დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის “ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 01.04.2016
ძალის დაკარგვა 11.04.2017
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი | დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის “ გათვალისწინებული ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №10
2016 წლის 1 აპრილი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესის დამტკიცების თაობაზე
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ამავე კოდექსის მე-16 მუხლის მე-3, მე-4 პუნქტების და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი
დანართი
დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით ა(ა)იპ „დუშეთი მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებისთვის“ გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებიდან წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების წესი
მუხლი 1🔗
1. წინამდებარე წესი არეგულირებს წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთვნელების წახალისების და სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს, მათ მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
2. დაფინანსების საბიუჯეტო პროგრამა მოქმედებს 2016 წლის განმავლობაში.
მუხლი 2🔗
1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადაეცემათ შემდეგი კატეგორიის სპორტსმენებს, შემდეგი ოდენობით:
ა) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
ა.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ა.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთვნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;
ბ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს მეორე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
ბ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ბ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთვნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;
გ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს მესამე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 300 (სამასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
გ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
გ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთვნელი) და ჩემპიონატში მონაწილეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სახელით;
დ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება საქართველოს ჩემპიონი სპორტის გუნდურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს შემდეგ პირობას:
დ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის - სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ე) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება მსოფლიოს ჩემპიონი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ევროპის ჩემპიონს 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
ე.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ე.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთვნელი);
ვ) სპორტსმენი, რომელიც მიმდინარე წელს გახდა/გახდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ადგილის პრიზიორი სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო მესამე ადგილის პრიზიორს – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით, თუ იგი დააკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ პირობას:
ვ.ა) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში ირიცხება ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მოსწავლედ;
ვ.ბ) ჩემპიონატში მონაწილეობის მომენტში მისი პირველი მწვრთვნელია ა(ა)იპ „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ფილიალის სასპორტო სკოლის მწვრთვნელის პოზიციაზე მომუშავე პირი (სასპორტო სკოლის მწვრთვნელი).
2. ა(ა)იპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანებაში დასაქმებულ, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ სპორტსმენთა მწვრთნელებს (პირველი მწვრთნელი) წახალისების სახით მიეცეთ ერთჯერადი ფულადი ჯილდო (პრემია) სპორტსმენისთვის განსაზღვრული ფულადი ჯილდოს ნახევრის ოდენობით.
მუხლი 3🔗
1. გადაწყვეტილებას ერთჯერადი ფულადი ჯილდოს გაცემის თაობაზე იღებს დუშეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – „დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ ხელმძღვანელობაზე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – დირექტორი.
2. ერთჯერადი ფულადი ჯილდოს მიღების მსურველმა პირმა უნდა წარუდგინოს ა(ა)იპ – დუშეთის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების დირექტორს განცხადება და სათანადო დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება ნაჩვენები სპორტული შედეგი და ამ წესის მეორე მუხლით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობა.
მუხლი 4🔗
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.