„C ჰეპატიტის მართვის პირველი ეტაპის ღონისძიებების უზრუნველყოფის თაობაზე სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №140 |
|
2016 წლის 25 მარტი ქ. თბილისი |
|
HCV 1 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები
|
სოფოსბუვირი 400მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები პაციენტებისთვის ციროზით და ციროზის გარეშე და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით და აგრეთვე ტელაპრევირის და ბოცეპრევირის შემცველი რეჟიმებით) პაციენტებისთვის ციროზის გარეშე.
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი) რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით და აგრეთვე ტელაპრევირის და ბოცეპრევირის შემცველი რეჟიმებით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი.
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი) რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით და რომელთაც აქვთ ციროზი.
HCV 2 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი) რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის ციროზით და ციროზის გარეშე.
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (1 ტაბლეტი) დღეში რიბავირინი 600 მგ დღეში (საწყისი დოზა) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა რიბავირინის დოზა თანდათან (შეძლებისდაგვარად) უნდა გაიზარდოს (ტოლერანტობის მიხედვით). აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დეკომპენსირებული ციროზი ღვიძლის საშუალო ან მძიმე დაზიანებით (Child-pugh B და C), არიან ან არ არიან ღვიძლის ტრანსპლანტაციის კანდიდატები და ასევე ციროზით (Child-pugh A) პაციენტებისთვის, რომელთაც შენარჩუნებული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, მაგრამ უნდა ჩაუტარდეთ ღვიძლის ტრანსპლანტაცია HCC-ის გამო. მკურნალობა უნდა აწარმოოს გამოცდილმა სპეციალისტმა კრეატინინის კლირენსისა და ჰემოგლობინის მკაცრი კონტროლით.
პეგინტერფერონი ალფა 2ა 180 მკგ ან პეგინტერფერონი ალფა 2ბ 1.5 მკგ/კგ 1-ჯერ კვირაში, სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (1 ტაბლეტი) დღეში რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75 კგ და >75 კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით.
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ დღეში (1 ტაბლეტი) რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით და არ არიან ტოლერანტული ინტერფერონისადმი. HCV 3 გენოტიპით პაციენტების მკურნალობის რეჟიმები
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (ჰარვონი), 1 ტაბლეტი დღეში რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის ციროზის გარეშე.
პეგინტერფერონი ალფა 2ა 180 მკგ ან პეგინტერფერონი ალფა 2ბ 1.5 მკგ/კგ 1-ჯერ კვირაში, სოფოსბუვირი 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში, რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75 კგ და >75 კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 12 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი და არ აქვთ უკუჩვენება ინტერფერონისადმი.
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (ჰარვონი), 1 ტაბლეტი დღეში რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75კგ და >75კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები (ინტერფერონით და რიბავირინით) პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ ციროზი და არ არიან ტოლერანტული ინტერფერონისადმი.
პეგინტერფერონი ალფა 2ა 180 მკგ ან პეგინტერფერონი ალფა 2ბ 1.5 მკგ/კგ 1-ჯერ კვირაში, სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (1 ტაბლეტი) დღეში რიბავირინი 1000 მგ ან რიბავირინი 1200 მგ დღეში (≤75 კგ და >75 კგ წონის პაციენტებისთვის შესაბამისად) მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია ციროზით პაციენტებისთვის, რომლებიც ადრე წარუმატებლად იყვნენ ნამკურნალები სოფოსბუვირის შემცველი რეჟიმებით.
სოფოსბუვირი 400 მგ/ლედიპასვირი 90 მგ (1 ტაბლეტი) დღეში რიბავირინი 600 მგ დღეში (საწყისი დოზა) მკურნალობის ხანგრძლივობა 24 კვირა რიბავირინის დოზა თანდათან (შეძლებისდაგვარად) უნდა გაიზარდოს (ტოლერანტობის მიხედვით). აღნიშნული რეჟიმი რეკომენდებულია არანამკურნალები და ადრე ნამკურნალები პაციენტებისთვის დეკომპენსირებული ციროზით.“.
|