სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №494
2016 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნებისა და უფლებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 19 თებერვლის №26 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადაეცეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ფ/პ ივანე მარტიაშვილს (უფლებამონაცვლე: შპს „აჭარა რიალ ისთეითი“ (ს/ნ: 204515756))შორის (დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში) 2005 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული №1-7209 ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოთხოვნები და უფლებები.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი