სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.03.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 040110030.10.003.019218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2016 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ფიზიკური პირებისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობისხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №153
2016 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 და 61 პუნქტებისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი
ამ წესის მიზანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რიგი ქონების სამოქალაქო ბრუნვაში მოქცევის ხელშეწყობა, ბაზრისა და მიწის ფონდის ათვისება, ქონების რაციონალურად გამოყენება და უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საკუთრების უფლების დადასტურება –
უძრავ ნივთზე პრივატიზების პროცესის დასრულება და დაინტერესებული პირისთვის, საკუთრების უფლების დადასტურების თაობაზე, შესაბამისი დოკუმენტის გაცემა;
ბ) დაინტერესებული პირი –
ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს;
გ) ხელშეკრულება –
დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულება/ოქმი;
დ) სააგენტო –
სსიპ –
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
ე) უძრავი ნივთი –
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. საკუთრების უფლების დადასტურება
1. საკუთრების უფლების დადასტურება ხორციელდება, თუ:
ა) „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე დაინტერესებულ პირსა და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს შორის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულია შესაბამისი ხელშეკრულება;
ბ) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ქონების საპრივატიზებო საფასური გადახდილია სრულად (მათ შორის, ვადის გადაცილებით) ან უძრავი ქონების შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 80% (მათ შორის, ვადის გადაცილებით), ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შემთხვევაში, სრულად გადახდილია საპრივატიზებო საფასურის, სულ მცირე, 50% (მათ შორის, ვადის გადაცილებით);
გ) პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ ამ დადგენილების ამოქმედების დღისთვის არ არის გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
დ) სრულად შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ამ წესით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, სააგენტო განუსაზღვრავს დაინტერესებულ პირს ვადას დარჩენილი (გადაუხდელი) თანხის გადასახდელად. თანხის დადგენილ ვადაში გადახდის შემთხვევაში, სააგენტო ახორციელებს საკუთრების უფლების დადასტურებას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თანხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი კარგავს, ამ წესის შესაბამისად, საკუთრების უფლების დადასტურების მოთხოვნის უფლებას. ამ შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები ან/და გაწეული დანახარჯები.
მუხლი 4🔗. საკუთრების უფლების დადასტურების წესი და პროცედურა
1. საკუთრების უფლების დადასტურებას ახორციელებს სააგენტო, ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
2. საკუთრების უფლების დადასტურების მიზნით, დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სააგენტოს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) უძრავი ნივთის ამონაწერს საჯარო რეესტრიდან;
ბ) უძრავი ნივთის პრივატიზების პროცესის დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტს, მათ შორის, შესაბამის ხელშეკრულებას;
გ) საპრივატიზებო საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ წესის შესაბამისად;
დ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტს, თუ ეს საჭიროა საკითხის სრულყოფილად გამოკვლევისთვის.
3. სააგენტო განიხილავს განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციას და შესაბამისი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების დადასტურების ან საკუთრების უფლების დადასტურებაზე უარის თქმის თაობაზე.
მუხლი 5🔗. შემთხვევები, რომლებზეც არ ვრცელდება ამ წესის მოქმედება
ეს წესი არ ვრცელდება და, შესაბამისად, საკუთრების უფლება დადასტურებას არ ექვემდებარება, თუ:
ა) შესაბამისი პრივატიზების განხორციელების დროს მოქმედი კანონმდებლობით, ქონების საპრივატიზებო საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის/ვადაგადაცილებით გადახდის ან/და სხვა საფუძვლით, პრივატიზების შედეგები გაუქმებულია ან/და ხელშეკრულება შეწყვეტილია შესაბამისი სამართლებრივი აქტით;
ბ) უძრავი ნივთი განკარგულია კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაინტერესებული პირის მიმართვის დღისთვის აღარ წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას;
გ) არსებობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გარემოება, რაც აბრკოლებს ან/და შეუძლებელს ხდის ქონებაზე საკუთრების დადასტურებას.