რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №486
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021074
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ვუდიმპექსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 10 ივნისის №485 განკარგულებითა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „სითი ლოფტისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 15 სექტემბრის №15/09/07 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობების დადგენისა და შპს „ვუდიმპექსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების თაობაზე საფრანგეთის რესპუბლიკიდან სერგო კვანტალიანის საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „ხარებასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.apple-converted-space {}
span.highlight {}
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №486
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
რიგ საწარმოებზე რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების შესახებ
„საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის წინადადებების საფუძველზე:
1. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს შპს „უშბა დისტილერზე“ (ს/ნ 205011262) 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების (იმპორტის გადასახადის გარეშე), სულ − 1 743 463.04 ლარის რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე − გაყინვა, 36 თვე − გადავადება).
2. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, განხორციელდეს „სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ „რეგიონალური ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და ხალხური რეწვის განვითარების“ ქვეპროგრამის ფარგლებში შერჩეული საწარმოების ნუსხის დამტკიცებისა და სესხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 31 ოქტომბრის №709 განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ ფარგლებში სამეწარმეო ამხანაგობა „ენვერ ლაზიშვილსა და სხვებზე“ (ს/ნ 247009268) გამოყოფილი სესხის გადაუხდელობის შედეგად სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართ 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანების, სულ − 29 597.98 ლარის (ძირითადი თანხა − 18 702 ლარი, პროცენტი − 2 912 ლარი, პირგასამტეხლო − 7 983.98 ლარი) რესტრუქტურიზაცია 60 თვის ვადით (24 თვე − გაყინვა, 36 თვე − გადავადება).
3. სამეწარმეო ამხანაგობა „ენვერ ლაზიშვილმა და სხვებმა“ (ს/ნ 247009268), „სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, წარადგინოს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, რომლის ოდენობა უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანებისა და მასზე რესტრუქტურიზაციის პერიოდში დასარიცხი სარგებლის ოდენობას.
4. „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „კ.ა“ და „კ.დ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც უიმედო სესხი, შპს „გევას“ (ს/ნ 236036035) ჩამოეწეროს 2016 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით რიცხული 21 270 526.73 აშშ დოლარის ეკვივალენტური თანხის სასესხო დავალიანება ლარში (ძირითადი ვალი − 4 750 000.00 აშშ დოლარი, ჯარიმა ძირითადი ვალის ვადაგადაცილებაზე − 12 957 888.64 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი − 887 462.60 აშშ დოლარი, ჯარიმა დარიცხული პროცენტის ვადაგადაცილებაზე − 2 675 175.49 აშშ დოლარი).
5. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადები განისაზღვროს „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, №1 დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი