,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს(დებულების) რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14-ივლისის N-09 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2016 წლის 30 მარტი დაბა ლენტეხი |
,, მუხლი 94. პეტიციის წარდგენა და განხილვა
1.პეტიციის წარდგენის უფლება აქვს:
ა) ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1%-ს;
ბ) საერთო კრებას.
2. პეტიცია იწერება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე.
3. პეტიციის სახით შეიძლება წარდგენილი იქნეს:
ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ) მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითადი პრინციპები ან კონკრეტული წინადადებები;
გ) მუნიციპალიტეტისთვის ან/და დასახლებისათვის საერთო მნიშვნელობის პრობლემებიდან გამომდინარე საკითხების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე შესწავლის, განხილვის და გადაწყვეტის მოთხოვნა.
4 . პეტიცია უნდა შეიცავდეს:
ა) შესაბამისი განცხადების ტექსტს;
ბ) პეტიციის წარმდგენი სუბიექტის მომხსენებლის/ მომხსენებლების( შემდგომში - პეტიციის წარმდგენი) არაუმეტეს 3 პირისა, სახელს, გვარს, მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს (არსებობის შემთხვევაში) და საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
გ) პეტიციის წარდგენის თარიღს;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პეტიციის წარმდგენი ამომრჩევლების სიას, რომელიც უნდა შეიცავდეს ამომრჩეველთა სახელს, გვარს, დაბადების თარიღს (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირად ნომერს, რეგისტრაციის ადგილს და ხელმოწერას;
ე) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში-მოსამზადებელი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის ძირითად პრინციპებს ან კონკრეტულ წინადადებებს;
ვ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტულად ჩამოყალიბებულ მოთხოვნას და შესაბამის დასაბუთებას.
5. პეტიციას არეგისტრირებს საკრებულოს აპარატი და 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის’’ 851 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად
6. პეტიციის წარმდგენს, პეტიციის რეგისტრაციაში გატარების მოთხოვნიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ეძლევა პეტიციის რეგისტრაციის მოწმობა.
7.პეტიციის რეგისტრაციაში გატარებაზე უარი დასაშვებია, თუ დარღვეულია ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ან /და პეტიციით გათვალისწინებული საკითხის გადაწყვეტა არ განეკუთვნება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას პეტიციის წარმდგენს უფლება აქვს უარი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაასაჩივროს სასამართლოში.
8. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პეტიციას საკრებულო განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ’’ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
9 . ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პეტიცია, მისი რეგისტრაციიდან 7 დღის ვადაში, ბიუროს გადაწყვეტილებით შესასწავლად გადაეცემა შესაბამის კომისიას ან საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით ან განსახილველად ეგზავნება გამგებელს.
10. საკრებულო ბიუროს მიერ პეტიციის გადაგზავნიდან ერთი თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პეტიციის შესასწავლად საკრებულოს სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზანშეწონილობის შესახებ ან პეტიციას უგზავნის შესაბამის კომისიას.
11. საკრებულოს შესაბამისი კომისია ან სამუშაო ჯგუფი პეტიციას განიხილავს მიღებიდან 15 დღის ვადაში და იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) პეტიციის შესაბამისად დადგენილების პროექტის მომზადების მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე;
ბ) ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პეტიციის შესწავლისა და საკრებულოს სხდომისთვის განსახილველად წარდგენის თაობაზე;
გ) პეტიციის განხილვის მიზანშეწონილად მიჩნევის თაობაზე.
12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები უნდა ეცნობოს პეტიციის წარმდგენს მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.
13. საკრებულოს შესაბამისი კომისია, ამ მუხლის მე-11 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში საკრებულოს სხდომას განსახილველად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტს, რასაც საკრებულო განიხილავს საკრებულოს დადგენილების მიღებისათვის საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი‘’ და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
14. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის მიერ მზადდება პეტიციის შესახებ დასკვნა და პეტიცია დასკვნასთან ერთად განსახილველად წარედგინება საკრებულოს სხდომას, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ერთი თვის ვადაში.
15. ამ მუხლის მე-11 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება 15 დღის ვადაში წარედგინება საკრებულოს. საკრებულო შესაბამის ინფორმაციას იღებს ცნობად, ან არ ეთანხმება და იღებს სხვა შესაბამის გადაწყვეტილებას.
16. ამ მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრული ვადები საკრებულოს გადაწყვეტილებით შეიძლება გაგრძელდეს ერთი თვით.
17. გარდა ამ მუხლის მე-18 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პეტიციის განხილვის შემდეგ საკრებულო შესაბამის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის განმავლობაში აცნობებს პეტიციის წარმდგენს.
18. თუ პეტიცია საერთო კრების მიერ არის წარდგენილი, პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ინფორმაცია საერთო კრებას უნდა წარედგინოს გადაწყვეტილების მიღებიდან 1-თვის ვადაში ან კრების რჩეულს 10 დღის ვადაში. ’’
1.მუნიციპალიტეტის ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ საერთო კრების უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისათვის აუცილებელი პროექტებისა და ინფორმაციის წარდგენა საერთო კრებისთვის, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით’’ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით ,, დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების თაობაზე’’ და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესისა და ამ რეგლამენტის შესაბამისად.
2.მუნიციპალიტეტის ორგანოები და თანამდებობის პირები, უფლებამოსილების ფარგლებში ვალდებულნი არიან:
ა) განიხილონ საერთო კრების გადაწყვეტილება და განხილვის შედეგების შესახებ დასაბუთებული პასუხი გონივრულ ვადაში აცნობონ საერთო კრების წარმართვაზე (თავმჯდომარეობაზე) უფლებამოსილ პირს;
ბ) დასახლების საერთო კრებას დამტკიცებამდე ორი კვირით ადრე მაინც გადაუგზავნონ ინფორმაცია დასახლების ტერიტორიაზე განსახორციელებელი პროექტების და მუნიციპალური პროგრამების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, დასახლებათა საზღვრების ცვლილებების თაობაზე;
გ) საერთო კრების მიერ შეთავაზებული საკითხის განხილვამდე 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე მაინც უზრუნველყონ შესაბამისი დასახლების რჩეულის წინასწარი ინფორმირება, იმ შემთხვევაში თუკი საერთო კრებას ყავს რჩეული.’’
,,მუხლი 1352 დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება
დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცება;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურის განსაზღვრა;
გ) საერთო კრების მიერ წარმოდგენილი პეტიციის განხილვა.’’.
|