აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „გრაალი 92-ის“აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2016 წლის 21 აპრილს, 17.00 საათზე, თბილისში, საბურთალოს ქ. 26 ბ. 2-ში მოწვეულია სს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. სს „გრაალი 92-ის“ საკუთარი განთავსებული აქციების (სახაზინო აქციების) შესახებ.
2. საზოგადოების კაპიტალის და გამოშვებული აქციების ცვლილება.
3. წესდებაში ცვლილებების შეტანა.
4. სხვადასხვა (მათ შორის სს „გრაალი 92-ის“ ქონების განკარგვა).
სს „გრაალი 92-ის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების სააღრიცხვო თარიღია 2016 წლის 23 მარტი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა საერთო კრების ჩატარების ადგილზე. რეგისტრაციის დაწყების დრო – 2016 წლის 21 აპრილი, 16.00 საათი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს დღის წესრიგის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის, ასევე გადაწყვეტილებისათვის საჭირო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ სს „გრაალი 92-ის“ სამეთვალყურეო საბჭოში ან დირექციაში, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), 2016 წლის 28 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით, 12.00 საათიდან 14.00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი 42.
კრების ჩატარებამდე 10დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილეობის უფლება სს „გრაალი 92-ის“ რეგისტრატორთან – სს „საქართველოს გაერთიანებული რეგისტრატორი“, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74, ან სს „გრაალი 92-ის“ მისამართზე: თბილისი, გარდაბნის გზატკეცილი 42.
გენერალური დირექტორი ზურაბ ლოლუა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 23.03.2016. მიმღები ორგანო — ს.ს."გრაალი 92". დოკუმენტის ნომერი — №01/05.
- სად არის „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №01/05, 23.03.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3232193/