⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2017)
გაუქმებულია:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 24.03.2016
ძალაში შესვლა 01.03.2016
ძალის დაკარგვა 01.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/154
სარეგისტრაციო კოდი 010240070.22.024.016434
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/03/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.03.2016 მიღება
01.03.2016 ძალაში შესვლა
01.06.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/154 2016 წლის 24 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ)საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა; 2. ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკავლიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება; ბ) სასურველია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის  (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა; მუხლი 2🔗. ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მოხელეები ეკონომიკური ზრდის ანალიზის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკავლიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკური სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და ეკონომიკური ანალიზის ან/და პოლიტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; ბ) საქართველოს კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (თავი VI), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის (თავი I), საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის  (თავი V) და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების ცოდნა; გ) ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი  ცოდნა;