მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2016
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2016
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2016 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (4)
| 1 | 2 |
| მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე | მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სახელი და გვარი |
| ქონების დასახელება | ლოტი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიური ფორმების დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 05.10.2010
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, იჯარის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასის განსაზღვრის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ბილეთისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმისა და ბილეთის ფასის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული) ფორმით პრივატიზების პირობებით/უპირობოდ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონულ აუქციონში (პირობებით/უპირობოდ) გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების ფორმის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2016 წლის 31 მარტი
დაბა მესტია
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის (ელექტრონული/საჯარო) ფორმით პრივატიზებისას (პირობით/უპირობოდ) ბიჯის სიდიდის, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის, ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის, საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების, რეგისტრაციის ჟურნალის, ბილეთის ფორმების დამტკიცებისა და ბილეთის ფასის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების მე-4 მუხლის, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1.
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №1);
2.
პირობებით ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №2);
3.
საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №3);
4.
პირობებით საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა (დანართი №4);
5.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №5);
6.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმა (დანართი №6);
7.
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი №7; №8);
8.
საჯარო აუქციონში მონაწილის განცხადების ფორმა (დანართი №9; №10; №11);
9.
აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაციის ჟურნალის ფორმა (დანართი №12);
10.
საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფორმა (დანართი №13).
მუხლი 2🔗
განისაზღვროს საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი:
1.
კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის - 100 ლარი;
2.
ფიზიკური პირებისათვის - 50 ლარი.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმების დამტკიცების თაობაზე“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 5 ოქტომბრის №18 დადგენილება და „მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 22 მარტის №7 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე
დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №
(ტიპური ფორმა)
დ. მესტია ,,___ “ ,,___________“ 20-- წ.
წინამდებარე ოქმი გაიცა -------------------------------------------------------------------------------------------
აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, /იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა/სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები.
მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების --------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (------------------------------------------)
(ციფრებით - სიტყვიერად)
შემდგომი პრივატიზების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ,, ----------“ ,,---------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის:
--------------- (-----------------------------------)
(ციფრებით სიტყვიერად)
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ძირითადი და უფლება-მოვალეობების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ---------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
5. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი „ბე“ არ დაუბრუნდება. მას აგრეთვე არ დაუბრუნდება მის მიერ შეტანილი არასრული თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
6. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
7. მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
8. წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
9. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
10. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------- /-----------------------/
ხელმოწერა, სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) ----------------- / -------------------- /
ხელმოწერა, სახელი, გვარი
ბ.ა.
დანართი №2
მესტიის მუნიცაპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №
(ტიპური ფორმა)
დ. მესტია ,,___ “ ,,___________“ 20-- წ.
წინამდებარე ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------ აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი, (იურიდიული პირის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა), სახელწოდება, წარმომადგენლის სახელი, გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები. მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად მუნიციპალური ქონების
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და სამეწარმეო რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ------------------- (-----------------------------------)
(ციფრებით, სიტყვიერად)
შემდგომში პრივატიზების მიზნით მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ 20-- წლის ,,------------“ ,,---------------------“ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
------------------- (-----------------------------------) ლარის, საფუძველზე ის
(ციფრებით, სიტყვიერად)
გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში - მყიდველი) და მას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მოთხოვნების შესაბამისად ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის ქონება -----------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და სამეწარმეო რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე)
2. მყიდველი ვალდებულია: აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ ანგარიშზე № -------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. მყიდველს გადახდილი ,,ბე“ ეთვლება ანგარიშსწორებისას.
4. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ბ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გ) -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
5. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
6. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია, ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
7. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
8. ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.1%-ს.
9. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
10. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
11. მუნიციპალური ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
12. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
14. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე ------------------------------------ --------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი ----------------------------- --------------------------------
ხელმოწერა სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №3
მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №
(ტიპური ფორმა)
დ. მესტია ,,___ “ ,,___________“ 20-- წ.
წინამდებარე ოქმი შედგა მასზედ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 31 მარტის ---------------------- №9--------- დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზებულ აუქციონზე
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე ------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი ------------------------ /---------------------------------/ ლარი.
(ციფრებით, სიტყვიერად)
აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ფასის ------------------ /-------------------------------/ ლარი.
(ციფრებით, სიტყვიერად)
საფუძველზე, გამარჯვებულად გამოვლინდა
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში - შემძენი) სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
და მას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის -------------------------------- №---------------------- დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით საკუთრებაში გადაეცა
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები და
მხარეთა უფლება-მოვალეობები
ქონების შემძენმა აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი --------------- /--------------------------/ ლარი.
(ციფრებით, სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს წინამდებარე ოქმის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე: № -------------------------------------------------------------------------; მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი: ---------------------------------------------------; საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: -------------------------------------------------; გადახდის დანიშნულება - შემოსულობა მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ქონების სრული ღირებულების გადახდა)შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
4. მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის შემდეგ უფლებამოსილი ორგანო გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
5. თუ მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება.
6. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
7. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს.
9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და აწერს ხელს.
10. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის
თავმჯდომარე
_________________ ბ.ა. ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული პირი
________________ ბ.ა. ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
დანართი №4
მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
პირობებით საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №
(ტიპური ფორმა)
დ. მესტია ,,___ “ ,,___________“ 20-- წ.
წინამდებარე ოქმი შედგა მასზედ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის -------------------- №-------------- დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად ორგანიზებულ აუქციონზე
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების
ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მდებარე -----------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების მისამართი)
ქონების საწყისი ფასი ---------------------- /---------------------------/ ლარი.
(ციფრებით) (სიტყვიერად)
აუქციონში მონაწილის მიერ შეთავაზებული ---------------------- /---------------------------/ ლარის
(ციფრებით) (სიტყვიერად)
საფუძველზე, გამარჯვებულად გამოვლინდა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებულის (შემდგომში - შემძენი) სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი, მისამართი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)
და მას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილებით და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის --------------------- №--------- დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ნ/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია:
1. აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი ---------------------- /---------------------------/ ლარის
(ციფრებით) (სიტყვიერად)
სრულად უნდა გადაიხადოს წინამდებარე ოქმის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში - აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე № ----------------------------------- მიმღები: ერთიანი არასაგადასახადო ანგარიში; მიმღები ბანკი: ------------------------------- სახელმწიფო ხაზინა; მიმღები ბანკის კოდი:------------------------------; საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: --------------------------------; გადახდის დანიშნულება - შემოსულობა მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვიდან.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის პასუხისმგებლობა:
1. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (ელექტრონული აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს. შესაძლებელია, ოქმითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნეს ინფორმაციის წარდგენის სხვა ვადა.
2. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა- პატრონობასა და დაცვაზე.
3. საკუთრების უფლების გადაცემის შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების გასხვისების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმითა და ხელშეკრულებით. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ მუნიციპალიტეტის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია წერილობით უნდა ეცნობოს მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.
4. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
5. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება ოქმითა და ხელშეკრულებით, ელექტრონული აუქციონის პირობებიდან გამომდინარე, კერძოდ:
ა) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსახორციელებელი ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-ს.
6. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება ელექტრონული აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
7. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება გადაეცემა ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით.
8. თუ მყიდველი ოქმითა და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას, აუქციონის შედეგები უქმდება, ქონების შემძენს არ გადაეცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა და ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯი არ აუნაზღაურდება.
9. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
10. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ქონების სრული ღირებულების გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
11. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადაო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
12. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი გადაეცემა მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, ხოლო ორი რჩება ქონების განმკარგავს.
13. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და აწერს ხელს.
14. ოქმს, რომელიც რჩება ქონების განმკარგავთან, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი იურიდიული პირია, ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ქონების შემძენი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის
თავმჯდომარე
____________________ ბ.ა. ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
აუქციონში გამარჯვებული პირი
________________ ბ.ა. ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
დანართი №5
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება №
(ტიპური ფორმა)
დ. მესტია ,,___ “ ,,___________“ 20-- წ.
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მხარეები
----------------------------------------------------------------------- სახით /პირადი № ----------------------------;
უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მინდობილობა (----------წელი) № ------------/ (ტექსტში - ,,მესაკუთრე“ წოდებული) ერთი მხრივ და -----------------/ მის.: -----------------/ სახით (შემდგომში ,,ქონების მყიდველად“ წოდებული) მეორე მხრივ, ვდებთ მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, შემდგომში - ხელშეკრულებას, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები
ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის - N-- დადგენილებით დამტკიცებული წესი, 2016 წლის ---- ------- ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგები და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ------------ (თარიღი).
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი
20__ წლის ---- --------------- ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგებისა და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი № ------------ (თარიღი) საფუძველზე ,,მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო ,,ქონების მყიდველი“ იღებს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში ტექსტში ,,მუნიციპალიტეტის“) საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ----------------------------
-------------------------------- /საკადასტრო კოდი: №------------------ /.
მუხლი 4🔗. აუქციონის ფორმით პრივატიზების პირობები
და მხარეთა უფლება-მოვალეობები
მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასი:
-----------------------------------------------------------------
(ციფრებით, სიტყვიერად)
სრულად გადაიხადოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
2. მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
3. მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდა შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მისი დადასტურების მომენტიდან.
4. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტისაგან მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.
5. მუნიციპალიტეტის შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება მყიდველს მესტიის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების ანაზღაურების შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან.
6. მუნიციპალიტეტის ქონების ნასყიდობის საბოლოო ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან გამყიდველი გასცემს საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საბოლოო ფასს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.
8. მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მუნიციპალიტეტის ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების, შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
9. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
10. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
11. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას.
12. ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენილის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონატორი
მესტიის მუნიციპალიტეტის
აღმასრულებელი ორგანო ––––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
–––––––––––––––––––––––––––
მყიდველი
აუქციონში გამარჯვებული პირი
-------------------------- –––––––––––––––––––––––––
(ხელმოწერა)
პირადი № ს/კ ------------
ბ.ა.
დანართი №6
მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირობებით ნასყიდობის ხელშეკრულება №
(ტიპური ფორმა)
დ.მესტია ,,___ “ ,,___________“ 20-- წ.
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მხარეები
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
სახით /პირადი № ----------------; უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი – მინდობილობა (––––––––––––––––– წელი) №------------/ (ტექსტში - ,,მესაკუთრე“ წოდებული) ერთი მხრივ და --------------- /მის.: -----------------/ სახით (შემდგომში ,,ქონების მყიდველად“ წოდებული) მეორე მხრივ, ვდებთ მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას, შემდგომში - ხელშეკრულებას, რომელშიც განსაზღვრულია მხარეთა უფლებები და ვალდებულებები ხელშეკრულების საგნის მიმართ.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძვლები
ამ ხელშეკრულების სამართლებრივი საფუძველია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 დეკემბრის №669 დადგენილება და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის -------------------- №- ------- დადგენილებით დამტკიცებული წესი, 201--- წლის ---- -------- ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგები და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №-------- (თარიღი).
მუხლი 3🔗. ხელშეკრულების საგანი
201-- წლის ---- -------- ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგებისა და პირობებით აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი №-------- (თარიღი) საფუძველზე „მესაკუთრე“ გადასცემს, ხოლო ,,ქონების მყიდველი“ იღებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას, კერძოდ: ------------------------------ ------------------------------------ /საკადასტრო კოდი: №--------------------------/.
მუხლი 4🔗. მყიდველი ვალდებულია შეასრულოს აუქციონის პირობები
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი: ----------------- /------------------------/ ლარი
(ციფრებით, სიტყვიერად)
უნდა გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ვადაში.
(აუქციონის პირობებით გათვალისწინებული ვადა)
საბოლოო თანხის გადახდა უნდა მოხდეს აუქციონატორის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
ვალდებულებები:
ა) მყიდველი ვალდებულია, შეძენილი მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების შემდგომი გამოყენებისას, დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები (აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე გამყიდველის მოთხოვნისთანავე ან/და 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ინფორმაცია გამყიდველს;
ბ) მყიდველს შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება გაცემული ქონება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე;
გ) გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ პრივატიზებული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით და ხელშეკრულებით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს;
დ) ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მესტიის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების სრულად დაფარვამდე მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს, მესტიის მუნიციპალიტეტის ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი პასუხისმგებელია მესტიის მუნიციპალიტეტის მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე;
ე) ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან;
ვ) ოქმით და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა. პირგასამტეხლო განისაზღვრება ოქმით და ხელშეკრულებით სააუქციონო პირობებიდან გამომდინარე. კერძოდ:
ვ.ა) სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ვ.ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ვ.გ) მყიდველის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%;
ზ) ოქმით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების ოქმის გაუქმების საფუძვლად;
თ) შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლება და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა შეძენილი ქონების საბოლოო/სრული ნასყიდობის ღირებულების დაფარვის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით;
ი) თუ მყიდველი დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხდის ქონების საფასურს, აუქციონის შედეგები უქმდება, მყიდველს არ ეძლევა საკუთრების უფლება ქონებაზე და არ უბრუნდება შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება;
კ) მყიდველს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;
ლ) ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით;
მ) წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ნ) ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს;
ო) მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ხელშეკრულების შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ხელშეკრულებას;
პ) ხელშეკრულებას, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
პ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
პ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, იურიდიული პირის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
პ.გ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
აუქციონატორი
მესტიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო
------------------------------- (ხელმოწერა)
მყიდველი
აუქციონში გამარჯვებული პირი ------------------------------------------------
პირადი №-------- ს/კ ---------------------- (ხელმოწერა) -------------------------------
დანართი №7
მესტიის მუნიციპალიტეტი
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------- ------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში -----------------------------------------------------------------------
(ქონების დასახელება და მისამართი)
მიწის ფართობი ----------------------------- კვ.მ.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი ------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება მესტიის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი ------------------------------
მესტიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო --------------------------------
სახელი და გვარი
ბ.ა.
დანართი №8
მესტიის მუნიციპალიტეტის
საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №
ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------
(მესაკუთრე და მისი მისამართი)
მასზე, რომ მას საკუთრებაში გადაეცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით --------------- კვმ., რომელიც მდებარეობს --------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილმდებარეობა)
საფუძველი ------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
მოწმობა შედგენილია 3 ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მესამე ინახება მესტიის მუნიციპალიტეტში. მოწმობა ძალაშია საკადასტრო აზომვით ნახაზთან, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (ხელშეკრულებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს
მოწმობის განუყოფელ ნაწილს.
გაცემის თარიღი ------------------------
მესტიის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო -------------------------------------------
სახელი და გვარი
დანართი №9
(ტიპური ფორმა)
მესტიის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) -----------------------------
მისამართი: ------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ---------------------- -------------------- (რიცხვი თვე წელი) გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების ------------------------------------------------------------------------------- --------------------------------------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით.
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
ჩემ მიერ გადახდილია ,,ბე“ და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ.)
დანართი №10
(ტიპური ფორმა)
მესტიის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე: (იურიდიული პირი) ----------------------------------
მისამართი: -----------------------------------------------------------
ტელ.: -------------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო მესტიის მუნიციპალიტეტის მიერ ----------------------- ------------------- (რიცხვი/თვე/წელი) პირობებით გამოცხადებულ საჯარო აუქციონში მუნიციპალიტეტის ქონების
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------- პრივატიზების მიზნით,
(ქონების დასახელება და საწყისი ფასი)
თანახმა ვარ, შევასრულო ქონების შეძენასთან დაკავშირებული ყველა დადგენილი პირობა.
ჩემ მიერ გადახდილია ,,ბე” და ბილეთის ფასი.
დანართი:
1. პირადობის მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში).
2. წესდების ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. გადახდილი ,,ბესა“ და ბილეთის ქვითრის ასლი.
განმცხადებლის ხელმოწერა
თარიღი: (--- / ---/ 20 ---წ).
დანართი №11
(ტიპური ფორმა)
მესტიის მუნიციპალიტეტის
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარეს
მოქალაქე : (იურიდიული პირი)---------------------
მისამართი:------------------------
ტელ: ----------------------------------------
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის -------------------------------- მივიღე მონაწილეობა მესტიის მუნიციპალიტეტში გამართულ აუქციონში ------------------------------------------------------------------- პრივატიზების (ან სარგებლობის უფლებით გადაცემის) მიზნით და გამოვცხადდი დამარცხებულად. გთხოვთ, გადახდილი „ბე“ ------------------------------- დამიბრუნოთ შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები
საიდენტიფიკაციო კოდი
მიმღები ბანკი
ბანკის კოდი
ანგარიშის ნომერი
განმცხადებლის ხელმოწერა თარიღი:
წ. ).
დანართი №12
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადების შემოტანის თარიღი და დრო
საპრივატიზებო ობიექტი
შენიშვნა
ქონების დასახელება
ლოტი
1
2
3
4
5
6
№
სახელი და გვარი
მისამართი
განაცხადების შემოტანის თარიღი და დრო
საპრივატიზებო ობიექტი
შენიშვნა
ქონების დასახელება
ლოტი
1
2
3
4
5
6
დანართი №13
აუქციონში მონაწილის ბილეთი №-----
აუქციონატორის დასახელება -------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------
მონაწილე ------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
საპრივატიზაციო ან სარგებლობის უფლებით გადასაცემი ქონების დასახელება
-------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------
საჯარო აუქციონის ჩატარების დრო, საათი, მისამართი
-------------------------------------------------------------------------------------------------------
ბილეთის ფასი ----------------------- -------------------------------
(ციფრებით) (სიტყვიერად)
ლოტის № -----------