობებად, ხოლო OCR სასესხო პირობებთან ერთობლიობაში – სასესხო პირობებად).