⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (13.06.2022)
გაუქმებულია:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2016
ძალაში შესვლა 01.04.2016
ძალის დაკარგვა 13.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 140070000.10.003.019203
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,205 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2016 მიღება
01.04.2016 ძალაში შესვლა
13.06.2022 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (6)
საფასური
სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოსა და გაწეული მომსახურებისათვის ამ წესით დადგენილი გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით
მუხლი 2
სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების  სახეები
ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები და მომსახურება
მუხლი 2
სპეციალისტის კონსულტაცია
სააგენტოს შესაბამისი დანაყოფის უფლებამოსილი პირის მიერ  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული კონსულტაცია
მუხლი 2
შენობის ფართობი
შენობის ყველა სართულის ფართობთა ჯამი
მუხლი 2
ობიექტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ობიექტი
მუხლი 2
წყალზე სამაშველო სამუშაოები
აკვატორიაში ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული მოქმედებები.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №138 2016 წლის 24 მარტი    ქ. თბილისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 56-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ამ დადგენილების ამოქმედებასთან დაკავშირებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 1 აპრილიდან.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი დანართი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებისა და საფასურის განსაზღვრის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სახეებს, საფასურსა და ვადებს. 2. სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამუშაოები სრულდება და მომსახურება გაიწევა დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ხელშეკრულების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების, ხანძრის პროფილაქტიკის, ჩაქრობისა და წყალზე სამაშველო სამუშაოების ჩატარების მიზნით. 3. ამ წესის მიზნებისთვის სააგენტოს წარმოადგენენ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოები. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფასური – სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოსა და გაწეული მომსახურებისათვის ამ წესით დადგენილი გადასახდელი, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით; ბ) სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების  სახეები – ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოები და მომსახურება; გ) სპეციალისტის კონსულტაცია – სააგენტოს შესაბამისი დანაყოფის უფლებამოსილი პირის მიერ  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული კონსულტაცია; დ) შენობის ფართობი – შენობის ყველა სართულის ფართობთა ჯამი; ე) ობიექტი„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ობიექტი; ვ) წყალზე სამაშველო სამუშაოები – აკვატორიაში ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და გადარჩენის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული მოქმედებები. მუხლი 3🔗. საფასურის გადახდის წესი და პირობები 1. სააგენტოსგან სამუშაოების შესრულებისა და მომსახურების (შემდგომში – მომსახურება) მიღებით დაინტერესებული პირი ვალდებულია, გადაიხადოს ამ წესით განსაზღვრული საფასური. 2. მომსახურების მიმღები პირი ვალდებულია, საფასური გადაიხადოს წინასწარ, შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყებამდე, უნაღდო ანგარიშსწორებით. ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სააგენტო უფლებამოსილია,   საფასურის გადახდამდე არ დაიწყოს მომსახურების გაწევა. 3. ამ წესით განსაზღვრული მომსახურების ვადის ათვლა იწყება სააგენტოსა და მომსახურების მიმღებ პირს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული თარიღიდან და მთავრდება შესაბამისი მომსახურების შესრულებისთანავე. მუხლი 4🔗. სააგენტოს მომსახურების სახეები, ვადები და  საფასურები 1. სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება: ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 250 ლარი. 2. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შემუშავება: ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 250 ლარი. 3. სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია – ერთი საათის განმავლობაში – 50 ლარი. 4. საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის   საკითხებზე სპეციალისტის ტექნიკური კონსულტაცია – ერთი საათის განმავლობაში –  50 ლარი. 5. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების (ტექნიკური პირობები) შემუშავება: ა) 20 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი. 6. საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, ორგანიზაციული და ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება: ა) 20 სამუშაო დღის ვადაში – 400 ლარი; ბ) 15 სამუშაო დღის ვადაში – 500 ლარი. 7. შენობა-ნაგებობის (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიისთვის მიკუთვნებული ობიექტებისა)  სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) 1000 მ​2-ის ჩათვლით ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის – 15 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისათვის მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი. 8. ობიექტისა (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სამოქალაქო უსაფრთხოების კატეგორიას  მიკუთვნებული ობიექტებისა) და  სამშენებლო დოკუმენტაციის სახანძრო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელ ნორმებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან ან/და სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და  შესაბამისი წინადადებების მომზადება: ა) 15 სამუშაო დღის ვადაში – 150 ლარი; ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 250 ლარი. 9. ობიექტის (გარდა სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტებისა) ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდა სათანადო აქტის გაფორმებით: ა) კვამლსაწინააღმდეგო ვენტილაცია (თითოეულ კვამლსაწინააღმდეგო ვენტილატორზე, მიუხედავად მისი აეროდინამიური სქემისა): ა.ა) 10 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; ა.ბ) 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; ბ) ხანძრის ჩაქრობის ავტომატური სისტემები: ბ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; ბ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; გ) ხანძრის დროს ადამიანთა მაუწყებლობისა და ევაკუაციის მართვის სისტემა: გ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; გ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; დ) სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა: დ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; დ.ბ) 2 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ე) შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა: ე.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; ე.ბ) ერთი სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ვ) გარე ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების სისტემა: ვ.ა) 5 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი; ვ.ბ) ერთი სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი.         10. სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) – ერთი აკადემიური საათი (45 წუთი) – 50 ლარი. 11. საგანგებო სიტუაციებში ქცევის წესების, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების  სწავლება (გარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა) – ერთი  აკადემიური საათი (45 წუთი) – 50 ლარი. 12. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში სპეციალური დანიშნულების ავტოტექნიკით  სიმაღლეზე სამუშაოების წარმოება – ერთი საათის განმავლობაში – 100 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ – ყოველ დამატებით კილომეტრზე – 3 ლარი. 13. შენობა-ნაგებობის საევაკუაციო გეგმის შემუშავება: ა) 1000 მ​2-ის ჩათვლით ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისთვის – 15 სამუშაო დღის ვადაში – 200 ლარი; ბ) 1000 მ​2-ზე მეტი ფართობის მქონე შენობა-ნაგებობისთვის მომსახურების ვადები განისაზღვრება ხელშეკრულებით, ხოლო საფასური – ყოველ დამატებით კვადრატულ მეტრზე – 0.20 ლარი. 14. ობიექტზე ცეცხლსაშიში სამუშაოების, მასობრივი, სანახაობრივი, სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარების დროს (გარდა სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი, პოლიტიკური, საქველმოქმედო ღონისძიებებისა, როდესაც მომსახურება გაიწევა უსასყიდლოდ), აგრეთვე ფილმის, რეკლამის ან კლიპის გადაღებისას სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკითა და ეკიპაჟით მომსახურება/სახანძრო, საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკის თხოვება:  ა) ერთი საათის განმავლობაში – 100 ლარი; ბ) 24 საათზე მეტი პერიოდისთვის – ყოველი დამატებითი საათისათვის – 50 ლარი. 15.  ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული, ბირთვული, ხანძარსაშიში ან/და ფეთქებადი  ტვირთის გაცილება კომპეტენციის ფარგლებში: ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებში, ერთი სახანძრო ან საავარიო-სამაშველო ავტოტექნიკითა და ეკიპაჟით – 500 ლარი; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ – ყოველ დამატებით კილომეტრზე – 7 ლარი. მუხლი 5🔗. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი 1. თუ მომსახურების საფასური გადახდილია დადგენილზე მეტი ოდენობით, საფასურის გადამხდელს, მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნდება მის მიერ გადახდილ თანხასა და მომსახურების საფასურს შორის არსებული სხვაობა, უნაღდო ანგარიშსწორებით. 2. გადახდილი საფასური სრულად ბრუნდება, თუ: ა) სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ან სხვა ობიექტური გარემოებების გამო, ვერ უზრუნველყოფს მომსახურების განხორციელებას; ბ) დაინტერესებული პირი მომსახურების დაწყებამდე არანაკლებ ერთი სამუშაო დღით ადრე წერილობითი ფორმით უარს აცხადებს მომსახურებაზე. 3. გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნება ხორციელდება შესაბამისი საფუძვლის წარმოშობიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორებით. 4. მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.