„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2015 წლის 22 იანვრის №2/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №34/ნ |
|
2016 წლის 31 მარტი ქ. თბილისი |
1. პირველი მუხლის მე-7 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. მინისტრი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, ასევე, საბოლოო შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.
8. დეპარტამენტი, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოქმედებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ჰარმონიზაციის ცენტრთან (შემდგომში - ჰარმონიზაციის ცენტრი) კოორდინირებულად.
9. მინისტრი, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომლები, აგრეთვე, სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების დირექტორები ვალდებულნი არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო დახმარება გაუწიონ დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეს (შემდგომში - დეპარტამენტის მოსამსახურე) შიდა აუდიტორული შემოწმების, სამსახურებრივი შემოწმებებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელების პროცესში.“.
2. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა შემდეგი საქმიანობის განხორციელებით:
ა.ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
ა.ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
ა.გ) სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
ა.დ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ა.ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ა.ვ) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ა.ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ა.თ) სამინისტროს სისტემაში „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად და დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა აუდიტის განხორციელება, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის მიწოდება;
ა.ი) დადგენილი წესით შიდა აუდიტის ობიექტისათვის რეკომენდაციების მიცემა და მათი შესრულების მონიტორინგის განხორციელება;
ა.კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“;
ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) მინისტრის თანხმობის ან/და დავალების საფუძველზე, სამინისტროს სისტემის და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების თანამშრომელთა მიერ გადაცდომისა და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევების ფაქტების სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და მინისტრისათვის წარდგენა;“.
3. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ - ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შიდა აუდიტორული შემოწმების განხორციელებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს აუდიტორული შემოწმების ინდივიდუალური გეგმა;
გ) შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, გონივრული ვადის მითითებით, გაუგზავნოს შიდა აუდიტის ობიექტს იმ მიზნით, რომ მან წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრება შიდა აუდიტორულ ანგარიშში დასმულ საკითხებითან დაკავშირებით და რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა;
დ) შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგად, შეადგინოს შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, რომელიც ასახავს შიდა აუდიტის შედეგებს, შიდა აუდიტის განხორციელების პროცესსა და მიგნებებს, მათ ანალიზს და მათ საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს, აგრეთვე, შიდა აუდიტის ობიექტის არგუმენტაციას (ასეთი არგუმენტაციის არსებობის შემთხვევაში);
ე) საბოლოო სახით ჩამოყალიბებული შიდა აუდიტორული ანგარიში, აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმასთან ერთად, გაუგზავნოს მინისტრს;“.
4. მე-4 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის:
ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;“;
ა.ბ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას, შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;“;
ა.გ) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ1“ და „ტ2“ ქვეპუნქტები:
„ტ1) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის, ასევე, ორგანიზაციული სტრუქტურისა და ფუნქციების შეფასებას;
ტ2) შეიმუშავებს და ახორციელებს შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამას;“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. შიდა აუდიტის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებში ნებისმიერი ცვლილება ხორციელდება შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის წინადადებით, რისკების შეფასების საფუძველზე. აღნიშნულის საფუძველი შესაძლოა იყოს ცნობები სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ, ასევე, მოქალაქეთა წერილობითი განცხადებები, მათ შორის, საჩივრები, შეტყობინებები და სხვა სახის ინფორმაცია, სასამართლოს გადაწყვეტილებები, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით“ შემოსული შეტყობინებები, დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი ფაქტები, სამინისტროს სისტემაში განხორციელებული მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები, რისკ-ფაქტორების ცვლილება და სხვა ობიექტური გარემოებები.“.
5. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ - „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და უზრუნველყოფს დეპარტამენტის უფროსთან დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების წარდგენას;
გ) დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად ამზადებს დეპარტამენტის ყოველკვარტალურ ანგარიშს და დადგენილ ვადებში წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;
დ) დეპარტამენტის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე, დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს, რეკომენდაციებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს;“.
6. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) დეპარტამენტის უფროსს უშუალოდ ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, წარუდგენს სამმართველოს მიერ შედგენილ დასკვნას, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით;“;
ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს, ასევე, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.“.
7. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ის საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც არ შედიან დეპარტამენტის არც ერთი სტრუქტურული ერთეულის შემადგენლობაში, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე, ასრულებენ მის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას, ასევე, დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება მონაწილეობა მიიღონ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილების განხორციელებაში ან/და ჩართული იქნენ დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში/მუშაობაში კვალიფიკაციის გათვალისწინებით.“.
8. მე-11 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ფინანსური სახსრების გამოყენების, შესყიდვების პროცედურის განხორციელების და ხელშეკრულებების შესწავლა და შეფასება;“.
9. მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მიღებული განცხადებების, მათ შორის, საჩივრების, შეტყობინებებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს სისტემაში და სამინისტროს მართვაში არსებულ სუბიექტებში, დადგენილი წესით, განახორციელოს სამსახურებრივი შემოწმება დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებული განხორციელების პროგრამით;“.
10. მე-14 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურებრივი შემოწმება, რომლის დაწყებისას დეპარტამენტის უფროსი განსაზღვრავს შემოწმების საგანს, განხორციელების პროგრამას და შემოწმების ჯგუფის შემადგენლობას, ტარდება მინისტრის თანხმობის საფუძველზე.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დასკვნას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ყველა წევრი და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, რომელიც გაცნობისა და შემდგომი რეაგირებისათვის უშუალოდ ან/და დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით წარედგინება დეპარტამენტის უფროსს, ხოლო შემდგომში - მინისტრს.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
|