„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №28 |
|
2016 წლის 1 აპრილი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნტი:
„ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობა.“.
2. მე-9 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“.
3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და დანიშნულებისამებრ მიწოდებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირებას და მათ განვითარებაზე ზრუნვას;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფასა და მათ ადმინისტრირებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელებას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
2. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია პირველი განყოფილება, მეორე განყოფილება და მესამე განყოფილება, რომელთა შორის ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.“.
4. მე-13 მუხლის „გ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 01.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016622.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის N56-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №28, 01.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016622 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3240720/