შპს”დოგანის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/18429-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/18429 -13

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და კრედიტორთა კრების მოწვევის თაობაზე

 

2016 წლი18 მარტი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო ს მოსამართლე ბესიკ სისვაძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალე შპს „დოგანის” (ს/კ 206151929) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და კრედიტორთა მოწვევის საკითხები და

 

გამოარკვია:

 

შპს „დოგანის” მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ფარგლებში შეიქმნა მომრიგებელი საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ეკატერინე გასიტაშვილი, კობა ჩეკურიშვილი და ქეთევან ბერაძე. მათ მიერ სასამართლოს წარედგინა მომრიგებელი საბჭოს სხდომის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია აღნიშნული საბჭოს სამივე წევრის ერთსულოვნებით მიღებული გადაწყვეტილება მოვალე შპს „დოგანის” გაკოტრების თაობაზე (იხ. ტ. მე-2, ს.ფ. 224-225).

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოვალის გაკოტრების შესახებ, რეაბილიტაციის შესახებ ან მოვალის მიმართ წარმოებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. 

აღნიშნული კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.

იმავე კანონის 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად გაკოტრების პროცესში საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობას ახორციელებს გაკოტრების მმართველი, რომელსაც ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

შპს „დოგანის” მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებისა და აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესთა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნას შპს „დოგანის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებისა და გაკოტრების მმართველის არჩევის მიზნით კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ განჩინება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების” შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 33-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დაადგინა:

 

1. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად მოვალე შპს „დოგანის” (ს/კ 206151929) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება.

2. მოწვეული იქნეს მოვალე შპს „დოგანის” (ს/კ 206151929) კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით: ა) კრედიტორის მიერ დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვა; ბ) გაკოტრების მმართველის არჩევა.

3. კრედიტორთა კრების თარიღად განისაზღვროს 2016 წლის 8 აპრილი 12 საათი ( თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა, დარბაზი №23 მდებარე მისამართზე თბილისი, დ ავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. ).

4. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ს” ვებგვერდზე არაუგვიანეს 2016 წლის 24 მარტისა. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვე სსიპ - აღსრულების ეროვნულ მა ბიურო მ. მანვე უზრუნველყოს მოვალისა და კრედიტორებისათვის კრედიტორთა კრების დღისა და დროის შესახებ შეტყობინება. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს   დაფაზე ც.

5. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე:                                                         ბესიკ სისვაძე