⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2018)
გაუქმებულია:

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.03.2016
ძალის დაკარგვა 04.09.2018
გამომცემი ორგანო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.112.016264
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,122 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2016 მიღება
04.09.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (29)
აღდგენა
ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა.
მუხლი 2
აღრიცხვა
მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
მუხლი 2
გადაბელვა
სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
მუხლი 2
გაშენება
იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
მუხლი 2
დაინტერესებული პირი
სპეციალური ჭრის განხორციელებაზე დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი.
მუხლი 2
ვარჯის ფორმირება
ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
მუხლი 2
ზეხმელი ხე
ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე.
მუხლი 2
კორომი
მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
მუხლი 2
მწვანე ნარგავები
მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
მუხლი 2
მცენარის სახეობა
მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბანი
განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა
მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
მუხლი 2
მოპოვება
ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
მუხლი 2
მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა
ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
მუხლი 2
ნარჩენი
ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
მუხლი 2
ნერგი
სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
მუხლი 2
სანერგე
ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
მუხლი 2
სპეციალური გამოკვლევა
კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
მუხლი 2
ფაუტი ხე
ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
მუხლი 2
ძირნაყარი ხე
წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
მუხლი 2
ჭრა
მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
მუხლი 2
ხმობადი ხე
ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
მუხლი 2
რჩეული ხე
ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
მუხლი 2
მწვანე ნარგავის დამზადება
ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
მუხლი 2
დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“)
დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ.
მუხლი 2
უფლებამოსილი ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ზედამხედველობის სამსახური).
მუხლი 2
საშეშე მერქანი
მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამერტის მერქნული რესურსი. აგრეთვე ხეები, თუ მისი ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე 2,5 მეტრზე ნაკლებია.
მუხლი 2
სამასალე ხე
ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 6,5 მ-ს, ხოლო 18 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ხეებისთვის – ხის სიმაღლის 1/3-ს.
მუხლი 2
ნახევრადსამასალე ხე
ხეები მიეკუთვნებიან ნახევრადსამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2,5-დან 6,5 – მეტრამდე.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13 2016 წლის 25 მარტი        ქ. ლანჩხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, მე-2 ნაწილის „ვ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 107-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის" შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დამტკიცდეს მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2). მუხლი 3🔗 დამტკიცდეს დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (დანართი №3); მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ხელაძე დანართი №1 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗. წესის მიზანი 1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში „წესი“) მიზანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მის საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება. 2. წესი განსაზღვრავს: ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს; ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს; გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს; დ) მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესს. 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა. 2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება. 3. გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა. 4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები. 5. დაინტერესებული პირი – სპეციალური ჭრის განხორციელებაზე დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირი. 6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე. 7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე. 8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი. 9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები. 10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული. 11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება. 12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს. 13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა. 14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა. 15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები. 16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე. 17. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი. 18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა. 19. ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე. 20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი. 21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა. 22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია. 23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით. 24. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა. 25. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. 26. უფლებამოსილი ორგანო – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (ზედამხედველობის სამსახური). 27. საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამერტის მერქნული რესურსი. აგრეთვე ხეები, თუ მისი ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე 2,5 მეტრზე ნაკლებია. 28. სამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 6,5 მ-ს, ხოლო 18 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ხეებისთვის – ხის სიმაღლის 1/3-ს. 29. ნახევრადსამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან ნახევრადსამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2,5-დან 6,5 – მეტრამდე. თავი II ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები მუხლი 3🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები 1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები; ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა. 3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია: ა) მოვლითი ჭრების განხორციელება; ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით; გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები; დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა. მუხლი 4🔗. მოვლითი ჭრები 1. კორომთა ხნოვანებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით მოვლითი ჭრის სახეებია: ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით; ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას; გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით; დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრებისშემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით; ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას; ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად. 2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან. 3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას. 4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ამ წესის შესაბამისად. 5. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებულია 350-მდე დაქანების ფერდობზე. 6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა; ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა; გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა. მუხლი 5🔗. ხეების კლასიფიკაცია მოვლითი ჭრის ჩატარებისას ყველა ხე მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად: 1. რჩეული ხეები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში; 2. დამხმარე ხეები – უნდა მიეკუთვნოს ის ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას; 3. მავნე ხეები – უნდა მიეკუთვნოს: ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები; ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნებოდა დიდი ფანჯრები; გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0,5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას. მუხლი 6🔗. მოვლითი ჭრის მეთოდები და მოსაჭრელი ხეების შერჩევა 1. მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი. 2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები. 3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება. მუხლი 7🔗. მოვლითი ჭრების განხორციელების განსაკუთრებული მოთხოვნები 1. მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას. 2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით. 3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად. მუხლი 8🔗. მოვლითი ჭრებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და უბნის გამოყოფა 1. ხეების ერთეულად მონიშვნა მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის სერვისის“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ. 2. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით. 3. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები. 4. უბანზე დამზადებული მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად. 5. ძირნაყარი ხის გაცემისას მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად. 6. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით. 7. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 8. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურში, ხოლო მეორე ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან. 9. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე. 10. მოვლითი ჭრის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. აღრიცხვის უწყისის შედგენას ან აღრიცხვის უწყისის შედგენაზე და ჭრის განხორციელებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური. მუხლი 9🔗. მწვანე ნარგავების მოვლა ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით 1.  ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით.  გამოკვლევას ატარებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ხელშეკრულების საფუძველზე. 2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს: ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას; ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს. 3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას. მუხლი 10🔗. მწვანე ნარგავების ტერიტორიის ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნები 1. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიანი მოზარდი ან ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში. 2. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით. 3. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს შესაბამისი სამსახური. მუხლი 11🔗. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებები სტიქიური და სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენების შემთხვევაში 1. სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვა) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვა) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული მასალების საფუძველზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისი“ მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი. მუხლი 12🔗. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა 1. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებები, არსებული საშუალებების გათვალისწინებით იგეგმება მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალებისა და სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისი“. 3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისთან“ ერთად. 4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას. 5. აღდგენას ექვემდებარება: ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები; ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას; გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას. მუხლი 13🔗. აღდგენისა და გაშენების ფორმები 1. აღდგენის ფორმებია: ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა; ბ) აღდგენა თესვით; გ) აღდგენა დარგვით. 2. გაშენების ფორმებია: ა) გაშენება ნერგების დარგვით; ბ) გაშენება თესვით. 3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე. 4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას. მუხლი 14🔗. მწვანე ნარგავებით ტერიტორიის აღდგენის მიზნით ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა კორომის ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის ღონისძიებები შეიძლება იყოს: ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით; ბ) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით). მუხლი 15🔗. მწვანე ნარგავების აღდგენის დაპროექტება 1. დაპროექტებას ექვემდებარება: ა) კულტურების გაშენება; ბ) სანერგეების მოწყობა; გ) დაცვითი ნარგავების გაშენება; დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია; ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. 2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ.) და მიზანს; ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით; გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას; დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს; ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ; ვ) მოვლის ღონისძიებებს; ზ) კარტოგრაფიულ მასალას; 3. ტყის აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელება. მუხლი 16🔗. სარგავი მასალა ტყის აღდგენისათვის სარგავ მასალად შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ნათესარი; ბ) ნერგი; გ) კალამი; დ) ფესვის ნაბარტყი. მუხლი 17🔗. განსაკუთრებული მოთხოვნები მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების განხორციელებისას 1. მცენარეთა სახეობების შერჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა ჩატარდეს ბიომრავალფეროვნების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის. 3. სანერგეში სარგავი მასალის გასაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად. 4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე. 5. აღდგენილი ან/და გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით. 6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით. მუხლი 18🔗. სპეციალური ჭრა 1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის: ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის; ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის; გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის; დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის; ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას; ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის. 2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისის“ მიერ. 3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ ამ წესის შესაბამისად. მუხლი 19🔗. სპეციალური ჭრის განხორციელება 1. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს: ა) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნით; ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით. 2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით: ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით; ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით. 3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეული მწვანე ნარგავის აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა აღრიცხვის უწყისში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე. 4. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ლანჩხუთის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთან. 5. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც აღრიცხვის უწყისში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი აღრიცხვის უწყისის საფუძველზე. მუხლი 20🔗. ხეების სხვლა-ფორმირება 1. ხეების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება ხეების სხვლა-ფორმირება. 2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისი“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 21🔗. მოსაჭრელი ხეების ან/და უბნის მონიშვნა 1. ამ წესის მიზნებისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავები შესაძლებელია დაიყოს და დაინომროს უბნებად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 2. მოსაჭრელი ხეების ერთეულად ან მოსაჭრელი უბნის მონიშვნას და მათი მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისში შეტანას ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური. 3. მონიშნვა ხდება მკვეთრი ფერის საღებავით. მოსაჭრელ ხეებს მიენიჭება (საღებავით ხეზე დაიტანება) რიგითი ნომერი. 4. ამოსაღები, ამოღება-გადარგვას დაქვემდებარებული მწვანე ნარგავების მონიშნვა და აღრიცხვა ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით. მუხლი 22🔗. მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა 1. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მწვანე ნარგავების ამოღება-გადარგვა. 2. ამოღება-გადარგვას ექვემდებარება: ა) წიწვოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 16 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე); ბ) ფოთლოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 18 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე). 3. ხეების გადარგვა ხორციელდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე. მუხლი 23🔗. მოჭრილი მწვანე ნარგავების ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებით გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების განთავსება, გასხვისება (გადაცემა) ან განკარგვა 1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავები – საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) უსასყიდლოდ გადაცემა, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე (რომელთა სარეიტინგო ქულაა 70 000-მდე) მიზანშეწონილია განხორციელდეს გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დასკვნის საფუძველზე, ხოლო ამავე პუნქტში გათვალისწინებული მერქნული რესურსის სხვა მიზნით უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ. 4. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს სოციალურად დაუცველ პირთათვის მერქნული რესურსის გადაცემის საფუძველს. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 7. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ლანჩხუთის სერვისი“ უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ტრანსპორტირებას და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დასაწყობებას. მუხლი 24🔗. ჭრის განმახორციელებელი უფლებამოსილი ორგანო 1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ანხორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ „ლანჩხუთის-სერვისი“. 2. დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას: ა) ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას; ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე); გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით); დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე; ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (კბ.მ.) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს; ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ. თავი III მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება მუხლი 25🔗. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოება 1. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი (დანართი №2) დგება მოსაჭრელი ხეების უბნის მოსაზღვრე ტერიტორიისაგან გამიჯვნისათვის, ხეების აღრიცხვის, მონიშვნის, რაოდენობისა და მოცულობის განსაზღვრისათვის. 2. აღრიცხვის უწყისს ადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური. 3. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდგომ. თავი IV ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება მუხლი 26🔗. ხის შეფასება 1. ხის მოვლის ღონისძიებების გეგმის შესადგენად, წინასწარი შესწავლა ნიშნავს ისეთი ღონისძიებების განსაზღვრას, რომელთა შედეგად მიღწეული იქნება სასურველი შედეგი. 2. გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს: ა) ხის სპეციფიკური მონაცემების გათვლა-გაანგარიშებას; ბ) ხის დაზიანებული ნაწილების (ფუღურო, გამხმარი ტოტები, სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებით მიყენებული ზიანი, მაგ.: სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი) ადგილების აღრიცხვას; გ) სატრანსპორტო მიმოსვლისაგან ხის საარსებო გარემოს დაცვის ღონისძიებებს; დ) ხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მოვლის ღონისძიებების განსაზღვრას; ე) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავებას; ვ) შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემებით საჭირო გაანგარიშების წარმოებას; ზ) მონიტორინგის ჩატარების და პერიოდულობის განსაზღვრას. შეგროვებული მონაცემების დოკუმენტალურად გაფორმება წარმოებს შესაბამის სააღრიცხვო რეესტრში (კატალოგში). 3. მოვლის საჭიროება ხის მოვლის ღონისძიებები წარმოადგენს ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურ ჩარევას. მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხეების მდგომარეობის მონიტორინგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საჭირო განსაზღვრული ღონისძიების ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების პერიოდი. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს პროფესიონალური და კვალიფიციური შეფასების წინაპირობას. გასხვლა-ფორმირების ღონისძიებები, რომლებიც ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას ემსახურება, სასურველია ადრეულ ეტაპზე და დროულად განხორციელდეს. მუხლი 27🔗. ხეების გამხმარი ტოტებისაგან გაწმენდა სატრანსპორტო საშუალებებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხეები უნდა გაიწმინდოს ხმელი და გადატეხილი, წვრილი ზომის (დიამეტრი 3 სმ) ტოტებისაგან. მუხლი 28🔗. ხის ვარჯის მოვლა ხის ვარჯის მოვლა გულისხმობს ხეების გადახლართული, მოტეხილი ტოტებისაგან ან ისეთი ტოტებისაგან გაწმენდას, რომლებიც ერთმანეთს მჭიდროდ ეკვრის (როგორც 3.2.1-შია აღწერილი), აგრეთვე, ხმელი ტოტების მოცილებას (როგორც 3.2.3-შია აღწერილი) და შეჭრას, ხის ვარჯისათვის საჭირო განათების უზრუნველსაყოფად (როგორც 3.2.2 -შია აღწერილი). მუხლი 29🔗. ხის ვარჯის ფორმირება საჭირო განათების მიღების უზრუნველსაყოფად ხის ვარჯის საჭირო განათებით უზრუნველყოფის მიზნით ხის ფორმირება ხდება უმეტესად ტოტების შეჭრით გარეთა მხრიდან – წვეროსაკენ. ხის გარშემოწერილობის მიხედვით არჩევენ წვრილი და მსხვილი ტოტების სუსტ (5%), საშუალო (10%) და ძლიერ (15%) გამოხშირვას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ღონისძიებამ არ გამოიწვიოს ხის დაზიანება ან/და მისი ფორმისა და იერსახის მნიშვნელოვანი ცვლილება. მუხლი 30🔗. ხის წანაზარდები ხის ღეროსა და განშტოებებზე წარმოქმნილი ან/და არსებული წანაზარდები უნდა მოცილდეს ბრტყლად, მთელ დიამეტრზე. მუხლი 31🔗. გადაბელვა გადაბელვა ნიშნავს ხის მთლიან ვარჯზე ან მის ნაწილზე ძლიერი ტოტების შემოკლებას, ან მთლიანად მოშორებას (განშტოებების გადაბელვა). იმ შემთხვევაში, თუ ვარჯი მთლიანად იჭრება, ისე რომ მხოლოდ ხის ღერო რჩება, ღეროს გადაბელვა ეწოდება. თუმცა ასეთ ღონისძიებას მოჰყვება ნეგატიური შედეგები, როგორიცაა საკვები ნივთიერებების (გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება და ზრდა. ხის ვარჯის ასეთი ადგილები კვდება და იწყება ლპობის პროცესი, ირღვევა წონასწორობა ფესვებსა და ვარჯს შორის) უკმარისობა და ფესვთა სისტემის კვდომა. ეს ორივე ფაქტორი გამოწვეულია სოკოვანი ინფექციით, რომელსაც ხის სტრუქტურის ნეგატიური შეცვლა შეუძლია. მოსალოდნელია ხის გადატეხვის საშიშროების ზრდა და მისი მდგრადობის შემცირება. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭირო ხდება მისი ნაადრევი მოჭრა. ამის გამო, გამონაკლისი შემთხვევების დაუშვებელია ხის ღეროს გადაბელვა. მუხლი 32🔗. ვარჯის შემადგენელი შიდა ტოტების გასხლვა დაზიანებული ტოტები ან/და ხის ვარჯის ნაწილი, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვით და ხის საარსებო გარემოს შესაბამისად უნდა დამოკლდეს. ვარჯის დაუზიანებელი ნაწილი კი შემოკლებულ ნაწილთან შეფარდებით უნდა შეიჭრას ან გამოიხშიროს (მცენარისათვის საჭირო განათების მისაღებად). ტოტის გასხლვა იმ ადგილას ხორციელდება, სადაც გასასხლავი ტოტის დიამეტრი შეადგენს დასატოვებელი ტოტის 1/3-ს. მუხლი 33🔗. ძლიერ გასხლული ხეების რეაბილიტაცია ხის მთლიანი ვარჯი, სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოებიდან და ხის საარსებო გარემოდან გამომდინარე, უნდა შემოკლდეს. შემოკლება დასაშვებია ვარჯის გარშემოწერილობის 20%-ით. ამ ღონისძიების შემდეგ ვარჯმა უნდა შეძლოს შემდგომი განვითარება. მუხლი 34🔗. ვარჯის ჭრა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხეებს, რომლებიც ძლიერ არიან დაზიანებულნი და საფრთხეს უქმნიან ტრანსპორტის მოძრაობას, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, საჭიროა შეუმოკლდეს მსხვილი და დაზიანებული ტოტები. მუხლი 35🔗. გამონაზარდებიანი მოკლედ შეკრეჭილი ხეების შემდგომი მკურნალობა ახლად ამოზრდილი წანაზარდები, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უნდა განცალკევდეს ან შემოკლდეს. შეჭრა უნდა შესრულდეს უკვე განხორციელებული ჭრის ადგილიდან ზემოთ, მაგრამ არა ღონისძიების ან/და დაზიანების შედეგად გაჩენილი ჭრილობის შეხორცების ადგილას. ე.წ. მკურნალობა უნდა ჩატარდეს სისტემატურად 3-5 წელიწადში ერთხელ. ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ წლების მანძილზე შეიქმნას ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა აქამდე მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება. დანართი №2 მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ქუჩა/უბანი ----------------------------------------------------------------------------------------------------------- ფართობი ------- ჰა, სიმაღლის თანრიგი  --------- ჭრის სახე ---------------------------------------------------- მერქნიანი სახეობა ----------------------------------------- მოსაჭრელი ან ამოსაღები ხის/ხეების ან/და უბნის ნომერი ------------------------------------------- უბანში მოსაჭრელი ხეების ან მოსაჭრელ უბანში მოსაჭრელი ხეების რაოდენობა ----------------- აღრიცხვის უწყისის შემდგენი: ------------------------------------------------------------------------ აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი --------------------------------------------------- აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ------------------------------------        ბ.ა. დანართი №3 დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი N -------- 1. დაინტერესებული პირი --------------------------------------------------------------------------------------------------------------- (იურიდიული ან ფიზიკური პირი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, მისამართი; წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი) 2. მწვანე ნარგაობის სახეობა (ჯიში) ---------------- მოცულობა ------------------ კბ.მ 3. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ------------------------------------------------------------------ 4. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------                                                                        (ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი) 5. გადამზიდავი პირი -----------------------------------------------------------------------------------------                                                                       (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) 6. დაინტერესებული პირი: ------------------------------- ხელმოწერა                                                          (სახელი, გვარი) 7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ----- სთ. ----- წთ. „-----„ „-----------------„ „-------„ წელი. 8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი: ----------------------- ბ.ა                 ხელმოწერა                                                                                    (სახელი, გვარი)