„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.038.016630
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №36

2016 წლის 18 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში (სსმ, 010240030.22.038.016476, 30/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ - „ე3“ პუნქტები:

„ე1) ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილება;

2)  საიარაღო განყოფილება;

3) სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის აპარატი (განყოფილება).“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ.ა) ვიზუალური და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება;

გ.ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.”.

3. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გარე დაცვის სამმართველო:

ა.ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება;

ა.ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;

ა.გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.დ) №1 განყოფილება;

ა.ე) №2 განყოფილება;

ა.ვ) №3 განყოფილება;

ა.ზ) №4  განყოფილება;

ა.თ) №5 განყოფილება;

ა.ი) №6  განყოფილება;

ა.კ) №7 განყოფილება;

ა.ლ) №8 განყოფილება;

ა.მ) №9  განყოფილება;

ა.ნ) №10  განყოფილება;

ა.ო) №11  განყოფილება;

ა.პ) №12  განყოფილება;

ა.ჟ) №13  განყოფილება;

ა.რ) №14  განყოფილება;

ა.ს) №15 განყოფილება;

ა.ტ) №16 განყოფილება;

ა.უ) №17 განყოფილება.“;

ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 - 133 მუხლები:

მუხლი 131

ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა არაგეგმური გაყვანა/გადაყვანის ორგანიზებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანას;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულ მიწოდებას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლასა და  გავრცელებას;

ე) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას, შეკრებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და აღნიშნული ინფორმაციის უფლებამოსილი პირებისა და ორგანოებისთვის მიწოდებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის დროს პენტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის პროცესში;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შესულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 132

საიარაღო განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მიღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შემოწმებას და სათანადო წესით აღრიცხვას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხვასა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა მიერ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სწორ ექსპლოატაციას;

დ) შესაბამისი წარდგინებისა და მინისტრის ნებართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე გაცემას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს განყოფილების საცავში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის პირველად გაცემას;

ვ) უზრუნველყოფს საიარაღო განყოფილებისთვის გადაცემული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სათანადო პირობებში შენახვასა და დასაწყობებას;

ზ) კომპტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული საიარაღო მარაგებისა და მათი აღრიცხვის, გაცემის, შენახვის და დასაწყობების კონტროლს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღებასთან, აღრიცხვასთან, შენახვა-დასაწყობებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შესულ კორესპონდენციას და ახდენს მასზე შესაბამის რეაგირებას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 133

სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის აპარატი (განყოფილება):

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მართვაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჭიროების განსაზღვრასა და დაგეგმვაში;

ე) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის დირექტორის მიერ გასამართ სამუშაო შეხვედრებს, თათბირებს (მათ შორის, ოპერატიულ თათბირებს) და დირექტორის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმს;  

ვ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შესულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას, ასევე უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გასაგზავნი ოფიციალური დოკუმენტის პროექტის მომზადებას;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.”.

5. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აძლევს მითითებებსა და დავალებებს დეპარტამენტის მთავარ სამმართველოებს, სამმართველოებსა და განყოფილებებს;“

7. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 მუხლები:

მუხლი 161

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

დ) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ჯეროვნად შესრულებას;

ე) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების წინაშე.

მუხლი 162

1. განყოფილებაში საქმიანობას ეწევიან:

ა) მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე);

ბ) უფროსი ინსპექტორი;

გ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;

დ) ინსპექტორი.

2. განყოფილების მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.

3. მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებისა და განყოფილების უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 6 მაისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი