აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №475
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 32 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის უფლებამოსილება მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ერთი წლის ვადით.
პრემიერ-მინისტრი გ. კვირიკაშვილი