⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (20.09.2017)

სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 25.03.2016
ძალის დაკარგვა 20.09.2017
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016261
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 613 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.03.2016 მიღება
20.09.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი კალანდარიშვილი სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2016 წლის 25 მარტი ქ. სენაკი სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღების და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე      საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა“ პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ”   საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,   სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის  წოდება.    მუხლი 2🔗 დამტკიცდეს თანდართული სენაკის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ დებულების  დამტკიცების თაობაზე“ სენაკის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015  წლის  15 ოქტომბრის  №48  დადგენილება. მუხლი 4🔗     დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილებადრი კალანდარიშვილი დანართი სენაკის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი ეს დებულება განსაზღვრავს სენაკის მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის  წოდების (შემდგომში – საპატიო მოქალაქის წოდება) მინიჭების წესსა და პირობებს. მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს: ა) განსაკუთრებული დამსახურება სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; ბ)  მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი სენაკის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; სენაკის მუნიციპალიტეტის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. 2. საპატიო  მოქალაქის წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში  ერთხელ. დაუშვებელია საპატიო მოქალაქის  წოდების მინიჭება პირის გარდაცვალების შემდეგ. მუხლი 2🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ბრძანების ფორმით იღებს სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებელი. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ საკითხს იხილავს და   სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს შესაბამის სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს სენაკის    მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 3🔗. საპატიო  მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები 1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: ა ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და გამგებელს; ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიას; გ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციას; დ) სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა არანაკლებ 5-კაციან ჯგუფს; ე) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით ორგანიზაციებს; ვ) არანაკლებ 30-კაციან საინიციატივო ჯგუფს ან/და იმავე საპატიო წოდების მფლობელ 3 პიროვნებას. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ    სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს: ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა; ბ) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი  პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება; გ) ბიოგრაფიული ცნობები; დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის  უკვე ცნობილი, ან საპატიო  მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები; ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ერთი ფერადი ფოტოსურათი. მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი 1.  საპატიო მოქალაქის წოდების  მინიჭების  შესახებ  სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორიელებას. 2. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა შესაბამისი სიგელი და სამკერდე ნიშანი, რომლის დამზადებას სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგებლის  შესაბამისი  სამართლებრივი აქტის  მიღებიდან ერთი კვირის ვადაში უზრუნველყოფს სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური  გამგეობის საფინანსო-საბოუჯეტო სამსახურთან ერთად. 3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ სიგელზე სენაკის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იგი დასტურდება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ბეჭდით. 4. საპატიო მოქალაქის წოდება მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. საპატიო  მოქალაქის წოდების გადაცემაზე უფლებამოსილი პირია სენაკის მუნიციპალიტეტის  გამგებელი. 5.  საპატიო  მოქალაქის  წოდების  მიმღებს,  წოდების  მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი  საჩუქარი  ან  /და ფულადი ჯილდო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადგენილი წესით. 6. საპატიო  მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით „საპატიო მოქალაქის წოდება“, რომლის ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის  ვებგვერდზე. 7. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს სენაკის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი,  ბიოგრაფია და ცნობები თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება.