საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2014 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
2014 წლის ანგარიში
(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით)
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ა” და „ე” პუნქტები
• მიმდინარე წლის განმავლობაში, 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” შემოვიდა 11 (თერთმეტი) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ. აღნიშნული განცხადებებიდან სრულად დაკმაყოფილდა 10 (ათი) განცხადება, ხოლო 1 (ერთი) განცხადება წინამდებარე ანგარიშის მომზადების დროისათვის განხილვის ეტაპზეა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადება სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” არ შემოსულა.
აღნიშნულ პერიოდში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს” საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს.
• მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს” მრჩეველთა საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „გ” პუნქტი
• სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში” საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით. ამასთან, აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” არქივში და ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილებაში არსებულ სათავსში.
• სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიასა და რადიოში” დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის/პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით არ გაცემულა.
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „დ” პუნქტი
• მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და, შესაბამისად, მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა.
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ვ” პუნქტი
• სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიასა და რადიოს” მიმდინარე 2014 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს.
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის „ზ” პუნქტი
• მიმდინარე 2014 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების) გადახდას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს” მხრიდან ადგილი არ ჰქონია.
მალხაზ ბოლქვაძე
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი
2014 წლის 10 დეკემბერი