სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 21.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №489
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.021077
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.03.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თიანეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების დუშეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი)ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №489
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ
– სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 მარტის №5/11649 გადაწყვეტილება ქალაქ ნინოწმინდაში, თავისუფლების ქუჩა №37ა-ში მდებარე 1641.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების: ობიექტი 1-ის (სამხედრო კომისარიატი)
– განაშენიანების ფართით
– 218.3 კვ.მ, ობიექტი 2-ის - განაშენიანების ფართით
– 6.1 კვ.მ და ობიექტი 3-ის (ავტოფარეხი)
– ფართით
– 76.4 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №65.12.33.425) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი