აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2016
ძალის დაკარგვა 01.01.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №33/04
სარეგისტრაციო კოდი 280050000.18.011.016190
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 01.01.2025
📋 აუქმებს — 1 აქტი
- არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 22.02.2010
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№33/04
2016 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლისა და „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 311 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
1. დამტკიცდეს თანდართული „აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი“
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2010 წლის 22 თებერვლის №19/01 ბრძანება „არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიერ აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების საკითხებს.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ წესით დადგენილი ფულადი ჯარიმები, თუ აქტივების მმართველმა კომპანიამ და/ან სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა:
ა) დაარღვია კანონმდებლობის, ინსტრუქციის, დებულების, წესის, ეროვნული ბანკის მოთხოვნები და/ან წერილობითი მითითებები, რაც გათვალისწინებულია ამ წესის მე-4 მუხლით;
ბ) დაარღვია ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინა არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია.
3. აქტივების მმართველი კომპანიისათვის და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
4. აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი მზღვეველისათვის გაცნობისთანავე.
5. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის აღსრულება უზრუნველყოს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული გასაჩივრების ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ.
6. ამ წესის შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული ჯარიმის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
7. ამ წესის შესაბამისად გადახდილი ფულადი ჯარიმის თანხა მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
მუხლი 2🔗. აქტივების მმართველი კომპანიისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას, აქტივების მმართველი კომპანია ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. წლიური ანგარიშის გამოქვეყნების და ეროვნულ ბანკში წარმოდგენის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია ჯარიმდება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
3. ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და/ან დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა ან მითითებული ვადების დარღვევით წარმოდგენა ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარით.
მუხლი 3🔗. სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის დასაკისრებელი ფულადი ჯარიმის ოდენობა
1. კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას, აქტივების მმართველი კომპანია ჯარიმდება 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. საპენსიო დანაგროვების აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დარღვევის გამოვლენისას სპეციალიზებული დეპოზიტარი ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. ბანკის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და/ან დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა ან მითითებული ვადების დარღვევით წარმოდგენა ჯარიმდება 500 (ხუთასი) ლარით.
მუხლი 4🔗. ფულადი ჯარიმისაგან გათავისუფლება
1. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი ფულადი ჯარიმის დაკისრებისა და გადახდისაგან, თუ ფულადი ჯარიმის გადახდის შედეგად შესაძლებელია:
ა) აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური მდგომარეობა ისე გაუარესდეს, რომ საფრთხე შეექმნას მათ მომავალ ფუნქციონირებასა და გადახდისუნარიანობას;
ბ) აქტივების მმართველი კომპანია და სპეციალიზებული დეპოზიტარი გახდეს გადახდისუუნარო.
2. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.