„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის N45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1647
სარეგისტრაციო კოდი
010320000.22.029.016350
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №1647

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2010 წლის 3 ივნისის №45 ბრძანების (სსმ, 64, 07/06/2010) (სსმ III, 07.06.2010, №64, მუხ. 969) პირველი პუნქტით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის (შემდგომში – დევნილი), სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახებისათვის (ეკომიგრანტი) (შემდგომში – ეკომიგრანტი), მიგრანტთათვის, თავშესაფრის მაძიებელთათვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და სხვა დაინტერესებულ პირთათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;“.

2. დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„პ“ ქვეპუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში, დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;

კ) დეპარტამენტისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანიზაციებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვა;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა, მიგრანტთა, თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და სხვა დაინტერესებულ პირთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების, კორესპონდენციის, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების  განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, საჭიროების შემთხვევაში მათი შეთანხმება და/ან გამოცემა;

ნ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების ანალიზი და შესაბამისი სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;

ო)  სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;  

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

3. დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში იურიდიულ კონსულტაციას უწევს დევნილებს, ეკომიგრანტებს, მიგრანტებს, თავშესაფრის მაძიებლებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს და სხვა დაინტერესებულ პირებს;“.

4. დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოსა და სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსებს ჰყავთ თითო მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობებს ასრულებს შესაბამისი სამმართველოს უფროსის მოადგილე. იგი ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაშია 2016 წლის 1 აპრილიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრისოზარ სუბარი