1. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში - ტექნიკური რეგლამენტი) შემუშავებულია ნარჩენების მართვის კოდექსის მე–16 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
2. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილია:
ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი პროცედურები და მოთხოვნები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, მათ შორის ზედაპირულ წყლებზე, მიწისქვეშა წყლებზე, ნიადაგსა და ატმოსფერულ ჰაერზე (კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ემისიების შემცირების ჩათვლით);
ბ) ღონისძიებები, რომლებიც ხორციელდება ნარჩენების მართვის პროცესში არასასურველი გარემოებების, როგორიცაა ხმაური, სუნი და სხვა მავნე ეფექტები თავიდან ასაცილებლად;
გ) ღონისძიებები მუნიციპალური ნარჩენების აღდგენისა და გადამუშავების სფეროში ისეთი ინიციატივების განხორციელებით, რომლებიც ჩაანაცვლებენ ახალი პროდუქციის საწარმოებლად ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საჭიროებას;
დ) მინიმალური ტექნიკური და შესრულების კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების სისტემა, მომსახურება და ობიექტ