„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.038.016621
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №27

2016 წლის 1 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №61 ბრძანებაში (სსმ, 010240030.22.038.016476, 30/06/2015) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის:

 

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უსაფრთხოების მთავარი სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების დაცვას;

ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს;

გ)  საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს  და წარმართავს პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში;

ვ) მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებაში;

თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას;

ი) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის შემუშავებაში;

ლ) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს;

მ) დახმარებას უწევს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ჟ) სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს  და ახდენს მათზე რეაგირებას;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“;

 

ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2016.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 01.04.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.038.016621.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის N61-ე ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №27, 01.04.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016621 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3241434/