,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №1 |
|
2016 წლის 18 აპრილი ქ. ბათუმი |
,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებით (საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდი, 17.07.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.33.058.016044) დამტკიცებულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“;
ბ) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:
,,მუხლი 11
ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი;
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“;
გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
,,მუხლი 41
ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2.ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა. ასევე, windows server საფუძვლების ცოდნა, კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის ტექნიკური გამართვის უნარი, Microsoft–ის ოპერაციული სისტემების მართვის უნარი და ქსელის საფუძვლიანი ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“.
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“;
ე) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;";
ვ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,თ) ,,გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;“;
ზ) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე1“ ქვეპუნქტი:
,,ე1) ,,გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;“;
თ) მე-15 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 მუხლები:
,,მუხლი 151
სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი (დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით);
3. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
4. უცხო ენის (ინგლისური; რუსული) ცოდნა;
5. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე) ,,აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილება;
ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“
მუხლი 152
სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3. უცხო ენის (ინგლისური; რუსული) ცოდნა;
4. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება.“;
ი) ამოღებულ იქნეს 25-ე მუხლი.
კ) 49-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 50-ე მუხლი:
,,მუხლი 50
საინფორმაციო-საკონსულტაციო დეპარტამენტის რეგიონალური განვითარების ანალიტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. უმაღლესი ეკონომიკური განათლება;
2. ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft oFFice Word, Microsoft oFFice Excel, Microsoft oFFice PowerPoint, Microsoft oFFice Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
3. შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №32 დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულება“.
4. შემდეგი თემატიკის ცოდნა:
მეურნეობრიობის ტიპები და სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა ორგანიზაციული ფორმები;ბაზრის როლი აგრობიზნესის განვითარებაში; საწარმოო ფაქტორები და მათი გამოყენების ეფექტიანობა სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში; წარმოების დანახარჯები; სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობა; სასოფლო-სამეურნეო წარმოების სპეციალიზაცია, კოოპერირების ფორმები.". |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 18.04.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.33.058.016097.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება „,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის 2013 წლის 15 ივლისის №125 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №1, 18.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320000.33.058.016097 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3240633/