თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2016
გამომცემი ორგანო თერჯოლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.126.016185
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/04/2016
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,622 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დმანისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 97% 26.09.2014 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 24.06.2015 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება 95% 27.06.2017 საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 95% 21.04.2017 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 95% 14.03.2019

დოკუმენტის ტექსტი

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 2016 წლის 4 აპრილი ქ. თერჯოლა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი დანართის შესაბამისად.  მუხლი 2🔗  თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უზრუნველყოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების მეთოდიკის, თემატიკისა და შეფასების კრიტერიუმების დამტკიცება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ ჩუბინიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში ვაკანტურ თანამდებობათა დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი მუხლი 1🔗. წესის რეგულირების სფერო 1.  ეს წესი განსაზღვრავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში (შემდგომში – დაწესებულება) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების პროცედურებს, ზოგად პირობებს, კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიების (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს. 2.  ამ წესის მიზნებისთვის, ვაკანტური თანამდებობა არის დაწესებულების საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ვაკანტური თანამდებობა, გარდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელისა, რომელზე დანიშვნაც ხდება უკონკურსოდ. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი  კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. მუხლი 3🔗.  კონკურსის პრინციპები კონკურსის პრინციპებია: ა)  კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ)  გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალობა; ი) კორექტულობა. მუხლი 4🔗.  კონკურსის მიზანი და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. კონკურსის ამოცანებია: ა) საქართველოს მოქალაქეთათვის ვაკანტურ თანამდებობათა თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ბ) ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატების შერჩევისა და მათი თანამდებობაზე დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; გ) კონკურსში მონაწილე კანდიდატების კვალიფიკაციის, პროფესიული ჩვევების, ცოდნის, პიროვნული თვისებების შემოწმება. მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსი ცხადდება მხოლოდ ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. 2. კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში, შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ადმინისტრაციულ შენობებში, ადგილობრივ ბეჭდვით ორგანოში. დასაშვებია, დაწესებულებამ კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია  დამატებით განათავსოს სოციალურ ქსელებში და ვებგვერდზე. 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვაკანსიის გამოცხადებამდე ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში ადგენს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას. 4. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა უფლებამოსილია დაწესებულებას დაუდგინოს ხარვეზი. 5. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის თანამდებობა ვაკანტურად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ თანამდებობაზე დანიშნულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი პირის მოვალეობის შემსრულებელი. 7. კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) შესაბამისი დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს; ზ)  კონკურსის ეტაპებს; თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადას; ი) კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ამ წესის მე-13 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად. 8. შესაბამისი დაწესებულების გადაწყვეტილებით შესაძლებელია კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც. მუხლი 6🔗. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები 1.  კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, აქვს საშუალო განათლება მაინც, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. 2.  თერჯოლის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად. მუხლი 7🔗. დაწესებულების უფლება-მოვალეობანი 1. დაწესებულება უფლებამოსილია, გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 2. დაწესებულება უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილებების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა ცვლილების გათვალისწინებით ან, კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად. 4. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის. 5. დაწესებულება უფლებამოსილია, დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (დაწესებულების ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები), შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე. მუხლი 8🔗. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი 1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა, კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს საკონკურსო კომისიის სამდივნოში (მისამართი: ქ. თერჯოლა, რუსთაველის ქ. №109). კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. 2. კანდიდატს უფლება აქვს, ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს მხოლოდ ერთ ვაკანსიაზე. მუხლი 9🔗. კომისიის შექმნის წესი 1. კონკურსს ატარებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია (შემდგომში – კომისია). 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით; 4. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავჯმდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 5. კომისიის შემადგენლობაში შედიან თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები და, შესაბამისი დარგის მოწვეული სპეციალისტები. 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზებისა და მუშაობის ეფექტურად წარმართვის მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს. 7. სამდივნო, კომისიის საქმიანობის ორგანიზების და ეფექტური წარმართვის მიზნით: ა) უზრუნველყოფს კონკურსის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტების საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას; ბ) კონკურსანტების განცხადების მიღებას; გ) კომისიის დავალებით ამოწმებს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას; დ) ტექნიკურად უზრუნველყოფს კომისიის სხდომების მომზადებას; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და წევრების ცალკეულ დავალებებს. 8. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით თერჯოლის მუნიციპლიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოწვეული სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორაცია უნდა ეცნობოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია, შეუსაბამობის აღმოფხვრის მიზნით მოსთხოვოს კომისიის თავმჯდომარეს, წარმოადგინოს დასამტკიცებლად კომისიის განახლებული ან ახალი შემადგენლობა. 10. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 10🔗. კონკურსის ჩატარების ფორმები და პირობები 1. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) ტესტირება; გ) გასაუბრება. 2. კონკურსის სავალდებულო ეტაპია განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. 3. გასაუბრებაზე დასწრების მსურველმა პირმა, კომისიას წერილობით უნდა მიმართოს სხდომამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე მაინც. კომისია განიხილავს მომართვას და არანაკლებ სამი დღის ვადაში გასცემს თანხმობას ან უარს. 4. განცხადების გადარჩევა მოიცავს პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით და სავალდებულო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემოწმებას. განაცხადების გადარჩევას კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით ახორციელებს კომისიის სამდივნო, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით. 5. კონკურსის ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 11🔗. კომისიის წევრის აცილება 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 და 92-ე მუხლების შესაბამისად კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და მის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 93-ე მუხლის შესაბამისად, კომისიის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას კანდიდატის შეფასებასა და მათ მიმართ გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 12🔗. კომისიის საქმიანობა 1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 2. კომისია ასევე უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 3. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 4. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არცერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე. 6. კომისია ვალდებულია, საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში. 7. კომისიის თავმჯდომარე ან სხვა უფლებამოსილი პირი, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო თანამდებობაზე დამნიშნავ პირს – კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატის ან კანდიდატის წარდგენაზე უარის შესახებ. 8. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ. 9. კომისიის მიწვეულ წევრთა შრომა შესაძლებელია ანაზღაურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 13🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, კონკურსის ჩატარებისათვის პასუხისმგებელი დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით, შესაძლებელია შეიქმნას საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედის კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეული პირები). კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა კონკურსის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. 8.  საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ წერილობითი ფორმით, კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან-წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან-გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 10. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 14🔗. კონკურსის შედეგების გასაჩივრება კონკურსანტს უფლება აქვს, კონკურსის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში. მუხლი 15🔗. საკონკურსო კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა საკონკურსო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან 2 (ორი) კვირის განმავლობაში თანამდებობაზე მისი დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებასა და ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.