საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს ეროვნულ ბანკთან კონსულტაციების შედეგად განსაზღვრავს მომავალი წლისათვის საშინაო და საგარეო ვალის მოცულობასა და მისი აღების პირობებს;
ბ) საქართველოს ეროვნულ ბანკს აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო ვალისა და იმ კრედიტების შესახებ, რომლებზედაც გაცემულია სახელმწიფო გარანტიები;
გ) საგარეო ვალების შესაბამისად პირდაპირი და პირობითი სახელმწიფო ვალდებულებების შესახებ აცნობებს საქართველოს ეროვნულ ბანკს მათი რეგისტრაციიდან სამი დღის ვადაში.
საქართველოს 2006 წლის 11 მაისის კანონი №3012 - სსმ I, №13, 13.05.2006 წ., მუხ.