მომსახურების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა უნდა მოიპოვოს და გამოიყენოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოსახლეობის რაოდენობა და მომსახურების არეალში ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენების საშუალო წონა, ყოველდღიურად შესაგროვებელი ნარჩენების  მთლიანი მიახლოებითი რაოდენობის დასადგენად;

ბ) ნარჩენების მოსალოდნელი სიმკვრივე შემგროვებელ ავტომანქანაში ჩატვირთვის შემდეგ;

გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა, რაც გავლენას ახდენს ნარჩენების გატანის სიხშირეზე;

დ) ინერტული მასალების შემადგენლობა ნარჩენებში (ქვიშა, თიხა და ა.შ.);

ე) მუნიციპალურ ნარჩენების სხვა ფრაქციების შემადგენლობა (ქაღალდი, პლასტიკი, მინა და სხვ.)

ვ) სახიფათო მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა (ბატარეები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები და სხვ