საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწათსარგებლობის სამმართველოს სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:
ა) უმაღლესი განათლება - სასურველია ინჟინერიის ან/და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით;
ბ) შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
გ) სასურველია უცხო ენ(ებ)ის (ინგლისური ან/და რუსული) ცოდნა;
დ) კომპიუტერული პროგრამების (MS Word, Outlook, Power point, Excel, Internet, ARC GIS) ცოდნა;
ე) გეოსაინფორმაციო სისტემების საბაზისო ცოდნა, სასურველია აღნიშნულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.