საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში („საქართველოს რესპუბლიკა“, 1997 წელი, 12 დეკემბერი, №311) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 433-ე და 434-ე მუხლებში სიტყვა „მაისიდან“ შეიცვალოს სიტყვით „აგვისტოდან“.

2. 436-ე მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა „მაისამდე“ შეიცვალოს სიტყვით „აგვისტომდე“.

3. 437-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 437. საოლქო სასამართლოების განსჯადი სამოქალაქო საქმეების განხილვა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით საოლქო სასამართლოების განსჯადობას მიკუთვნებულ საქმეებს განიხილავენ რაიონული (საქალაქო) სასამართლოები“.

4. 438-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 20 თებერვალი.

№1261-IIს

 

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/32422/