წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ.წალენჯიხის და ქ.ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებშიარსებულტერიტორიაზე,(ქუჩებში,სკვერებში დასაზოგადოებრივი თავშეყრის სხვაადგილებში), წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა თაობაზე
მიღების თარიღი 30.03.2016
ძალის დაკარგვა 30.08.2023
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016274
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია | წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ.წალენჯიხის და ქ.ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებშიარსებულტერიტორიაზე,(ქუჩებში,სკვერებში დასაზოგადოებრივი თავშეყრის სხვაადგილებში), წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცებისა თაობაზე
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2016 წლის 30 მარტი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. წალენჯიხის და ქ.ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (ქუჩებში,სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093 მუხლისა და 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თანდართული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესი.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქ. წალენჯიხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე შინაური პირუტყვის ქუჩებში, სკვერებში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვების აკრძალვის და სპეციალურ სამყოფელში გადაყვანილი პირუტყვის ყოველდღიური შენახვის ხარჯის ფადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 29 იანვრის №3 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. წალენჯიხის და ქ.ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის აკრძალვის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს წესი არეგულირებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ წალენჯიხის და ქალაქ ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ –
ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მეთვალყურეობს ქვეშ ან/და უმეთვალყურეოდ გაშვების აკრძალვას.
2.
ამ წესის მიზანია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის, სისუფთავის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ურბანულ გარემოში ადამიანისა და ცხოველის თანაარსებობის უსაფრთხო და საიმედო გარემოს შექმნა.
მუხლი 2🔗.
მოხეტიალე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-იზოლირების ღონისძიებანი
1.
იკრძალება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (ქუჩებში, სკვერებში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) შინაური პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე გაშვება, ძოვება და ხეტიალი.
2.
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.
მუხლი 3🔗.
მოხეტიალე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-იზოლირების პირობები და უფლებამოსილი ორგანოები
1.
პირუტყვის იზოლირებას ახორციელებს ა(ა)იპ „ქ. წალენჯიხის და ქ. ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურები“ (შემდგომში-შემსრულებელი), რომლებთანაც ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება.
2.
შემსრულებელი ვალდებულია პირუტყვის დაჭერისთანავე გაავრცელოს ინფორმაცია იმდაგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო წრისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის მიერ დაკავებული პირუტყვის წაყვანის შესახებ.
3.
გადაიყვანოს პირუტყვი სპეციალურ იზოლატორში.
4.
მიაწოდოს ინფორმაცია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს პირუტყვისაგან მიყენებული ზიანის შესახებ.
5.
შემსრულებელი ვალდებულია დაკავებული პირუტყვი ამყოფოს ჩვეულებრივ პირობებში, განახორციელოს მათი კვება, მოვლა, დაცვა.
6.
ცხოველის სადღეღამისო კვება, შენახვა და განაცხადის გამოქვეყნება განხორციელდეს პირუტყვის მესაკუთრის ხარჯზე.
7.
შემსრულებლისაგან ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, უმეთვალყურეოდ მიტოვებული წვრილფეხა ან მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერის ადგილზე ან/და ცხოველთა სადგომისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს გამგეობის ზედამხედველობის სამსახური.
8.
შემსრულებელი ვალდებულია სრულყოფილად აწარმოოს პირუტყვის დაჭერის თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, პირუტყვის მესაკუთრეზე დაკისრებული შენახვის ხარჯის ამოღებასთან დაკავშირებით იხელმძღვანელოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
ჯარიმის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები
1.
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეპატრონის დაჯარიმება ხორცილდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად და ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2.
დაჯარიმებული პირუტყვის მესაკუთრე ჯარიმას იხდის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
3.
დაჭერილი ცხოველის მეთვალყურეობის მომსახურების თანხა განისაზღვროს დღეში 10(ათი) ლარით.
4.
შემსრულებელი ვალდებულია დაჭერილი პირუტყვი მესაკუთრეს გაატანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის და გადახდილი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, რის შესახებაც ფორმდება დაჭერილი პირუტყვის მიღება-ჩაბარების აქტი, თარიღის მითითებით და მხარეების ხელმოწერით.
5.
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაკისრებულ ჯარიმას იხდის 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
თუ პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
მუხლი 5🔗.
დასკვნითი დებულებანი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორცილედება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.