ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2016
ძალის დაკარგვა 06.03.2018
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი პროგრამა/
ქვეპროგრამა
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი | ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| პროგრამული კოდი | პროგრამა/ ქვეპროგრამა |
| წლიური გეგმა | I |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 27.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2016 წლის 31 მარტი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გეგმის ცვლილების ცნობის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 5🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ კუბლაშვილი
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში - წესი) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. წესი განსაზღვრავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მექანიზმს.
მუხლი 2🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების ძირითადი პრინციპები.
1. ერთი პრიორიტეტიდან სხვა პრიორიტეტზე ასიგნების გადანაწილება, გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის, წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებისა, შეიძლება მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
2. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება.
3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელების 5%-ს (გარდა ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლების დავალიანების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდისათვის გათვალისწინებული ასიგნებებისა) და ასიგნების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს ერთი პრიორიტეტის ფარგლებში, პროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად.
4. პრიორიტეტის პროგრამისა და ქვეპროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის გადანაწილება ხორციელდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამგებლის ბრძანებით.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია:
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლთან შეთანხმებით მოამზადოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე განახორციელოს ცვლილებები (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში;
ბ) მოამზადოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები (მ.შ. პროგრამული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ გადასახდელებში და შემოსულობებში, განხორციელებული ცვლილებები 1 თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, ცნობის სახით უნდა წარედგინოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს;
გ) მოამზადოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტი და ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის სარეზერვო ან წინა წლების დავალიანებების დაფარვის და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებიდან გამოყოფილი ასიგნებებით დააზუსტოს ბიუჯეტი.
დ) განახორციელოს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში კვარტალებს შორის გადანაწილება გამგებლის ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება.
1. საბიუჯეტო წლის განვალობაში ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლისთვსაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები, მიმართავს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს ასიგნების გადანაწილების თაობაზე, წარდგენილ მოთხოვნაში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია და შესაბამისი დასაბუთების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.
2. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ასიგნების გადანაწილებაზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია, საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ გადანაწილების თაობაზე წარმოდგენილი მოთხოვნით განხორციელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შეზღუდოს მოთხოვნის გათვალისწინებულ თანხებზე სახელმწიფო ხაზინაში გადახდაზე ვალდებულების დარეგისტრირების შესაძლებლობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დასაბუთებული მომართვის საფუძველზე, მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამ წესის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში ამზადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტს.
4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ტყიბულის მუნციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს. ამ თანხის ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით. შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღების შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ბიუჯეტის პროგრამულ კლასიფიკაციაში და მის მიერ დამტკიცებულ განწერაში, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
5. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან შესაბამისი არგუმენტაციისა და დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთსა და იმავე პროგრამაში ქვეპროგრამაში ხარჯების ეკონომიკურ, არაფინანსური აქტივებისა და მათზე ოპერაციების, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციის მუხლებით და ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ასიგნებებში მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უფლებამოსილია გაატაროს შესაბამისი ცვლილებები ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
6. მოთხოვნა წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარედგინება წერილობითი სახით, შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ. საბიუჯეტო ორგანიზაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა წერილის შინაარსა და ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობაზე.
7. ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური განიხილავს წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას და არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა, ამზადებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების პროექტს ასიგნების გადანაწილებაზე, ხოლო გადანაწილებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საბიუჯეტო ორგანიზაციას ეცნობება წერილობით.
8. წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების გადანაწილებაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას (დანართი №2) ელექტრონული ფორმით და ახორციელებს ცვლილების განწერით დამტკიცებული ასიგნებების დაზუსტების მიზნით ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში (E-Budget). ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებს ბიუჯეტის მართვის ელ.სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირი. აღნიშნულ ცნობას ენიჭება თარიღი და ნომერი.
9. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობის ელექტრონული ფორმით ასევე ზუსტდება ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდებით გათვალისწინებული ასიგნებები. ამ შემთხვევაშიც წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გამოყოფა ხორციელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
10. ბიუჯეტის სარეზერვო და წინა წლების დავალიანებების დაფარვა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან ასიგნების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
დანართი №2
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური
გეგმის ცვლილებების ცნობა №
20 . . წლის " . . . ." . . . . . . . . . . . . . . . ."
------------------------------------------------------------------------------------------------
(საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება, პროგრამული კოდი)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
( ცვლილების საფუძველი - დადგენილება, განკარგულება, ბრძანება, გადაწყვეტილება)
20 . . წლის " . . . . ." . . . . . . . . . . ."
---------------------------------------------------------------------------------------
(ცვლილების შინაარსი)
პროგრამული კოდი
პროგრამა/
ქვეპროგრამა
საბიუჯეტო
კლასიფიკაციის
მუხლი
ცვლილების თანხა +/- (გადიდებული-შემცირებული)
მ.შ კვარტლების მიხედვით
წლიური
გეგმა
I
II
III
IV
ჯ ა მ ი
დაფარვის ან მიმართვის წყარო
1. დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან
2. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან
3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა
4. დანარჩენი ცვლილება.
დანართი №3
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში
----------------------------------------------------------------------------------------------------------
მუხლი 1🔗
1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის "ბ2-გ" ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომ - ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტების და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების წესი, კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე.
2. ა(ა)იპ ბიუჯეტის კვარტალებს, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამული კოდებს შორის ცვლილებების შეტანის საკითხის გადაწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ეს წესი არეგულირებს მხოლოდ განხორციელებული ცვლილებების ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ასახვის წესს, ასევე საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილების მექანიზმებს კანონმდებლობით ნებადართული სხვა (არასაბიუჯეტო სახსრები) შემოსავლებით მიღებული სახსრების ნაწილში.
3. ეს წესი ადგენს მხოლოდ ბიუჯეტის დაზუსტების პროცედურულ საკითხებს, ხოლო ბიუჯეტის დაზუსტების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თავად შესაბამისი იურდიული პირი საქართველოს კანონმმდებლობით დადგენილ წესით, კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან (მუნიციპალიტეტის გამგებელთან) შეთანხმებით.
4. ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი მოთხოვნას მისთვის დამტკიცებული განწერაში ცვლილების შეტანის შესახებ წარუდგენს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელს. მოთხოვნა რეზოლუციის შესაბამისად წარედგინება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, რომელიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით განსაზღვრულია როგორც პროგრამის განმახორციელებელი და რომლის ფარგლებშიც ა(ა)იპ განკარგავს ასიგნებებს ელექტრონული სისტემის მეშვეობთ. პროგრამის განმახორციელებელი საბიუჯეტო ორგანიზაცია მოთხოვნას ასიგნების გადანაწილებაზე სათანადო არგუმენტით და შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც შემდგომ რეზოლუციით წარედგინება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს.
5. ა(ა)იპ, რომელიც თავად წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის /ქვეპროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციას ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურას, როგორც პროგრამის/ქვეპროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია ახორციელებს თავად.
6. კანონმდებლობით დადგენლი წესით ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხარჯთაღრიცხვის ცვლილების შესაბამისი ელექტრონული ცნობით ახორციელებს მოთხოვნილი ცვლილების ასახვას ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ( E-Budget).
7. ა(ა)იპ-ების ბიუჯეტებში ცვლილების განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტა სცილდება ამ წესის რეგულაციებს და ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 2🔗
1. ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობას ადასტურებენ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში ცნობის დადასტურებაზე უფლებამოსილი პირები.
2. განხორცილებული ცვლილებები ა(ა)იპ-სათვის ხელმისაწვდომი ხდება ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით.